Header

ბორა-ბორა
მინდოდა ტაიტზე დამეწერა, რომელიც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კუნძულია წყნარი ოკეანისა და მთლიანად საფრანგეთის პოლინეზიისა, მაგრამ აქ ტაიტს სულ რაღაც 241 კმ-ით ავუქცევ გვერდს და წარმოგიდგენთ წყნარი ოკეანის მარგალიტს – ჯადოსნურ და საოცნებო ბორა-ბორას.
bora 4bora 3
დიდი სილამაზე იმალება ერთი შეხედვით მხიარული სახელის უკან. კუნძული მთიან რეგიონს წარმოადგენს სამი ჩამქვრალი ვულკანით, რომელთაგანაც ყველაზე მაღალი 727 მეტრი სიმაღლისაა. ტურისტების სიმრავლის გამო აქ ყველაზე ბევრი და, ამასთან, ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებია თავმოყრილი, ვიდრე მთელ წყნარ ოკეანეში.

მოგწონს პოსტი? შემოგვიერთდი!

მარჯნის ამოწეული რიფებით შექმნილ ზედაპირზე თანამედროვე, ბუნებასთან კარგად შერწყმული ბუნგალოებია განლაგებული, რომელიც პირდაპირ ფირუზისფერ წყალშია შესული. კუნძულის მთავარი სიმდიდრე მისი სანაპიროა, თავის მდიდარი წყალქვეშა სამყაროთი, რომლის დათვალიერებაც აკვალანგის უბრალო სათვალითაა შესაძლებელი. წყლის სიღრმეში მოგზაურობისას აქ ბარაკუდასა და ზვიგენსაც შეხვდებით, რომლის გამოკვების უფლებას ინსტრუქტორები გაძლევენ (რა თქმა უნდა, მათი მეთვალყურეობით). უამრავი საშუალებაა, რომ გაერთოთ და დაისვენოთ… გირჩევთ წარმოიდგინოთ ბუნგალოსთან მჯდომი როგორ ტკბებით მზის ჩასვლით. უდაოდ ღვთაებრივი ადგილია.bora 22

კარიბის კუნძულები
კარიბის ერთ-ერთი კუნძული – „ბონაირ“ სუფთა ჰაერს ნიშნავს და არამარტო კარგი ჰაერით იზიდავს ეს ადგილი ტურისტებს. მთელ სიგრძეზე გადაჭიმული მარჯნის რიფები, ჯადოსნური წყალქვეშა სამყარო და საოცრად თბილი წყალი. აქ მთელი წყალქვეშა სამყარო – წყლის ზედაპირიდან მის ფსკერამდე – 60 მეტრის სიღრმემდე 1979 წლიდან მოყოლებული ეროვნული პარკის მიერაა დაცული. ცივილიზაციისგან ხელშეუხებელი ბუნება, ლამაზი პალმები და ბროლივით გამჭვირვალე წყალი. ეს არის ადგილი სრულყოფილი დასვენებისთვის. შესანიშნავი კლიმატი მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება, საუკეთესო დრო კი დეკემბრიდან აპრილამდეა. karibi 3KARIBI 2KARIBI 1

მალდივიის კუნძულები
მალდივები შედგება 1190-ზე მეტი მარჯნის კუნძულისგან. წარმოუდგენლად ლამაზი პლაჟებით, თეთრი ქვიშითა და იდუმალი ინდოეთის ოკეანით. აქ მდიდარი, მრავალფეროვანი წყალქვეშა სამყაროა წარმოდგენილი და საუკეთესო ადგილია დაივინგისთვის. ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად მატულობს, შესაბამისად იზრდება კომფორტულ სასტუმროთა რაოდენობაც. მოსახლეობა დაახლოებით 324 ათასს შეადგენს (ჩემდა გასაკვირად კუნძულების მაცხოვრებლებს შინაური ცხოველებიდან ძაღლების ყოლა ეკრძალებათ).
maldivi 1maldivi 3

კანარის კუნძულები
ვულკანური წარმოშობის შვიდი კუნძული, რომელიც ატლანტის ოკეანეში, აფრიკის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ეპანეთის კუნძულებიდან კანარი ყველაზე ცნობილია.Canary_Islands.svg
ბევრი საინტერესო ვერსია არსებობს კუნძულის სახელთან დაკავშირებით. თავად სახელი (ლათ.:Canariae Insulae) სიტყვა-სიტყვით “ძაღლების კუნძულს” ნიშნავს. ძველი რომაელი მეცნიერის (Gaius Plinius Secundus) აზრით, სახელწოდება სწორედ კუნძულზე დიდი რაოდენობით მობინადრე, მოზრდილი ჯიშის ძაღლებით აიხსნებოდა. ლეგენდის თანახმად კი, კანარის ძირძველი მოსახლეობა ძაღლებს წმინდა ცხოველად მიიჩნევდა. კუნძულის გერბზეც სწორედ რომ ძაღლებია გამოსახული.canari capital_of_the_archipelago kanari2
მთელი წლის განმავლობაში მშრალი ტროპიკული კლიმატი, ლაჟვარდოვანი სანაპირო, არაჩვეულებრივი ეროვნული სამზარეულო. Santa Cruz de Tenerife და Las Palmas de Gran კანარის ყველაზე დიდი და მთავარი კუნძულებია. თებერვლის თვეში Las Palmas de Gran-ზე იმართება მსოფლიოს მეორე, ყველაზე ცნობილი და სანახაობრივი კარნავალი.Canari1

ჰავაი
ჰავაი ვულკანური წარმოშობის კუნძულთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს. ჰავაი ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან მილიონობით ტურისტს იზიდავს. ცნობილია ულამაზესი პეიზაჟებით, შეუდარებელი მელოდიებითა და ლამაზი ცეკვებით. აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდი ყველაზე ხელსაყრელი დროა ჰავაიზე სტუმრობისთვის.
HAVAI 3HAVAI 2

ფიჯი
წყნარი ოკეანის სამხეთ ნაწილში მდებარე კუნძულთა ერთობლიობა (სულ 333), რომლის ტერიტორიის მხოლოდ მესამედია დასახლებული. 333 საოცნებო ადგილი სრულყოფილი დასვენებისთვის. ტყუილად არაა ათასობით ტურისტი ამ ადგილზე შეყვარებული. არაჩვეულებრივი ბუნება – ცისფერი სანაპიროებით, კრიალა მდინარეებითა და ტროპიკული ტყით დაფარული მთებით. ფიჯი ოქროსა და ვერცხლის სამშობლოა, რომლის ექსპორტსაც ქვეყანა 1933 წლიდან ეწევა. კუნძული ასევე მდიდარია მრავალი სხვა ლითონითა და მინერალით. გეოგრაფიულ განსხვავებასთან ერთად განსხვავდება კუნძულებზე არსებული კლიმატიც. ყველაზე თბილი თვეები აქ იანვარი-თებერვალია.FIJI 3FIJI1FIJI 2

სეიშელის კუნძულები
ინდოეთის ოკეანეში… ცოტა ეკვადორის სამხრეთით და ოდნავ მადაგასკარის ჩრდილოეთით… უჩვეულო პალმის ტყეები, საოცარი მარჯნები,ზღაპრული სანაპირო. ყველაფერი შეგიწყობთ ხელს, რომ თავი არაჩვეულებრივად იგრძნოთ. აქ ხარობს მსოფლიოს უდიდესი მცენარე ”სეიშელის პალმა”, რომლის ნაყოფიც 20 კილოგრამია. ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ სწორედ ეს ნაყოფი გახდა ადამისა და ევას ცდუნების მიზეზი.
Seisheli kuebi 2SEYCHELLES-ENVIRONMENT-CLIMATE-WARMING-ANIMALსეიშელზე ბინადრობს გიგანტური კუს ჯიშიც, რომელიც 250 კგ-ს იწონის და ზოგიერთი 150 წელი ცოცხლობს კიდეც. აქ იშვიათი ჯიშის ფრინველებია თავშეყრილი. პალმების კუნძულზე ყოველწლიურად მოფრინავენ გადამფრენი ფრინველები, სეიშელის თუთიყუშები, ბულბულები… მართლაც, რომ სამოთხეა დედამიწაზე.seishel 1

ზანზიბარი
ეს რთულად წარმოსათქმელი სახელი სიტყვა-სიტყვით ”შავ მიწას” ნიშნავს. ეგზოტიკური ადგილი. ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ახლა კი ტანზანიის რესპუბლიკის ნახევრად ავტონომიური ნაწილი. მდებარეობს აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. კურორტის მთავარი უპირატესობა მისი მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობაა. zanzibar_1კუნძულს ოდესღაც ზურგჩანთიანი და კარვიანი ტურისტები სტუმრობდნენ მხოლოდ, ახლა კი აქ მთელ სანაპიროზე მაღალი კლასის სასტუმროებია გაშლილი. საოცარია თეთრი ქათქათა პლაჟები, რომელთა სისუფთავეს დიდ ყურადღებას აქცევენ. ქოქოსის პალმები და მანგოს ხეები… პლაჟები მრავალფეროვანია. კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი შედარებით წყნარა და მრავლადაა უკაცრიელი ადგილები. აქ თუ თავად არ დაკავდებით დაივინგით, შეგიძლიათ ადგილობრივი მეთევზეების საქმიანობის ყურებით გაერთოთ. ზანზიბარის დედაქალაქი არაბი ვაჭრების მიერაა დაარსებული და ერთ-ერთი შთამბეჭდავი ადგილია სანაპიროზე. ლაბირინთებში გახვეული ქუჩები უამრავი მაღაზიით, ბაზრით, მეჩეთითა და ციხე-კოშკით. ქალაქს ამშვენებს სულთნის ორი სასახლე და ორიც უზარმაზარი ტაძარი. მართლაც ეგზოტიკური და მრავალფეროვანი მოგზაურობა გელით.
zanzibar_2

ბაჰამის კუნძულები
ბაჰამას (ესპ.”დაბალი ტალღა”) 700 ზე მეტი კუნძული შეადგენს და იგი 1492 წელს აღმოაჩინა იგი ქრისტეფორე კოლუმბმა. ათვისებულია მხოლოდ კუნძულების 30%. სახელმწიფო ატლანტიის ოკეანეში, კარიბის ზღვისა და კუბის ჩრდილოეთით.
ბაჰამის სახელი დიდი ხანია ფუფუნების სინონიმადაა მიჩნეული.ეს არის რეგიონის ყველაზე მდიდარი სახელმწიფო.ძლიერი ოფშორული ცენტრით სადაც 400-ზე მეტი ბანკია განთავსებული. სუბტროპიკული კლიმატი, ზაფხულში ტემპერატურა 26 დან32 მდე მერყეობს, ამასთან სამხრეთ კუნძულები ბევრად თბილია ცენტრალურ ნაწილთან შედარებით.
BAHAMA 2bahama 3BAHAMA 1

იამაიკა
არ შემეძლო არ დამეწერა იამაიკაზე. სიდიდით მესამე კარიბის ზღვის კუნძულთა შორის. იგი ერთ-ერთი განთქმული ადგილია თავისი სილამაზით. ვერცხლისფერი სილა, ცისფერი მთები, ეგზოტიკური ხილი, პალმები, იამაიკური ყავა და რომი რეგეის ჰანგების ფონზე – ეს ყველაფერი იამაიკას განსაკუთრებულს ხდის.iamaika 1

ადგილობრივების საინტერესო კულტურა თქვენს დასვენებას გამორჩეულ ელფერს შესძენს, მაგრამ მაინც არ გირჩევთ იამაიკაზე მარტო სიარულს :). დედაქალაქი – კინგსტონი; ფულის ერთეული – იამაიკური დოლარი; რელიგია – ქრისტიანობა; ენა- ინგლისური (ადგილობრივი დიალექტით). თავისი უნიკალირი ბუნებრივი ლანდშაფტით, უზარმაზარი ჩანჩქერებითა და ეგზოტიკური ჯუნგლებით კუნძული გაიძულებთ ისევ დაუბრუნდეთ მას.
Jamaica-3jamaica 4

მოამზადა: ნათია მიქაძემ

დატოვე კომენტარი

კომენტარი