იფე (სამხრეთ ნიგერია)
დაარსებულია დაახლოებით ქრისტეს შობამდე  350 წელსიფე იფე, იორუბას ტომის თქმით, მისტიური ადგილია.  ლეგენდის თანახმად, მათმა ღმერთებმა ადამიანებითიხისგან შექმნეს,ერთ-ერთი მათგანი კი იორუბას ტომის პირველი მეფე გახდა.  მე-11 საუკუნეშიიფე სამეფოს დედაქალაქი იყო. ორი საუკუნის განმავლობაში ქალაქის მკვიდრნი თიხის ნაწარმით ვაჭრობდნენ, რომელიც მთელ  რეგიონში იყო  ცნობილი. ქალაქი იფე, მე-18 საუკუნი ომისა და მონობით ვაჭრობის შედეგად, ფაქტობრივად განადგურებულია. დღესდღეისობით აქ  მდებარეობს ნიგერიის ერთ-ერთი მსხვილი უნივიერსიტეტი და ისტორიკოსთა საზოგადოება. აგრეთვე იორუბას ტომის სულიერი ლიდერი ცხოვრობს ქალაქის ცენტრში მდებარე ქალაქში. ამ დროისათვის იფეს 600, 000-ზე მეტი მოსახლე ყავს.

ბალხი
დაარსებულია ქრისტეს შობამდე დაახლოებით 500 წელს.ბალხიქალაქი ბალხი,  ავღანეთის ტერიტორიაზე მოქცევამდე და ალექსანდრე მაკედონელის შემოსევების შემდეგ, წარმოადგენდა საბერძნეთის  ერთ-ერთი რეგიონის, ბაქტრიის დედაქალაქს. მრავალი ოკუპანტის მმართველობის ქვეშ მოქცეული ქალაქი ბოლოს სასანიელთა იმპერიის ტერიტორიის ნაწილი აღმოჩნდა. სწორედ ამ იმპერიის წყალობით, ქალაქი ბალხი გახდა ცნობილი, როგორც განათლების ცენტრი, მოიპოვა ქალაქთა დედის ტიტულიდა აქვე ჩამოყალიბდა ზოროასტრიზმი.

ლუოიანი
დაარსებულია ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1050 წელს.ლუოიანილუოიანი არის ერთ-ერთი ჩინეთის ანტიკურ ქალაქთა შორის. იგი დაარსდა მე-11 საუკუნეში ზიუს დინასტიის მმართველობის პერიოდში და გამოყენებულ იქნა როგორც დედაქალაქი 9 დინასტიის მიერ.  სამწუხაროდ ქალაქმა ეკონომიკური კრიზისიგანიცადა, რომელიც გრძელდებოდა მე-8 საუკუნის რევოლიიცდან 1900-ანი წლების შუა პერიოდამდე. ინდუსტირალიზაციისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს ქალაქი ფაქტობრივად მკვდრეთით აღსდგა. ლუოიანის არქიტექტურულ და რელიგიურ განძს თეთრი ცხენის ტაძარი (ბუდიზმის აკვანი ჩინეთში)წარმოადგენს. ტაძარი აშენდა ჩვენი წელთაღრიხვით 1-ელ საუკუნეში, სწორედ მაშინ, როდესაც ლუოიანი ბუდიზმის ცენტრად იქცა. ასევე  ეს ქალაქი ბუდისტური გამოქვაბულების, ჩინური ხელოვნების შედევრისკერაა, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეყვანილი.

პატრასი (ქალაქი საბერძნეთის ტერიტორიაზე)
დაარსებულია ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1100 წელს.პატრასიარსებობს მოსაზრება, რომ ეს  ქალაქი ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მესამე ათასწლეულში არსებობდა. ტერიტორიაზე არსებული  სამი დასახლება არქაელებმა ერთ დიდი დასახლებად, ქალაქად გააერთიანეს. სწორედ მათ უწოდეს ამ ადგილს პატრასი. თუკი მანამდე პატრასი უმნიშვნელო დასახლება იყო, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არქაელთა მეროე ერთობის, სხვადსხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიოფების კონფედერაციის შექმნაში.

მოგწონს პოსტი? შემოგვიერთდი!

პატრასი, თავისი ხელსაყრელი, ზღვისპირა მდებარეობის წყალობით, დღესაც კი, საბერძნეთის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. სამწუხაროდ არცთუ ბევრი ისოტორიული თვალსაჩინოებაა შემონახული ამ ქალაქში.  შემორჩენილია, მეორე საუკუნის ადრეულ ხანაში, რომაელების მიერ აგებული თეატრი  და ასევე პრეისტორიული აკროპოლისი, რომელიც ლეგენდის მიხედვით თავად ჰერაკლემ ააგო.

ქუთაისი
დაარსებულია ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1400 წელს.ქუთაისისაქართველოს უმსხვილეს და უძველეს ქალაქებს შორისაა ქუთაისი, რამდენიმე სამეფოს დედაქალაქი, მათ შორის კოლხეთის – ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნიდან პიველ საუკუნემდე. ცნობილი ლეგენდის მიხედვით, იასონმა და არგონავტებმა თავიანთი მოგზაურობა  ოქროს საწმისის მოსაძებნად სწორედ ქუთაისში დაასრულეს. ამ ქალაქმა ასევე უამრავი დარტყმა მიიღო მონღოლებისა და ოსმალებისაგან. მე-12 საუკუნეში, საქართველოს აღმშენებლობის ხანაში, დავით აღმაშენებლის მეფობის დროს ქუთაისი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი იყო. სწორედ ამ პერიოდში აშენდა გელათის მონასტერი, შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის  თვალსაჩინეობა, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეყვანილი.

ტაირი (ფინიკია)
დაარსებულია ქრისტესშობამდე დაახლოებით 2750 წელს.ტაირი ტაირი არის ფინიკიის ანტიკური,საპორტო ქალაქი. მის სახელთან უამრავი მითი და ლეგენდაა დაკავშირებული. ამავდროულადამ ქალაქს  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ მოვლენებში. ტაირი თავისი ადგილმდებარეობის წყალობით საკმაოდ წარმატებული ქალაქი იყო. სწორედ ამ მიზეზით ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი 13 წლის განმავლობაში ცდილობდა მის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა მასზე ძალაუფლების მოპოვება ალექსანდრე დიდმა შეძლო, რომელმაც ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. ტაირშიშეიქმნა საღებვი იასამნისფერი პიგმენტებით, რის გამოც ბერძნებმა, მის მაცხოვრებლებს „იასამნიფერი ხალხი“-ფოინიკეს უწოდეს. სწორედ აქედან მოდის ფინიკიელთა სახელი. ტაირიიყო კუნძული, რომელიც ალექსანდრე დიდმა საზღვაო გზით კონტინენტს დაუკავშირა. ახლა ქალაქი ლიბანის ტერიტორიაზე მდებრეობს. აქ თავმოყრილია უამრავი რომაელების მიერ აგებული ღირსშესანიშნავობა. მათ შორისაა მოსფლიოში ერთ-ერთი უდიდესიმეორე საუკუნეში შექმნილი იპოდრომი.

სიდონი
დაარსებულია ქრისტეს შობამდე 3000 წელს.სიდონი ამ ქალაქის სახელწოდება ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს, რაც ქართულად მეთევზეობას ნიშნავს.  სიდონი ძველი ფინიკიური ქალაქია. აქ გავრცელებული იყო თევზჭერა და შუშის წარმოება. ქალაქ ტაირის მსგავსად, სიდონიც დაპყრობილ იქნა ალექსანდრე დიდის მიერ, მაგრამ, რადგანაც უბრძოლველად ჩაბარდა, მასობრივ ნგრევასაც გადაურჩა. ქალაქი სიდონი რამდენიმე უზურპატორის ქვეშ მოექცა, თუმცა განსაკუთრებით განვითარდა ოსმალოთა მბრძანებლობის პერიოდში. ქალაქის ისტორიულ ძეგლთა შორისაა ეშმუნის ტაძარი, რომელიც აგებულია მკურნალობის, ფინიკიური ღმერთის სახელზე.

არგოსი
დაარსებულია ქრისტეს შობამდე დაახლოებით 5000 წელს.არგოსი არგოსი, ევროპის უძველესი ქალაქი, თავდაპირველდ საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენდა.არგოსი მნიშვნელოვან ქალაქად იქცა თავისი  მდიდარი ბუნებრივი რესურსების წყალობით, განსაკუთრებით მიკენთა ცივილიზაციის პერიოდში, ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულში. სპრატანელთა შემოსევამდე არგოსი რეგიონის დომინანტ ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენდა. ბერძენი პარტნიორებისგან განსხვავებით, არგოსი მნიშვნელოვნად განვითარდა რომაული და ბიზანტიური მმართველობის ქვეშ, რასაც აქ ჩატარებული მონუმენტური სამუშაოებიც ამტკიცებს. არგოსმა უდიდესი როლი ითამაშა ბერძნული მითოლოგიის  განვითარებაში. ვარაუდბენ, რომ პერსევსი, დიომედესი და აგამენონი სწორედ ამ ქალაქში იყვნენ დაბადებულნი. თანამედროვე არგოსი აშენებულია ანტიკური დროის ნაქალაქარზე. შემორჩენილია მხოლოდ და მხოლოდ ქალღმერთ ჰერას სახელზე აგებული ტაძრის ნანგრევები, რომელიც  ქ.შ მე-7 ათასწლეულით თარიღდება.

ბიბლოსი
დაარსებულია ქრისტეს შობამდე დაახლოებით 6000 წელს.ბიბლოსი უძველესი ფინიკიური ქალაქი ბიბლოსი სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების კერა იყო. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ფინიკიური ანბანი სწორედ აქ დაიწერა. მისი სახელწოდებაც ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს, რაც  ქაღალდს ნიშნავს. ქრისტეს შობამდე მესამე ათასწლეულის დასასრულს, ამორების შემოსევის დროს, ქალაქი  გადამწვარი და მიწასთან გასწორებულ იქნა. ბიბლოსი იმყოფებოდა ეგვიპტის მფარველობის ქვეშ და ამ პროტექციის სანაცვლოდ ქალაქი  ეგვიპტეს ხის მასასლითა და სხვა მრავალი საქონლით ამარაგებდა.  ქ.შ მე-11 საუკუნეში  ბიბლოსი დამოუკიდებელი ქალაქი გახდა და ფინიკიის ტერიტორიაზე მოექცა. თავდაპირველად ბიბლოსმა დაკარგა დედაქალაქის სტატუსი, ხოლო ჯვროსნულ ლაშქრობათა პერიოდში  საბოლოოდ დაკარგა მნიშვნელოვანი ქალაქის სტატუსი. ლიბანის ქალაქი ჯიბეილიბიბლოსის ნანგრევებზეა აგებული.  ხელუხლებელი ტერიტორია კი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეყვანილი.

იერიქონი
დაარსებულია ქრისტეს შობამდე დაახლოებით 9000 წელს.იერიქონი კაციობრიობის უძველესი ქალაქი იერიქონი მდებარეობს მკვდარი ზღვის დასავლეთ ნაპირზე.  ამ ტერიტორიაზე ჩამონადენი ნაკადულის წყალობით, ნიადაგი მოსავლიანი და ნოყიერია. სწორედ ამან განაპირობა, რომ მონადირე-შეგმგროვებელი ცივილიზაცია დამკვიდრებულიყო და ცხოველების მოშინაურება დაეწყო. ორიათასი წლის შემდეგ იერიქონის მკვიდრებმა ქალაქის გარშემო ააგეს კედელი, რაც  ადრეული ეპოქის ქალაქის გამაგრების მაგალითია. თელ-ეს სულთანის მმართველობის პერიოდში იერიქონიაყვავდა და ეს გრძელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, მომთაბარე ტომების შემოსევებამდე (ქ.შ მე-2 ათასწლეული). რამდენიმე ასეული წლის შემდეგ იგი განადგურებულ იქნა ხანძრის მიერ.   ისტორიკოსთა მოსაზრებით, იერიქონი წარმოადგენდა  იუდაიზმისა და ქრისტიანობის კერას. თანამედროვე იერიქონი აგებულია ანტიკურ ნაქალაქარზე.

მოამზადა: სალომე მჭედლიშვილმა

წყარო: http://listverse.com/2014/04/08/10-ancient-cities-which-are-still-inhabited/

[divider]

თუ მოგწონთ ჩვენი სტატიები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ნიუსლეთერი:

[wysija_form id=”1″]

დატოვე კომენტარი

კომენტარი