2870597

ორანჯ ქაუნტის ხანდახან ქართველების მექადაც მოიხსენიებენ, ყველა ქართველი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდეს ამ სასტუმროში. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ამ მიმოხილვის დაწერა იმ ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომ ტურისტული კომპანიები აქტიურად მუშაობენ აღნიშნულ სასტუმროზე და უკვე არაერთი ქართველ ტურისტი გამხდარა მისი ბინადარი. ზუსტად რომ სასტუმროს პოპულარულობამ გადამაწყვეტინა მიმოხილვის მიძღვნა და მომავალი ვიზიტორებისთვის რეკომენდაციების გაწევა.

მდებარეობა
სასტუმრო თურქეთის ცნობილ კურორტ ქემერის ცენტრში მდებარეობს. ქემერი ანტალიის საერთაშორისო აეროპორტიდან 60 კილომეტრით არის დაშორებული და სასტუმრომდე ტრანსპორტირება მხოლოდ ავტობუსით ან კერძო ტაქსით არის შესაძებელი. Mapთუ მოგზაური ტურისტული პაკეტით სარგებლობს, მაშინ ტრანსფერს ტურისტული კომპანია უზრუნველყოფს, ხოლო თუ მოგზაურმა „შატლის“ სერვისი მოითხოვა, სასტუმრო მას 60-80 დოლარის სანაცვლოდ მოემსახურება. ქემერს აქვს ცხელი ხმელთაშუა ზღვის კლიმატი და ახასიათებს ძალიან ცხელი, ხანგრძლივი და მშრალი ზაფხული, თუმცა გრილი და წვიმიანი ზამთარიც იცის. ზაფხულში ტემპერატურა ხშირად აღემატება 40 ° C. ტურისტული სეზონი აქ მარტის დასაწყისში იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. მოგზაურებმა, რომლებსაც სიცხის მიმართ პრობლემები ახაიათებთ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მხარე ძალიან ცხელია და შეიძლება შემაწუხებელიც გახდეს დასვენების განმავლობაში.

სასტუმრო
სასტუმრო ქალაქის შესასვლელთან ახლოს არის განთავსებული და ძლიერ მოსახერხებელია როგორც ქალაქში გადაადგილების მხრივ, ისე სამედიცინო თუ სხვა ტიპის დაწესებულებებთან სწრაფად მისაღწევად. სასტუმრო აგებულია 2005 წელს, მე-16 საუკუნის ჰოლანდიური არქიტექტურული სტილის მიხედვით და გარშემორტყმულია ქემერის ბუნებრივი სილამაზით – მთებით და ფირუზისფერი ხმელთაშუა ზღვით. ვიზიტორს პირველი შთაბეჭდილება შესასვლელიდანვე ექმნება: სასტუმრო გადაწყვეტილია ამსტერდამის არქიტექტურულ სტილში, რომლის შესასვლელსაც წარწერა – Amsterdam Central ამშვენებს. entrance kemer
სასტუმროს შესასვლელთანვე ტურისტს უჩნდება აღქმა, რომ ის არა თურქეთის, არამედ ამსტერდამის რომელიღაც უბანშია სტუმრად. სასტუმროს მართკუთხედის ფორმა აქვს და 2 მეზობელი კურორტიდან ერთის მხრივ შენობები, ხოლო მეორეს მხრივ ვიწრო კედელი გამოყოფს. მართკუთხედის ვიწრო წიბოთი სასტუმრო ხმელთაშუა ზღვას ებჯინება და მისი სანაპირო ზოლი 90 მეტრს შეადგენს. სასტუმრო შედგება ძირითადი შენობისგან და დამატებითი საცხოვრებელი ფართებისგან, რომლებიც ნახევრად სარდაფშია განთავსებულია და მდებარეობს ზღვის მხარეს, ცენტრალური ქუჩისა და საცურაო აუზებისგან მოშორებით. შესასვლელ შენობაში მოწყობილია ლობი, რომელიც ასევე მოიცავს ბარს და სხვადასხვა საინფორმაციო ოფისებს.pict3_3სასტუმროს საერთო ფართობი შეადგენს 22 000 კვადრატულ მეტრს.

სასტუმროს ნომრები
სასტუმროს გააჩნია 512 ნომერი. აქ შეგხვდებათ თითქმის ყველა ტიპის ნომერი, რომელიც შეიძლება მოიძებნოს 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. Family Land Side, Orange Gracht, Volendam House, Dam Plein Suite, Queen Beatrix Suite, Honeymoon Suite, Princess Maxima Suite, Deluxe Room Land Side. ასევე მოიძებნება ნომრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც განთავსებულია ძირითადი შენობის პირველ სართიულზე და აღჭურვილია ყველა საჭირო საშუალებებით. pictr_2_3 სტანდარტულად ნომრებში განთავსებულია მინი ბარი, სატელიტური ტელევიზია, პირსახოცები, ხალათები და სხვა საშუალებები. ასევე ზოგიერთ ნომერში განთავსებულია სეიფი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სასტუმროს განცხადებისა, ზოგიერთ ნომერში LCD ტელევიზორის ნაცვლად შეიძლება შეგხვდეთ ჩვეულებრივი ტელევიზორი, რომელიც სასტუმროს სიძველის შთაბეჭდილებას აჩენს. ნომრების დალაგება ხდება ყოველდღიურად და ზოგადად ნომრებში განთავსებული თეთრეული და სხვა საშუალებები სუფთად გამოიყურება.

აუზი და გამაჯანსაღებელი ცენტრები
სასტუმროს ნომრების ნაწილი ძირითად ღია აუზს და მცირე ზომის მეორე აუზს გადმოჰყურებს. ძირითადი აუზი მოცულობით ძალიან დიდია და დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. აუზის ფართობი 3140 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მუშაობს დილის შვიდიდან ღამის ათ საათამდე. აქვეა განთავსებული რამდენიმე მარტივი ატრაქციონი და სცენა, რომელზეც ანიმატორები საღამოობით წარმოდგენას მართავენ ხალხის გასამხიარულებლად.

pict13_3

აუზის დიზაინი გადაწყვეტილია მოზაიკურ სტილში და ის შენობების კონტურს იმეორებს. აუზთანვე განთავსებულია შეზლონგები და ქოლგები.
ძირითად აუზთან ახლოს არის მცირე ზომის აუზიც, რომელიც აღჭურვილია გამათბობელი სისტემით, რაც დამსვენებლებს საშუალებას აძლევს იასარგებლონ აუზით სეზონის დასაწყისშიც, გრილი ამინდების დროს. დამხმარე აუზის ფართობია 178 კვადრატული მეტრი და მუშაობს 9-დან 10 საათამდე არასაზონურ პერიოდში.21833655

დახურული აუზი განთავსებულია შენობის ქვეშ. აქვეა მოწყობილი სპა მასაჟის ცენტრი, საუნები და ჯაკუზი. აქვეა განთავსებული სპეციალური დუშ კაბინები.pict19_3

ბარი, რესტორენბი და კაფეები
სასტუმრო Ultra All Inclusive ტიპის არის და შესაბამისად 24 საათის განმავლობაში საკვები და სასმელი უფასოა. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია სასადილო, რომელიც დღის განმავლობაში 3 ჯერ სთავაზობს მომხარებელს შვედურ მაგიდას უამარვი დასახელების კერძით. ამასთან, სასტუმროში განთავსებულია რამდენიმე სპეციალიზირებული რესტორანი, რომელშიც სტუმარს შეზღუდული რაოდენობით შესვლა შეუძლია. რესტორანი საერთაშორისო სამზარეულოთი ფუნქციონირებს საღამოს 7-დან 10 საათამდე და საჭიროებს წინასწარ ჯავშანს. ხმელთაშუა ზღვის რესტორანი კვირაში 3 დღე სტუმრებს სთავაზობს იტალიურ სამზარეულოს, ასევე 3 დღე თურქულ სამზარეულოს და მუშაობს მხოლოდ 6 დღის განმავლობაში – საღამოს 10:30 საათამდე. აღნიშნული რესტორანი ფასიანია და საშუალო ღირებულება ერთ ადამიანზე 10 ევროს შეადგენს. და ბოლოს: აზიური რესტორანი, რომელიც ასვეე 6 დღე მუშაობს და რომლის წინასწარი რეზერვაციაც არის საჭირო.

ბარები და სწრაფი კვების დაწესებულებები განთავსებულია ამსტერდამის ქუჩაზე, რომელიც ჯდება სასტუმროს არქიტექტურულ სტილში:pict9_3

აქ შეიძლება მოითხოვო ჩამოსასხმელი ლუდი, ფორთოხლის თუ სხვა ციტრუსების „ფრეშები“ და ასევე სხვადასხვა ტიპის გამაგრილებელი სასმელები. აქვე ფუნქციონირებს სწრაფი კვების დაწესებულებები, რომლებიც სრულიად უფასოდ უმასპინძლდებიან დამსვენებლებს პიცით ან სხვა მსგავსი მშრალი საკვებით.pict5_3
რაც შეეხება ბარებს, ორანჯ ქაუნთის ლობიში განთავსებულია ბარი, რომლიც მუშაობს მთელი ღამის განმავლობაში, თუმცა ალკოჰოლური სასმელები უფასოა მხოლოდ 12 საათამდე.
Grand Café და Bulldog Coffee Shop განთავსებულია შენობაში და მათი სამუშაო გრაფიკი განსაზღვრულია ღამის 2 საათამდე. მუშაობს ბარი ბასეინთან, რომელიც საღამოს საათებში დამსვენებლებს სთავაზობს ლოკალური წარმოების ალკოჰოლურ სასმელებს. ასევე შენობის ბოლოში განთავსებულია დისკო – ბარი, რომელიც დამსვენებლებს სთავაზობს საცეკვავო მუსიკას, თურქულ და ასევე საერთაშორისო მუსიკალურ ჰიტებს.2870621

ქართველი ტურისტებისთვის აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ ალკოჰოლურ სასმელებზე, რომლებიც გვხვდება ორანჯ ქაუნტში. Ultra All Inclusive-ის პაკეტში შესულია ადგილობრივი წარმოების უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელები და ასევე რამდენიმე დასახელების იმპორტული სასმელი, როგორიცაა Gilbeys, Smornoff, Absolut водка, Vat 69, Dewars, J&B, Yeni Raki. უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმრო ამ იმპორტული სასმელებით მომსახურებას თავს არიდებს და მაქსიმალურად ცდილობს ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელების გავრცელებას, რომელთა ხარისხი გაცილებით ჩამოუვარდება საერთაშორისო სტანდრატს.

გასართობი ცენტრები
აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ გასართობ ცენტრებზე, რომლებიც სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ შეიძლება მოიძებნოს ტრენაჟორების დარბაზი, მაგიდის ტენისი, ქვიშის ხელბურთის მოედანი და ვიდეო თამაშები. ასვეე დამატებითი საფასურის გადახდისას ბოულინგი, ბილიარდი, ვინდსერფინგი და სხვა ტიპის წყლის სპორტის სახეობები.pict7_3

საინტერესოა ისიც, რომ სასტუმროს სტილის დაცვით, შენობაში განთავსებულია ვან გოგის მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილია მხატვრის რეპროდუქციები.

ზღვა და სანაპირო
სასტუმროს აქვს საკუთარი დაცული ზღვის სანაპირო, დაახლოებით 90 მეტრი სიგრძის. სანაპირო არ არის ქვიშიანი და მოცულია მცირე ზომის კენჭებით, თუმცა ეს სტუმრებისთვის შიშველი ფეხით გადაადგილების დისკომფორტს არ ქმნის. სანაპიროზე განთავსებულია პირსი, რომელიც სანაპიროს გვერდის ავლით ზღვაში მოხვედრის საშუალებას იძლევა. აღნიშნულ პირსზევე იმართება ღამის დისკოთეკები რომელიც საშულოდ ღამის 2-3 საათამდე გრძელდება.pict1_3

დატოვე კომენტარი

კომენტარი