Cover

ნამდვილად არ არის საიდუმლო და უჩვეულო ის, რომ პარიზი, რომი, ბარსელონა, ბერლინი მსოფლიოს საოცარი ქალაქებია თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიით, არქიტექტურით, ხელოვნების შედევრებითა და ტურისტების სიმრავლით. თუმცა ევროპა ასევე მდიდარია სხვა ულამაზესი და უჩვეულო ქალაქებით. შემოგთავაზებთ 10 ყველაზე ლამაზ ქალაქად აღიარებულ დასახლებებს.

10. Heidelberg, გერმანია

Heidelberg-Germany
მდებარეობს ოდენვალდის ხეობაში, არის ულამაზესი, რომანტიკული ქალაქი. ქალაქი ასევე ცნობილია თავისი ისტორიული „ძველი ქალაქითა“ და ჰაიდელბერგის ციხით. ქალაქი გამოირჩევა ისტორიული ძეგლების სიმრავლით.

9. Bruges, ბელგია

Bruges-Belgium
ეს არის ისტორიული საპორტო ქალაქი ბელგიაში, რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ძეგლებით. აქ ნახავთ უამრავ ისტორიულ, კულტურულ ღირსშესანიშნაობას.

8. Ferrara, იტალია

Ferrera-Italy
ფერარა ცნობილია თავის ცხრა კილომეტრიანი უძველესი კედლებით, რომელიც გარს არტყავს ქალაქს. ქალაქში ასევე არის მე-14 და მე-15 საუკუნეებით დათარიღებული უძველესი სასახლეები, საოცარი სახლები, ფართო ქუჩები, მხატვრების, მუსიკოსების, მწერლების ქალაქი დაუვიწყარ სანახაობებს გთავაზობთ.

7. Valencia, ესპანეთი

Valecia-Spain
ვალენსია ესპანეთის სიდიდით მესამე ქალაქია. ცნობილია უძველესი და ულამაზესი არქიტექტურით, გრაგნილი ქუჩებით, უამრავი მუზეუმითა და გალერეით.

6. Porto, პორტუგალია

Porto-Portugal
ევროპის კულტურული დედაქალაქი. ქალაქში მთელი წლის განმავლობაში იმართება მრავალი ფესტივალი, მას ასევე აქვს ხანგრძლივი ტრადიცია მუსიკის, ხელოვნების, მძლეოსნობის დარგში, ამავე ქალაქის სახელით ასპარეზობს უამრავი საფეხბურთო კლუბი.

5. Biarritz, საფრანგეთი

Biarritz-France
ზღვისპირა ქალაქი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში – ყოველწლიური ფესტივალები იზიდავს სანახაობების მოყვარულთ. ულამაზესი პლაჟები და სასიამოვნო გარემო იპყრობს ტურისტების გულს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

4. Innsbruck, ავსტრია

Innsbruck-Austria
უნიკალური სილამაზის მქონე ქალაქი. აქ ორჯერ გაიმართა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ბევრი მუზეუმი, ციხე, ისტორიული ძეგლი, მთის ველოსიპედები… ეს ყველაფერი იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან.

3. Gothenburg, შვედეთი

Gothenburg-Sweden
ცნობილია როგორც დიდი საუნივერსიტეტო ქალაქი. ასევე ცნობილია თავისი მდიდარი სკანდინავიური არქიტექტურით, მუზეუმებით, სპორტული და კულტურული ისტორიებით.

2. Budapest, უნგრეთი

Budapest-Hungary
უნგრეთის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი, რომლის სილამაზეც მთელს მსოფლიოშია აღიარებული. ის არ ჩამოუვარდება შთაბეჭდილებებით ევროპის „ცნობილ დედაქალაქებს“. ის იპყრობს ტურისტების გულს და, როგორც ამბობენ, იქ თუ ერთხელ მოხვდები, აუცილებლად წახვალ კვლავ, რადგან ამოუწურავია თავისი სილამაზითა და არქიტექტურული ძეგლებით.

1. Copenhagen, დანია

Copenhagan-Denmark
არქიტექტურის უნიკალური საგანძური, ბევრი პლაჟი ქალაქის გარშემო, იდუმალება, სილამაზე, მომხიბვლელობა… კოპენჰაგენი გაგონებთ მშვენიერ მანდილოსანს, რომლის დაპყრობა განგიზრახავთ და რომლის ამოუცნობლობა კიდევ უფრო მეტი ინტერესით განგაწყობთ მისდამი.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი