ცოტა უხერხული საკითხავია თუ გადაღლილი ზიხართ ოფისში და თავშესაქცევად ჩემ პოსტს კითხულობთ, მაგრამ მაინც სამომავლოდ… როცა დიდ მოგზაურობას დაგეგმავთ, ურიგო არ იქნებოდა გაცნობოდით სად რისი დაგემოვნება შეიძლება. როგორც fast food-ის დიდი მოყვარული, წარმოგიდგენთ ათი ქვეყნის ცნობილ სენდვიჩს.

1. BÁNH MÌ
წარმოშობის ადგილი: ვიეტნამიBÁNH MÌ
ვიეტნამი პურის პირველი მწარმოებელი გახლდათ მე-18 საუკუნეში საფრანგეთის კოლონიური მმართველობის დროს. BÁNH MÌ, რომელიც ითარგმნება, როგორც ”პური”, წარმოადგენდა უბრალო კარაქიან ბაგეტს ლორით. როდესაც 1950 წელს ფრანგებმა ვიეტნამი დატოვეს, BÁNH MÌ იქცა ამ ქვეყნის სამზარეულოს მთავარ კერძად თავისი მრავალფეროვანი საკმაზით: ბაგეტი შემწვარი ხორცით, ბოსტნეულით, მაიონეზითა და წიწაკით.

2. CROQUE MONSIEUR
წარმოშობის ადგილი: საფრანგეთი CROQUE MONSIEUR
ფრანგული სამზარეულო მართლაც, რომ გამორჩეულია. მითუმეტეს, როდესაც საქმე ყველსა და პურს ეხება. ამ „სპორტში“, სწორედ რომ, მათ იციან თავის საქმე. ”Croque monsieur ” სენდვიჩია ლორითა და ყველით. ამზადებენ Emmental ან Gruyère-ს სახეობის ყველით და შემდეგ წვავენ კარაქში. გირჩევთ გასინჯოთ კვერცხის პაშტეტით.

3.DÖNER KEBAB
წარმოშობის ადგილი: თურქეთი DÖNER KEBAB
საუკუნეებიდან მოყოლებული ხალხი ხორცს ღია ცეცხლზე წვავდა, მაგრამ აი, döner kebab-ის შექმნა მხოლოდ ორ კაცს მიეწერება (ისქენდერ ეფენდი და მაჰმუდ აიგუნი). თავდაპირველად, 1860 წელს ეფენდიმ ხორცის შეწვა ვერტიკალურად მოძრავ შამფურზე დაიწყო. თითქმის ასი წლის შემდეგ აუგუნი გერმანიაში ემიგრაციაში აღმოჩნდა, სადაც 1971 წელს აიღო ძველი რეცეპტი და ახლებურად (სწორედ ისეთი სახით, როგორც დღესაა ცნობილი) წარმოადგინა მის საკუთარ რესტორანში, რომელიც ბერლინში მდებარეობდა.დონერის შიგთავსს წარმოადგენს დაქუცმაცებული შემწვარი ცხვრის ხორცი, დაჭრილი სალათის ფოთლები, კიტრი, პომიდორი, იოგურტის სოუსი და პიტნა.

4. AREPA
წარმოშობის ადგილი: ვენესუელაAREPA
არეპასი ვენესუელის სამზარეულოს ერთ-ერთ მთვარ კერძს წარმოადგენს. ეს საუკუნეების სენდვიჩი პირველად ქვეყნის ადგილობრივმა ტომებმა გამოიგონეს. სიმინდის ფქვილით გამომცხვარი მრგვალი ღვეზელები ერთგვარ ფუნთუშად გამოიყენება, რომლებშიც მრავალფეროვანი შიგთავსია მოთავსებული. არეპასის ხიბლი ისაა, რომ მისი მირთმევა დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თანაც ნებისმიერი ზომითა და სხვადასხვა შემადგენლობით – გნებავთ ყველითა და ხორცით ან მხოლოდ დაჭრილი ბოსტნეულით.

5. PAV BHAJI
წარმოშობის ადგილი: ინდოეთიPAV BHAJI
Pav bhaji 1850 წელს მუმბაიში ტექსტილის მუშებისთვის შეიქმნა, რომელთაც ძალიან მოკლე შესვენება ჰქონდათ და საჭიროებდნენ სწრაფ და ნოყიერ საჭმელს. ამ მიზეზით სენდვიჩი მთელ ინდოეთში საყვარელ fast food-ად იქცა. დიდი რაოდენობით მოდუღებული ბოსტნეული, მოთავსებული კარაქიან ფუნთუშაზე, ზედ მოყრილი ყველით, დაჭრილი ხახვით, ქინძითა და ლიმონით. ეს კომბინაცია ინდოეთის ერთგვარ ვეგეტარიანულ fast food-ს წარმოადგენს.

6.BAO
წარმოშობის ადგილი: ჩინეთიBAO
Bao ჩინეთში წარმოიშვა და შემდგეგ მთელ აზიაში გავრცელდა. ლეგენდის თანახმად, იგი პირველად ცნობილმა ჩინელმა კანცლერმა (Zhuge Liang) შექმნა, რომელიც თავისი დროის უდიდეს სტრატეგადაა ცნობილი. ეს არის ”გუმბაოს” სალათის სენდვიჩური ვარიანტი. ფუმფულა ფუნთუშები შეიძლება იყოს როგორც ტკბილი, ისე მარილიანი. ძირითადი ინგრედიენტი კი ღორის ხორცი და ლობიოს სოუსია.

7.TORTA
წარმოშობის ადგილი: მექსიკაTORTA
TORTA – ფენებად დაწყობილი სენდვიჩია. ხრაშუნა ბატონზე (უწოდებენ bollilo-ს) დაწყობილია მექსიკური ბოსტნეული, ავოკადო და ღორის ხორცი.

8. DOUBLES
წარმოშობის ადგილი: ტრინიდადი და ტობაგოDOUBLES
Doubles პირველად გასაყიდად 1936 წელს მეწარმე ოჯახმა გაიტანა. ქუჩის მრავალფეროვანი საკვების საკმაზი სიმინდის დაბრაწული პური და თურქული მუხუდო გახლდათ. შემდეგ ისინი დააწყვილეს და აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც. დღეს Doubles ერთ-ერთი ძირთადი კერძია ტრინიდადისა და ტობაგოს სამზარეულოში.

9. BROODJE KROKET
წარმოშობის ადგილი: ჰოლანდიაBroodje kroket sandwich
თუმცა კროკეტს ტიპურ ჰოლანდიურ საკვებად მოვიაზრებთ, მაგრამ მისი სამშობლო საფრანგეთია. ჰოლანდიელებმა ბუტერბროდი მე-18 საუკუნეში გაიცნეს და მხოლოდ შემდგომ დაიწყეს მისი დამოუკიდებლად დამზადება. Traditionalbroodje Kroket შებრაწული, საფანელით დაფარული რაგუს ხორცისგან მომზადებული შიგთავსია, რომელიც თეთრ ფუნთუშებშია ჩადებული და შეკმაზულია მდოგვით. Kroket-ის შეძენას შეძლბეთ სავაჭრო ჯიხურებში, რომლებიც 24 საათი მუშაობენ. ჰოლანდიელები ისე გიჟდებიან ამ ხორციან ღვეზელზე, რომ McKroket-იც კი აქვთ გახსნილი.

10. CHACARERO
წარმოშობის ადგილი: ჩილეCHACARERO
ჩილეს სახელის გათვალისწინებით იფიქრებთ, რომ ამ ქვეყანას სამზარეულოც ცხარე უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში სახელი სახელმწიფოს გეოგრაფიული კონტურებითაა განპირობებული, რომელიც წიწაკას წააგავს. Chacareros – ჩილეს ტრადიციული სენდვიჩი: ხრაშუნა ბატონი გატენილი ქათმის ან ღორის ხორცით, ასევე პომიდორი, ავოკადო, ცხარე სოუსი და რეცეპტის საიდუმლო – მწვანე ლობიო.

მოაზადა: ნათია მიქაძემ

დატოვე კომენტარი

კომენტარი