pict20 233

შარმ ელ შეიხი სამხრეთ სინაის ადმინისტრაციის დედაქალაქია, რომელიც მშვიდობის ქალაქის მეტსახელით არის ცნობილი, რადგან აქ ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო კონფერენციები. ქალაქს არაბეთის ყურეში გასასვლელის წყალობით ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აქ სუბტროპიკული კლიმატია და კლასიფიცირდება როგორც ცხელი უდაბნოს ჰავა. ზამთარში ტემპერატურა 18-დან 23 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ზაფხულში საშუალოდ 37 გრადუსია.pict2_233

სასტუმრო „რედისონ ბლუ“ სინაის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, შარმ ელ შეიხის აეროპორტიდან 8 კილომეტრში. ეს კომპლექსი 5 ვარსკვლავიანია და ე.წ. Luxuri სასტუმროების კატეგორიაში გადის. სასტუმროს შენობები 45 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გადაჭიმული. სასტუმრო 2001 წელს არის აშენებული და მის მთავარ ხიბლს წითელი ზღვის სანაპიროსთან უშუალო სიახლოვე წარმოადგენს.

კომპლექსი
სასტუმრო შედგება ძირითადი შენობისგან, სანაპირო ზოლისგან, აუზისგან და მის გარშემო განთავსებული საცხოვრებელი შენობებისგან. სასტუმროს გააჩნია ულამაზესი ტერასები,  რომლებიც პირდაპირ წითელ ზღვას გადაჰყურებს. ფუნქციონირებს 5 რესტორანი,pict17_233 რომელიც სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის საკვებს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის – დიეტურსაც. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ იტალიური, ხმელთაშუა ზღვისა და ეგვიპტური სამზარეულოები. სასტუმრო ფუქციონირებს ე.წ All Inclusive პრინციპით, და შესაბამისად, დამსვენებელს დღის განმავლობაში უფასოდ უმასპინძლდება როგორც საკვებით, ისე ალკოჰოლური სასმელებით. რესტორნის (ღია ბუფეტის) მუშაობის განრიგი:

– ვახშამი:  06:30 – 10:00
– სადილი: 12:30 – 14:30
– სამხარი:18:30 – 21:30

ღამით კვების მოყვარულთათვის მოქმედებს Azure Bar, რომელიც 10:00-დან 11:00 საათამდე მუშაობს. pict3_23d3უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროში ყველა ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური სასმელი უფასოა. ჩამონათვალში შედის ლუდი, ღვინო, სხვა სპირტიანი და გამაგრილებელი სასმელები. სანაპიროს ბარი ფუნქციონირებს სასტუმროს სანაპიროზე და დამსვენებლებს დილის 9 საათიდან მზის ჩასვლამდე ემსახურება.

pict8_233Azure Café, რომელიც განთავსებულია საცურაო აუზთან, მუშაობს დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე. ღამის გართობის მოყვარულთათვის კი ე.წ. ჰოლში (Lobby room)  განთავსებული ბარი „ტუკანი“ ფუნქციონირებს, რომელიც ღამის 12 საათამდე უფასოა, ხოლო შემდგომ კი –  ფასიანი.26932537

სასტუმროს ნომრები
სასტუმრო შედგება 331 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან, რომელთა უმეტესობა სტანდარტულია და იყოფა ორ კატეგორიად: ზღვისა და ბაღის ხედით. ამ ორი კატეგორიის ნომრებს შორის ფასთა სხვაობა 5-დან 20 დოლარამდე მერყეობს. pictr_5_233ნომრები ძალიან კომფორტულია და აღჭურვილია ყველა საჭირო ატრიბუტით, თუმცა ვისაც უფრო მეტი კომფორტი სურს, შეუძლია არჩევანი შემდეგ კატეგორიებს შორის გააკეთოს: Marine Club Room, Deluxe Room, Suite ან Royal Suite. რა თქმა უნდა, სტანდარტული ნომრებისგან განსხვავებით აღნიშნული კატეგორიის ნომრები ხშირად ორმაგი ტარიფიც ჯდება.

 

აუზი და გასართობი ცენტრები
სასტუმროში განთავსებულია 2 აუზი, მათ შორის მთავარი 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი და მასზე რამდენიმე ხიდი გადადის. აქვეა განთავსებული აუზის ბარი. რაც შეეხება მცირე აუზს, იგი უფრო ზღვის სანაპიროსკენ მდებარეობს და ზამთარში მისი გათბობაც არის შესაძლებელი. აუზები დილს 8 საათიდან მზის ჩასვლამდე მუშაობენ.26296880

აუზის გარდა სასტუმროში ნახავთ სხვა გასართობ საშუალებებსაც: მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, ქვიშის ფეხბურთის მოედანი, ჯაკუზი, სპორტული დარბაზი და სხვა. სასტუმრო მომხმარებელს ასევე სთავაზობს ფასიან გასართობ სერვისებს: pict15_233

დაივინგი, ჩოგბურთის კორტები, მასაჟ-ცენტრი და სხვა. კომპლექსს გააჩნია სრულფასოვანი სპა-ცენტრი, რომელშიც ფუნქციონირებს მშრალი და ორთქლის საუნები, ასევე რელაქსაციის სხვა საშუალებები. საღამოობით იმართება გასართობი შოუები, რომლებსაც სასტუმროს ანიმატროები წარმოადგენენ. სასტუმროში მოქმედებს ბავშვთა ცენტრი, სადაც პატარებს შეუძლიათ სასიამოვნოდ გაატარონ დღე.pict5_233

სანაპირო ზოლი
რედისონის სანაპირო ზოლი 220 მეტრი სიგრძისაა და ორივე მხიდან შემოსაზღვრულია დამცავი საშუალებებით.  აქვეა განთავსებული სასტუმროს დაცვაც. სანაპირო ქვიშიანია,  თუმცა წყალში შესვლისას იწყება კენჭოვან-ქვიანი ნაწილი და მასზე სპეციალური საზღვაო ფეხსაცმლის გარეშე სიარული რთულია.pict3_233

აქვეა განთავსებული სანაპირო ხის პირსი,  რომელიც 120 მეტრი სიგრძისაა და დამსვენებლებს გადაადგილებაში ეხმარება. სანაპიროზე არის შეზლონგები, დამცავი ქოლგები, მატრასები, პირსახოცები და სხვა საშუალებები.

რას ამბობენ სასტუმროს დამსვენებლები
სასტუმროს დამსვენებლებისგან მაღალი შეფასება აქვს, ერთ-ერთი სანდო ინტერნეტ-პორტალის მიხედვით, სასტუმრო შეფასებულია 10 შესაძლებლიდან 8.1 ქულით. რეიტინგი ეყრდნობა გამოკითხული 300 დამსვენებლის მონაცემებს. გთავაზობთ დამსვენებელთა დადებით და უარყოფით შეფასებებს:

PROS:

– სასტუმროს მომსახურე პერსონალი ძალიან მეგობრულია;
– საკვები გემრეიელია, ხოლო ჭურჭელი სუფთა;
– საუკეთესო კლიმატი;
– ფასის და ხარისხის შეასაბამისი კომბინაცია;
– ანიმატორები – საინტერესო სანახაობა;
– ულამაზესი ბაღები და მწვანე გარემო.

CONS:
– კონკურენტ სასტუმროებთან შედარებით საკვების ნაკლები ნაირსახეობა;
– რთულად გადასაადგილებელი სანაპირო ზოლი;
– თვითმფრინავებისგან გამოწვეული ხმაური (ახლომდებარე აეროპორტიდან);
– შორი მანძილი შარმ ელ შეიხის ცენტრიდან;
– ნასვამი რუსი ტურისტები, რომლებიც ღამღამობით ხმაურობენ;
– მოძველებული ავეჯი სტანდარტულ ნომრებში;
– უფასო ინტერნეტის პრობლემები.

pict19_233

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი