5 ქალაქი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა

Ghentჩემ მიერ მონაუხლებული ადგილების გახსენებისას გამოვკვეთე 5 ქალაქი, რომლებიც ტურისტების მიერ დაუფასებელი, მაგრამ მოსანახულებლად ნამდვილად ღირებულია.

ლონდონში სწავლის პერიოდში ორი კვირა ბელგიაში დავყავი. მაშინ, როდესაც ბევრმა სტუდენტმა გადაწყვიტა, რომ დასვენების დღეები ბელგიის ქალაქ ბრუგეში გაეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში „In Bruges“, კარად ჩანს, რომ ეს ადგილი გართობის საშუალებათა ნაკლებობას განიცდის, მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ ბილიეთები გენტის მატარებელზე აგვეღო, რომლის მონახულებაც მამიდამ მირჩია. მე, ალბათ, არასდროს დამავიწყდება აქ გასინჯული ბელგიური ლუდისა და ბელგიური ვაფლით დაფარული ნაყინის გემო. გენტი ჩემი ერთ-ერთ საყვარელი ქალაქია და იქ გადატრებულ დღეებს მუდამ ხალისით ვიხსენებ.

Monikedhamჯგუფური მოგზაურობისას ამსტერდამში მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ დავრჩენილიყავით ქალქ მონიკენდემში. ეს ქალაქი ამსტერდმიდან 30 წუთის სავალი მნძილითაა დაშორებული. ავტობუსითაც ადვილი მისასვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამის ტურით მართლაც ვისიამოვნე ადგილი, რომელმაც ჰოლანდია შემაყვარა სწორედ ეს პატარა და ტრადიციული ქალაქი იყო. ყველაზე მეტად ამ ქალაქის წყნარმა ქუჩებმა მომხიბლა. აქ მაღაზიები ადრე იკეტება, რაც ჩემთვის კომფორტული იყო, რადგანაც სიმშვიდესა და მყუდროებას უნარჩუნებდა ამ სოცარ ადგილს. ჩვენი სასტუმრო ერთ პატარა ტბასთან მდებაროებთა. ერთ დილას, თავგადასავლის ძიების განწყობით ვეწვიეთ ყველისა და ჰოლანდიური ტრადიციული ქოშების ქარხანას, სადაც ვიხილეთ ყველის ამოყვანის პროცესი. ასე, რომ მათ, ვისაც სურვილი აქვს ჰოლანდიურ ტრადიციებს უფრო კარგად გაეცნოს, ვურჩევ რამდენიმე დღე გაატაროს ქალაქ მონიკენდემში.

Sevilleმომვდენო ქალაქი, რომლის შესახებაც მოგიყვებით არის სევილია, ესპანეთი. ტურისტთა უმრავლესობა დორის დიდ ნაწილს რომანტიკული ბარსელონასა და მოდური მადრიდის დათვალიერებას უთმობს, მათ შორის მეც, მაგრამ გამიმართლა და ქალაქ სევილიას მონახულების საშუალებაც მომეცა, სადაც ჩემი მეგობარი სწავლობდა. ეს ადგილი მრავალი საიდუმლოების მატარებელია. მათ შორის არის არქიტექტურა, რომელიც ხელოვნების ნებისმიერ მოყვარულს აღაფრთოვანებს.

მე მოვინახულე: საკათედრო ტაძარი და შევესწარი ნათლობის პროცესს;.ვინახულე არენა, სადაც ხარი და მატადორი ერთმანეთს ერკინებიან; ალკაზარის სასახლე – ქალაქის ერთ-ერთი უალამაზის ადგილი; გავისეირნე ებრაულ უბანში.

ყველას ვურჩევ ეწვიოს სევილიას და აქციოს ცხოვრების რამდენიმე დღე დაუვიწყარ მოგონებად.

ფარო-პორტუგალიაროდესაც სევილიაში ჩემი მეგობრის მოსანახულებლად მივდიოდი, გადავწყვიტე რამდენიმე დღით პორტუგალიის ქალაქ ფაროში გავჩერებულიყავი და იქიდან ავტობუსით წავსულიყავი ესპანეთში. რადგანაც მარტო ვმოგზაურობდი და არც პორტუგალიური და არც ესპანური ენა ვიცოდი, ჩემი მხირდან ნამდვილდ გაბედული ნაბიჯი იყო. საბედნიეროდ ავცდი ყველანაირ განსაცდელს და დავუწყარი დრო გავატარე ფაროში.

ეს პატარა, შედარებით დაუსახლებელი ქალაქი პორტუგალიის სამხრეთის უკიდურეს სანაპიროზე მდებარეობს. ფაროს ღირსშესანიშნაობების მონახულებისას რამდენიმე მეგობარიც კი გავიჩინე – ორი ადგილობრივი ახალგაზრდა, რომლებმაც არ დაიზარეს, ქალაქი დამათვალიერებინეს და რალიზეც კი წამიყვანეს. საღამოს კი დავლიეთ ესპრესო, ვისაუბრეთ და პორტუგალიურის სწავლაც კი ვცადე.

სამხრეთ უელსიბოლო ადგილი, რომლის შესახებაც მოგიყვებით, სამხრეთ უელსია. აქ მე რამდენიმე ქალაქი მოვინახულე და მიჭირს რომელიმეზე გამოკვეთილად საუბარი. ამიტომ ზოგადად ვისაუბრებ მათზე. ტურისტები რატომღაც არ ინტერესდებიან სამხრეთ უელსით, მაგრამ აქ ლამაზი პეიზჟები და საინტერესო ისტორიული ადგილებია. როდესაც მე ტინტერნის სააბატოს ნანგრევებზე დავდგი ფეხი, ვიგრძენი თუ როგორ შემოიჭრა ჩემში სიმშვიდე. აქ იხილავთ ანტიკური დროის რომაულ ნანგრევებს და სასახლეს, სადაც გადაიღეს მონტი პაიტონის ფილმები.

მიუხედავად იმისა, რომ მე კლაუსტროფობია მჭირს, მაინც გავებედე და მოვინახულე ქვანახშირის საბადო (ვისაც განსაკუთრებული, ექსტრემალური შეგრძნებები იზიდავს, მათაც ვურჩევ, რომ მოინახულონ ეს ადგილი).

სალომე მჭედლიშვილი

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი