Cover

ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის ჩამოურთმევიათ ბოთლი ან რკინის ნივთი აეროპორტში, მაგრამ ეს ყევალფერი ახლოსაც ვერ მივა იმ უცნაური ნივთების ჩამონათვალთან, რომლებიც აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა აეროპორტში.

ადამიანის თავის ქალის ნაწილები

კარგად შეამოწმეთ თქვენი ბარგი.  ვაი და, ადამიანის თავის ქალა აღმოგაჩნდეთ.  სწორედ ასეთი რამ შეემთხვათ აეროპორტ „Ft. Lauderdale“-ში მგზავრებს, რომელთაც თიხის ქოთნებში ადამიანის თავის ქალის ნაწილები აღმოაჩნდათ.  სატრანსპორტო დაცვის სამსახურის განცხადებით, მგზავრები ამტკიცებდნენ, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სუვენირებში ადამიანის ნაწილების არსებობის შესახებ.  აღმოჩენილი თავის ქალის ნაწილები თვითმფრინავისთვის საფრთხედ არ მიიჩნიეს და  კრიმინიალური დანაშაულის სამხილადაც კი გამოიყენეს.

 

Airport Security Baggage Search

ცეცხლი

იმედია, არავინ გადაწყვეტს ოდესმე ცეცხლის ბარგით გადატანას, მაგრამ შესაძლოა ბარგში არსებულმა ნივთებმა გააჩინოს ის.  მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ატლანტიკ სითიში.  ბარგის შემოწმებისას მოულოდნელად სამი ფუტის სიმაღლის ალი ამოვარდა ჩემოდნიდან.  ცეცხლი თმის სპრეისა და სანთებელას კომბინაციამ გააჩინა, რომელიც კონვეირზე ატვირთვისას აალდა.  მზგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად აჯობებს სპრეი და ყველანაირი სითხე პოლიეთილენის პარკში გაახვიოთ, რომ არ გამოჟონოს.

გვამი

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო, სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი.  აეროპორტის თანამშრომლები შოკირებულნი არიან – უკვე იმდენმა მგზავრმა სცადა გვამის გადატანა მძინარე ადამიანის „სტატუსით“, რათა დამატებითი თანხა არ გადაეხადათ მიცვალებულის ტრანსპორტირებისთვის.

ქვემეხის ბირთვი

იცოდით, რომ, შესაძლოა, ქვემეხის ბირთვი 4 წლის შემდეგ მოულოდნელად თავად აფეთქდეს?  შესაძლოა არ იცოდეთ ეს, მაგრამ მაინც არ უნდა ეცადოთ მის გადატანას თვითმფრინავის საშუალებით.  სწორედ მსგავსი შემთხვევის გამო გადაიდო საერთაშორისო რეისი აეროპორტ „Ft. Lauderdale“-დან 2012 წელს, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი ცდილობდა გადაეტანა ქვემეხის ბირთვი, რომელიც ჩაძირულ გემთან იპოვა.

chemodani

 

240 ცოცხალი თევზი

მოდით, ნუ განვსჯით ერთმანეთს.  ვინ იცის, იქნებ მსგავსი ტვირთის მქონე ადამიანი იმდენად მოიხიბლა წყალქვეშა საყაროთი, რომ საკუთარი აკვარიუმის შექმნა გადაწყვიტა?!  არცერთი ავიახაზი არ დაგიშლით აკვარიუმის გადატანას საბარგულით, მაგრამ უცნაური ის არის, რომ ერთ-ერთი მგზავრი 240 თევზის გადაყვანას ოთხი დიდი ჩემოდნით ცდილობდა, რომელიც თევზებითა და წყლით იყო სავსე.

ბუმერანგები

გადაწყვიტეთ ბუმერნაგის სუვენირად შეძენა?  რამდენიც გინდათ, იმდენი ბუმერანგი გადაიტანეთ ავსტრალიის შიდა რეისებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამერიკის კონტინენტზე.  უსაფრთხოების სამსახურის მიერ იგი მომაკვდინებელ იარაღად არის აღიარებული და ბარგის შემოწმების თანავე ჩამოგერთმევათ.

 

kontroli

ადამიანის 18 თავი

ეცადო ადამიანის 18 თავის გადატანას და დაკარგო კიდეც?!  მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა „Chicago O’Hare“-ს აეროპორტში 2013 წელს.  ეს იყო სამედიცინო ნიმუშები სამეცნიერო ნამუშევრისთვის.

ბავშვი

ალბათ, იკითხავთ – ბავშვის გადაყვანა ხომ არ არის აკრძალული? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ სკანერზე ბავშვის გატარება ნამდვილად აკრძალულია.  ერთმა წყვილმა სცადა  ბავშვის ბარგით გადაყვანა, რადგან მას ვიზა არ ჰქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა,  ხელსაწყომ  დააფიქსირა ეს და წყვილი მოიხსნა კიდეც რეისიდან.

სამურაის ხმალი

დაიმახსოვრეთ, რომ ტრანსპორტირების უსაფრთხოების გვერდზე არსებობს ჩამონათვალი, თუ რისი გადატანა შეგიძლიათ ან არ შეგიძლიათ ამერიკის ტერიტორაიზე თვითმფრინავის საშუალებით.  ამგვარად აიცილებთ ისეთ პორბლემებს, როგორიც თავს დაატყდა სამურაის ხმლის გადატანის მსურველ მგზავრს.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი