ეს ფილმი, ალბათ, ყველა თქვენგანისთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელია. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ გაქვთ ნანახი, თუმცა… თუ მიგიქცევიათ ყურადღება, სადაა გადაღებული ამ ფილმის ეპიკური მომენტები?

გთავაზობთ 7 ეგზოტიკურ ადგილს ფილმიდან:

Hule’ia-ს ნაციონალური პარკი, კაუაი, ჰავაი

აქ არის გადაღებული ინდიანა ჯონსის ის იკონური კადრები, რომლებშიც ფილმის გმირი სამი ერთეული ალმასის გამტაცებლებისგან გადარჩენას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გმირები პერუში იმყოფებიან, რეალურად გადაღებები ჰავაიზე მიმდიანრეობდა.

Sidi Bouhlel-ის კანიონი, ტოზეური, ტუნისი

ეს კი ის ადგილია, სადაც ინდის ნაცისტები გველებით სავსე გამოქვაბულში აგდებენ. გადღებები ტუნისში მიმდინარეობდა.

La Pallice Port, ლა როშელი, საფრანგეთი

ეს ცნობილი პორტი საფრანგეთში ნაცისტების მიერ გამოიყენებოდა წყალქვეშა გემების დოკად. ცნობილი კადრები, სადაც ინდიანა ნაცისტებს ებრძვის, ამ პორტშია გადაღებული.

ბაწრის ხიდი კანიონზე, კანდი, შრი ლანკა

სცენა ინდოეთში ვითარდება, თუმცა რეალურად გადაღებები შრი-ლანკაზე მიმდინარეობდა.

Avenida de Almeida Ribeiro, მაკაუ

ეს კი ის ცნობილი ქუჩაა, სადაც ინდიანას და მის შეყვარებულს ხის ყუთებზე შემდგარი მძღოლი ბავშვი რომ გადაარჩენს. ფილმის სიუჟეტი შანხაიში ვითარდება, რეალურად კი გადაღება მაკაუში მიმდინარეობდა.

Al Khazneh, პეტრა, იორდანია

წმინდა გრაალის ძიებას ინდი ამ ტაძარში მოჰყავს, ყველას კარგად გვახსოვს ულამაზესი ხედები და ჯადოსნური ისტორიის განვითარება.

იგუაზუს ჩანჩქერი, არგენტინა, პარაგვაი და ბრაზილია

სამი ქვეყნის გასაყართან კრისტალური თავის ქალების ძიების სცენები ვითარდებოდა.

დატოვე კომენტარი

კომენტარი