2

1ქალაქი, რომელზეც ბევრი წამიკითხავს, მინახავს, მომისმენია და მიოცნებია… უეცრად ჩემს ფეხქვეშ აღმოჩნდა… მხოლოდ მაშინ შევძელი დაჯერება, როდესაც Turkish Airlines-ის უზარმაზარი ბოინგი JFK-ს აეროპორტის ბილიკზე დაეშვა…

“ესეც შენი ამერიკა” – გავიფიქრე და სახეზე ჰოლივუდური ღიმილი გადამეჭიმა… რატომაც არა.. პირველი ვარ საგვარეულო ხეში ვინც ამ ქვეყანაში ფეხი დაადგა… გავაღე აეროპორტის ერთი ჩვეულებრივი ხის კარი და უკვე ქუჩაში აღმოვჩნდი… დასვრილი თოვლის, ხალხის, მანქანებისა და მეტროს სურნელებს დაუნდობლად აზავებდა ოკეანის ნიავი… მაგრამ არ იყო ამაში არაფერი პოეტური.. ცისფერი ფერის ნატამალიც არ ერია.. ტაქსით ბრუკლინისკენ მივეშურებოდი… ჩვეულებრივი შენობები, ჩვეულებრივი ხალხი, ჩვეულებრივი მანქანები… მაგრამ არაჩვეულებრივი წესრიგით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს…

სერვის + ტაქსისტი რუსი იყო, შესაბამისად პირველი შეხება ამერიკელ სერვანტთან სასტუმროში მქონდა.. იმანაც what’s up-ო… გამიკვირდა, good morning, how do you do-ს ველოდი, როგორც ტოეფელისთვის მოსამზადებელ წიგნებშია.. მაგრამ ეს უშუალოება უფრო მომეწონა.. და მეც ავყევი, კაი ძმაკაცებივით ავჩეთავდით.. იგივე ისტორია განმეორდა ყველგან, სადაც ჩვენი გაგებით :კონსულტანტს: გადავაწყდი.. არ ქონდა მნიშვნელობა ეს იყო იაფფასიანი მაკდონალდსი თუ ძვირადღირებული არმანის მაღაზია.. ყველა უშუალო, მეგობრული, ზომიერად ყურადღებიანი და დისტანციური იყო… და ეს კარგი იყო!

“ამერიკელი ხალხი ცივია”… რამდენისგან მომისმენია ეს სიტყვები.. მაგრამ სიცივის იქ არავის არაფერი ეტყობოდა საღამოს ქარის გარდა.. მე9 ავენიუს და მე14 ქუჩის გადაკვეთასთან ვიდექი და შემართებით ვებრძოდი მეტროს უზარმაზარ გზამკვლევს.. ბოლოს აბჯარი დავყარე და გამვლელ ქალს შევეკითხე N Train რომელ მეტროში ჩამოივლისთქო.. ამ ქალმა ჯერ მამიდაჩემივით გამიღიმა, შემდეგ ძირფესვიანად გამომკითხა თუ როგორ ვიყავი და ისე დეტალურად ამიხსნა 25 წუთის ფეხით სავლელი გზა, რომ ახლაც მახსოვს…

3ნიუ იორკის მეტრო ეს ცალკე მოვლენაა… მთელ ქალაქს გასდევს მიწისქვეშ, უზარმაზარი ლაბირინთი… დგახარ, ელოდები როდის მოვა მატარებელი… ხედავ მოდის, მაგრამ აღმოჩნდა რომ არაა შენი მატარებელი… ეგ გამიკვირდა… ჩვენსავით, ველოდი მოვიდა-ჩაჯექი… ნურას უკაცრავად, შენ ნომერს დაელოდე ჩაინიკო… გზა არასოდეს მთავრდება.. 1 – 1.5 სთ ჩვეულებრივი მოვლენაა მეტროთი სამგზავროდ… ისიც თუ მატარებლების საცობი არ შეგეჩეხა გზად.

ნაგავი, ნაგავი everywhere… ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა ოღონდ… ტროტუარები სავსეა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე შავი ნაგვის პარკების გორებით… კვირაში 1ხელ ასუფთავებენ ალბათ.. ან 2 კვირაში ერთხელ.. წარმომიდგენია ზაფხულში რა სუნი იქნება.. მაგრამ არ აწუხებთ…

არ აწუხებთ რა აცვიათ, ვინ რას იფიქრებს მათზე, როგორ არის მოხუცი მამა, როდის არის ხელფასი, რამდენი აქვთ ვალი.. არაფერი ამათ არ აწუხებთ.. მხოლოდ 2 რამაა რაზეც მართლა დარდობენ: 1. დაგვიანება 2. უსექსობა

გარყვნილია ქალაქი… არა, უფრო გარვყნილს ველოდი რეალურად… დიდად არ განსხვავდებოდა პოლონური კლუბებისგან აქაური კლუბი… უბრალოდ აქ უფრო მეტი ხალხი იყო.. და აქ საქართველოს მსგავსად ბიჭები ჭარბობდნენ.. მაგრამ chicks were hot, chicks were easy if u were interested in…

4ფასები, ფასები ფასები… ზოგი რამ ზედმეტად ძვირია, მაგალითად სიგარეტი, წყალი, პერანგი,ტაქსი,რესტორანი, ოქრო.. ზოგიც კიდე ზედმეტად იაფი.. ბრენდული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, fast food, ისე food და ა.შ.

ქართველები ამერიკაში… უზომო სითბო, სიყვარული, მონატრება, ნოსტალგია, თანგადაყოლა და მხარდაჭერა ვიგრძენი იმ ხალხისგან ვინც იქ შემხვდა…

პომპეზურობა… ძალიან განსხვავებულად მომეჩვენა და ძალიან მომეწონა ზომიერების მომენტი.. ვენდისი, მაკდონალდსი, სტარბაქსი, საბვეი და ყველა ბენდული ტანსაცმლის მაღაზია ჩვეულებრივია.. ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისთვის განკუთვნილი, ჩვეულებრივი მიწიერი ფასებით.. და არა ისე, როგორც ჩვენთანაა.. გაბღენძილი ბანანა რეფაბლიქის მფლობელი ალბათ მინიმუმ პოსეიდონს ელოდება ოქროს ზოდებით ხელში ისეთი გარემო და ფასები აქვს…

Starტემპი… ეს არის ერთადერთი რამაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი უშორეულეს მომავალშიც კი ჩემს ამერიკულ ცხოვრებას. ძალიან რთულად თუ მოიძებნება ქართველი, ვინც NY-ის ცხოვრებას ფეხს აუწყობს.. ადგება დილის 6 სთ-ზე იმისათვის რომ 9ზე სამსახურში იყოს.. იმუშავებს და შემდეგ პირდაპირ სახლში წამოვა, იმისათვის რომ 10-ზე მოვიდეს, 10 წუთი ოჯახის წევრებთან გაატაროს და დაიძინოს რათა ხვალ იგივე რუტინაში გადავიდეს. სამაგიეროდ სიბერე აქვს გარანტირებულად მშვიდი.. ვერასოდეს!

შეჯამება: მიხარია, რომ წილად მხვდა და ცხოვრებაში ერთხელ მაინც დავადგი ფეხი ოცნებების მიწაზე.. ცოტა უფრო პომპეზურს, მასშტაბურს და სულისშმეძვრელს მოველოდი, მაგრამ რაც ვნახე ამანაც საკმარისი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. და ბოლოს, ყველამ ეს მითხრა NY-ში, ამერიკელმაც და არაამერიკელმაც:

“ამერიკა NY City-თ არ განისაზღვრება, მაგრამ თუ NY City არ გინახავს, ამერიკას ვერასოდეს განსაზღვრავო”.

გიორგი გვენეტაძე
gvetodotcom.wordpress.com

დატოვე კომენტარი

კომენტარი