BNPDDB Traditional houses downtown Sanaa Yemen


მე-10 ადგილი – ბრაზილია
ბრაზილია ერთერთი ულამაზესი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. თუმცა ის მაინც შედის ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულში. მთავარი პრობლემა ბრაზილიაში კრიმინალის მაღალი დონეა. აქ ხშირია მკვლელობები, ადამიანის გატაცება, ძარცვა, და გაუპატიურებაც კი. საო -პაოლო და სალვადორი ცნობილია თავისი კრიმინალური ბანდ ფორმირებებით. ტურისტისთვის რისკის მატარებელია რიო დე ჟაინეიროც.

მე-9 ადგილი – ევერესტის მთა, ნეპალი
ევერესტიევერესტის მთიდან გასაოცარი ხედი იშლება და ეს არის ადგილი რომელიც არ მეორდება დედამიწის ზურგზე. მაგრამ ტურისტებისთვის აქ მთავარი საშიშროება – ამინდია. ევერესტის პირველ ღამის სათევამდე მიმავალ მთასვლელებს ხშირად ხვდებათ გზადაგზა გაყინული ადამიანის გვამები, რომლებმაც ვერ გათვალეს ევერესტის ამინდის სიმძიმე.

მე-8 ადგილი – იემენი
BNPDDB Traditional houses downtown Sanaa Yemenგანვითარებადი ქვეყანაა და ცდილობს ჩამოყალიბდეს ტურისტულ მიმართულებად. საუკეთესო ზღვის სანაპიროებით სოკორტას, ადენის და კარამანის კუნძლები მრავლად იზიდავს ტურისტს. თუმცა აქ მაინც იმალება საშიშროება ბოლო დროს გააქტიურებული ალ ქაიდას გავლენით.

მე-7 ადგილი – მინდანო, ფილიპინები
მინდანიკუნძული ცნობილია „დაივინგის“ ადგილებით და ჯადოსნური სანაპიროებით. აქვე მდებარეობს ფილიპინების ყველაზე მაღალი მთა. თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ამ ადგილს საშიშს ხდის ტურისტებისთვის. ფილიპინებზე მიმდინარეობს შეტაკებები სახელმწიფოსა და განმანთავისუფლებელ დაჯგუფებებს შორის.

მე-6 ადგილი – ალჟირი
C868EM Sunset in Sahara Desert, Hoggar mountains, Algeriaალჟირის ტუროპერატორები სიამოვნებით შემოგთავაზებენ ტურებს ჯემილას რომაულ ნანგრევებზე ან თუნდაც გასეირნებას საჰარაში. თუმცა ალჟირში ძალიან მაღალია ტერორიზმის საფრთხე.

მე-5 ადგილი- ჰაიტი
ჰაიტიკარიბის ზღვის ქვეყანა, ულამაზესი სანაპიროებით. თუმცა ეს სახლემწიფო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ერთერთი ყველაზე ღარიბია, რაც თავისთავად გულისხმობს კრიმინალის მაღალ დონეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით არ არსებობს უსაფრთხო ადგილი ჰაიტიზე და ძალადობა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

მე-4 ადგილი– ერაყი
ერაყიბოლო ხანს ერაყის მათავრობამ გამოთქვა სურვილი რომ გახდეს ტურისტული ქვეყანა. გეგმაშია სტესიფონის არკის აღდგენა, რომელიც განთავსებულია ბაღდადის ჩრდილოეთით. მიუხედავად მთავრობის დიდი სურვილისა ტურისტებისთვის ერაყი მაინც რჩება ერთ-ერთ საშიშ ქვეყანად დედამიწაზე.

მე-3 ადგილი- კენია
კენიაეს ქვეყანა დედამიწის ბუნებრივი საოცრებაა. კენიის ნაციონალური პარკი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. თუმცა ქვეყანაში კრიმინალის დონე ძალიან მაღალია, ხშირად ხორციელდება ძალადობის ფაქტები, ხშირია ძარცვა და წვრილმანი ხულიგნობა. ბოლო დროს კი ქვეყანაში ალ-ქაიდას ორგანიზაცია გააქტიურდა.

მე-2 ადგილი – სირია
BEW7Y7 Bazaar in the old quarter of Damascus, Syriaბოლო პერიოდში მომხდარი შეტაკებების და მასიური სისხილის ღვრის გამო, სირია შეიძლება ჩიათვალოს დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტურისტულ ადგილად.

1 ადგილი – სომალი
სომალისომალის აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანაპირო ზოლი აქვს, რომელიც ცნობილია თავისი ქვიშებით და კამკამა წყლით. თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არცერთ ტურისტს არ დაუსვენია. სომალი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია დედამიწაზე. ქვეყანაში უკვე ათეულობით წელია მიმდინარეობს სამოქალაქო ომი და დაპირისპირებები ბანდ-ფორმირებებს შორის.

დატოვე კომენტარი

კომენტარი