სტამბული, თურქეთი – სტამბული ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი ძლიერი ქალაქია, სადაც საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა როგორც ქრისტიანობა, ისე ისლამის სარწმუნოება. ქალაქი ცნობილია თავისი უგემრიელესი კერძებით, საოცარი ყავითა და უძველესი არქიტექტურით – მეჩეთებით, ეკლესიებითა და მდიდრული აბანოებით.
რომი, იტალია – რომი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი თავისი ისტორიით, რომელიც ორ-ნახევარ ათასზე მეტ წელს მოიცავს. ქალაქი ცნობილია თავისი მონუმენტური ღირსშესანიშნაობებით. რომი არის „მარადიული ქალაქი“, როგორც მას უწოდებენ ხოლმე.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – უდიდესი იმპერიის – დედამიწის „დედაქალაქი“- ასე უწოდებენ ამ საოცარ ქალაქს, სადაც 300-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ, აქ ცხოვრობს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. საკვები, ხელოვნების ნიმუშები, გასართობი ადგილები, ყველა კუთხეში შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე აქვთ საუკეთესო არქიტექტურა, რომელიც ცნობილია მსოფლიოში.
პეკინი, ჩინეთი – პეკინი არის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი დასახლება მსოფლიოში. აქვს 300-ზე მეტი წლის ისტორია, ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნაწილი ამ ქალაქშია, მათ შორის, ჩინეთის დიდი კედელი და აკრძალული სასახლე.
პრაღა, ჩეხეთი – პრაღა არის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი შუა საუკუნეების ევროპაში, თუ თქვენ გიყვართ თანამედროვე ცეკვა, ასევე გხიბლავთ შუასაკუნოვანი ისტორიები, პრაღაში იპოვით ამ ბალანსს ახალსა და ძველს შორის.
მარაკეში, მაროკო – ძლიერი სანელებლები, ფერადი ბაზრები, იდეალური გარემო, რომ დააგემოვნო ტრადიციული კერძები, ძვირადღირებული სასახლეები, საოცარი ხედი მთებში – ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ მაროკოში.
პარიზი, საფრანგეთი – პარიზი კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია. ქალაქი მოიცავს საუკუნეების არქიტექტურას და ხელოვნების ნიმუშებს, რომელიც განთავსდა ისეთ ისტორიულ ადგილებში, როგორიცაა ლუვრი და სხვა. ბრწყინვალე რესტორნები, ტრადიციული კერძები და სასმელი. ეს არის ევროპის „დედაქალაქი“.
ჰანოი, ვიეტნამი – ჰანოი – მომხიბლავი ნაზავი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა. ათწლეულების ომის მიუხედავად ქალაქი ხელუხლებელია და ახლა უფრო ძლიერი და აქტიურია, ვიდრე ოდესმე. ვიეტნამური ქალთა მუზეუმი მიმოიხილავს ქალის როლს ვიეტნამის ისტორიაში, ვიეტნამი გამორჩეულია თეატრების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით.
სიემ რეპი, კამბოჯა – მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი შედარებით ახალია, მას აკრავს უძველესი ნაშთები მსოფლიოს ისტორიისა. ქალაქის ტაძრები სიმბოლოა მისი, როგორც მსოფლიოს რელიგიური ძეგლის არსებობისა. დასვენება, რეკრეაცია, თავგადასვლები – ამ ყველაფერს იპოვით ამ ქალაქში.
შანხაი, ჩინეთი – შანხაის მუზეუმი, „ცოცხალი ქუჩები“, სიდიდე, მრავალფეროვნება, ისტორია – შანხაი არის შთაბეჭდილებების ქალაქი. ის დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება თავის მნახველებს.თამუნა შათირიშვილი