Cover
  1. გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი

გენოციდის მსხვერპლთა მემორიალიგენოციდის მემორიალი წარმოადგენს ბლოკთა სერიას.  მათ შორის სიარულისას შეამჩნევთ თუ როგორ ღრმავდება მიწა ცენტრისკენ და აღმართით სრულდება, რაც ომის დასრულებამდე მასობირვი გენოციდის  სიმბოლოა.

  1. ბრანდენბურგის კარიბჭე

ბრანდენბურგის კარიბჭეეს არის ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ნაპოლეონზე გამარჯვების აღსანიშნავად აიგო.  იგი ადრე ბერლინის ორად გაყოფის სიმბოლოს წარმოადგენდა, ახლა კი ერთიანობის მნიშვნელობის მატარებელია.

  1. შარლოტენბურგის სასახლე

შარლოტენბურგის სასახლეშარლოტენგბურგი გერმანიის მასშტაბით ყველაზე დიდი სასახლეა, რომელიც  ფრიდრიხ IIის მეუღლისთვის აშენდა 1965 წელს.  სასახლის მონახულება ნამდვილად ღირს.  აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ გალერეა, ულამაზესი სამეჯლისო ოთახი მწვანე კედლებითა და ვერცხლისფერი ჭერით, რაც მას ორიგნიალურსა და შთაბეჭდავს ხდის.  შარლოტენბურგის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდია ზაფხული, რადგანაც მისი ბაღები სხვადასხვა ფერადაა აჭრელებული.  სასურველია თან იქონიოთ აუდიო გიდი, რათა უკეთ გაეცნოთ თითოეულ დეტალს.  სამწუხაროდ, სასახლის ტერიტორიაზე სურათების გადაღება აკრძალულია.

  1.  ოლიმპიკის სტადიონი

ოლიმპიკის სტადიონიოლიმპიკის სტადიონი ნაცისტების დროინდელი ერთ-ერთი დღემდე შემორჩენილი ნაგებობაა.  თავდაპირველად სტადიონს იპოდრომის ფუნქიცა ჰქონდა.  მესამე რაიხის დროს კი იგი აღადგინეს 1936 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.  2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სტდიონი ალიანს არენასათან ერთად, რომელმაც ტურნირის ფინალურ მატჩსაც უმასპინძლა.

  1. აღმოსავლეთის გალერეა

აღმოსავლეთის გალერეაეს არის ბერლინის კედლის ყველაზე გრძელი მონაკვეთი, რომელიც დღემდე თავდაპირველ ადგილზეა წარმოდგენილი.  მისი სიგრძეა 1.3 კილომეტრია და მთლიანად დაფარულია საინტერესო მხატვრული ნამუშევრებით (სულ 106 ნამუშევარი), რომლებიც შესრულებულია ხელოვანების მიერ მსფოლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიოს უდიდედსი გალერეა ღია ცის ქვეშ.  აღმოსავლეთის გალერეა მნახველს საშუალებას აძლევს წარმოიდგინოს თუ როგორი იყო ბერლინის ცხოვრება 1989 წლმადე.

  1. გამარჯვების კოლონა

გამარჯვების კოლონაგამარჯვების კოლონისკენ სეირნობისა და სურათების გადაღებისას შეგიძლიათ სასიამოვნოდ დაისვენოთ ტიერგარტენის სკვერში, შემდეგ კი გაემართოთ ბრანდენბურგის კარიბჭისა და რაიხსტაგის მოსანახულებლად.

  1. რაიხსტაგი

რაიხსტაგიეს არის ადგილი, რომლის მონახულების გარეშეც ბერლინი არ უნდა დატოვოთ.  1933 წელს ჰიტლერმა მისი დაწვის ბრძანება გასცა. განადგურდა შიგნით არსებული ყველა ნივთი და დაზიანდა მისი გუმბათი.  გერმანიის გაერთიანების დროს მთავრობა დაბრუნდა ბერლინში და რაიხსტაგიც აღადგინა პარლამენტის ფუნქციით.  ძველი გუმბათის ადგილას გაკეთდა ახლი შუშის გუმბათი.   რაიხსტაგის სიხლოვეს არის საგარესო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ასევე არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს.

  1. პოსტდამერის მოედანი

პოსტდამერპლაციპოსტდამერის მოედანი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია მთელს ბერლინში.  ეს ის მონაკვეთია, სადაც ბერლინის კედელი გადიოდა.  თქვენ შეგიძლიათ იხილოთ  მისი ფრაგმენტები.  პოსტდამერის მოედანი საკუთესო ადგილია ყავის დასალევად ან ფილმის საყურებლად.  ახალ წელს ეს ქალაქის ყველაზე აქტიური ნაწილია, რადგანაც აქ ეწყობა საშობაო ბაზრობა, სადაც შეიგიძლიათ შეიძინოთ სუვენირები, სხვადასხვა საშობაო ნივთი და დააგემოვნოთ გლინტვეინი.

  1. ბერლინის სატელევიზიო ანძა

ბერლინის სატელევიზიო ანძაეს არის კოშკი, რომელიც შენიღბულია მბრწყინავი ბურთით.  მისი სიმაღლეა 368 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა ბერლინში.  იგი გაიხსნა 1969 წელს. ბერლინის სატელევიზიო ანძა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.  დღეისათვის ანძა ეკუთვნის ტელეკომს და ამიტომ იგი შეფერილია ვარდისფრად.  ანძის მწვერვალზე განთავსებულია მუზეუმი, საიდანაც ბერლინის ზედხედის შესანიშნავი პანორამა იშლება.

  1. ალექსანდერპლაცი

ალექსანდერპლაციალექსანდერპლაცი – მსოფლიო საათი.  ეს არის ადგილი, რომელიც მოქცეული იყო აღმოსავლეთ ბერლინის ტერიტორიაზე.  საათს აქვს 24 საათიანი სასაათო ზონა და აღნიშნულია მსოფლიოს მსხვილი ქალაქები.  მის წვერზე გაკეთებულია მზის სისტემა, რომელიც წუთში ერთხელ ტრიალებს.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი