Untitled 1

ვიდეოში მოცემულია მსოფლიოს 10 ყველაზე აკრძალული და გასაიდუმლოებული ადგილი სადაც უბრალო ტურისტს არასდროს შეუშვებენ. სია შემდეგნაირად გამოიყურება:

10. RAF Menwith Hill, დიდი ბრიტანეთი
ინგლისის საჰაერო ძალების ბაზა. წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ელექტრო მონიტორინგის ობიექსტს. თუ რომელიმე ქვეყანა ატომურ ან ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს, აქ ეს ფაქტი ნამდვილად არ გამოეპარებათ.

9. კლუბი 22, დისნეი ლენდი, კალიფორნია
ეს არის ექსკლუზიური წევრებისთვის გათვლილი კლუბი, რომელში მოხვედრაც მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათა ძალულთ.

8. Bohemian Grove, აშშ, კალიფორნია
გარედან შეიძლება უწყინარ და მშვიდ ადილად მოგეჩვენოთ, მაგრამ შიგნით რომ მოხვდეთ, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში უნდა შედიოდეთ.

7. ვატიკანის საიდუმლო არქივი
აქ დაცულია პაპის ხელნაწერები, რომლებიც განსაკუთრებულად არის გასაიდუმლოებული.

6. ლასკაუს გამოქვაბულები, საფრანგეთი
მისი კედლები დაფარულია პალეოლითის პერიოდის გამოქვაბულის ნახატებით. მხოლოდ ხელდასმულ მეცნიერებს აქვთ გამოქვაბულში შესვლის უფლება.

5. პინე გაპი, ავსტრალია
ერთადერთი ადგილია ქვეყანაში, სადაც არამარტო შესვლა, არამდე 10 000 მეტრ სიმაღლეზე გადაფრენაც კი აკრძალულია.

4. “მეტრო 2”, მოსკოვი
გასაიდუმლოებული მეტროს სისტემა რუსეთის დედაქალაქის ქვეშ. აშენებულ იქნა სტალინის მიერ და გამოიყენება საიდუმლო სამსახურების გადაადგილებისთვის.

3. “ოთახი 39”, ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა
გადმოცემით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ნარკოტიკების გასასაღებელი ადგილია.

2. მეჟგორიე, რუსეთი
არსებობს ეჭვი, რომ რუსეთის მომაკვდინებელი ატომური იარაღი აქ არის განთავსებული. სამხედრო ბატალიონი მეჟგორიეში მუდმი მზადყოფნაშია.

1. ზონა 51, ნევადა
ეს ადგილი ისეთი დაცულია, რომ ამ ფაქტმა არაერთი კონსპირაციულ თეორიის გაჩენას შეუწყო ხელი – უცხოპლანეტელები, საიდუმლო იარაღის გამოცდა და სხვა მრავალი მითია დაკავშირებული 51-ე ზონასთან.

დატოვე კომენტარი

კომენტარი