Cover Photo

ჰალკიდიკის ნახევარკუნძული (Halkidiki) საბერძნეთის აღმოსავლეთ ნაწილში ბერძნული მაკედონიის პროვინციაში მდებარეობს. ნახევარკუნძულის დედაქალაქია პოლიგიროსი, რომელიც სალონიკიდან 220 კილომეტრით არის დაშორებული. მკითხველისთვის მსოფლიოს ეს წერტილი ათონის მთით არის ცნობილი. ათონის ავტონომიაში 20 მართლმადიდებლური მონასტერი ერთიანდება და ეს რეგიონი კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირდაპირ დაქვემდებარებაშია, თუმცა ჩვენი დღევანდელი ჩანახატი ჰალკიდიკის არა ამ რეგიონს, არამედ მის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე კასანდრას მუნიციპალიტეტს შეეხება.H1 zgva

საბერძნეთის ეს ნაწილი პოპულარული ტურისტული ადგილი 50-იანი წლებიდან გახდა,  როდესაც სალონიკის მაცხოვრებლებმა ზაფხულის არდადეგებზე ნახევარკუნძულს მიაკითხეს. მალე ჰალკიდიკი მთელი ევროპისთვის ნაცნობი ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა.

ეგეოსის ზღვა საოცრად სუფთაა და მინერალებით არის გაჯერებული. კასანდრასა და სიტონიას შორის ყურეში ზღვა ძალიან მშვიდია. აქ იშვიათად შეიძლება იხილოთ მცირედი ღელვა, რასაც ვერ ვიტყვით ათონის მთის მხარეს არსებულ ზღვის ნაწილზე.

როგორ მოვხვდეთ?
თქვენმა მონა მორჩილმა კასანდრაში უკვე ორჯერ იმოგზაურა და ორივე შემთხვევაში თვითმფრინავით. მოგზაურობის ხანგრძლივობა თურქეთის ავიახაზებით 11-დან 13 საათამდეა სტამბულში გადაჯდომით და, სამწუხაროდ, წლევანდელი ფასებით არც ისე იაფი ჯდება. მხოლოდ ბილეთის ღირებულებამ 1000 ლარი შეადგინა.

თუმცა არსებობს ალტერნატიული გზა, რათა იხილოთ ეს ჯადოსნური ადგილი. თბილისი-სალონიკის ავტობუსი დანიშნულების ადგილამდე საშუალოდ დღენახევარში ფარავს 2200 კილომეტრს, თუმცა მიუხედავად კომფორტული ავტობუსებისა, მაინც რთულია ასეთი დიდი დრო გაატარო ავტობუსში.

სასტუმროები
კასანდრას მთელი კურორტული ნაწილი აჭრელებულია სხვადასხვა ზომის სასტუმროებით. აქ შეგიძლიათ დაჯავშნოთ როგორც ყველაზე იაფიანი, ისე პრემიუმ კლასის ნომერი. კასანდრას ნახევარკუნძულზე ზღვას ავტომობილების ტრასა მიუყვება, რომელიც ულამაზეს სოფლებს გაივლის. ზუსტად ამ ტრასის ორივე მხარეს არის განთავსებული სასტუმრო კომპლექსები. რომელთაგანაც ორი პირადად გამოვცადე.h2 xedi sastumrodan 2

Theophano Palace Halkidiki წარმოადგენს კომპლექსს, სადაც განთავსებულია 3 ძირითადი შენობა ვარსკვლავების მიხედვით. აქ შეგიძლიათ იქირაოთ როგორც სამი, ისე ხუთვარსკვლავიანი ულტრა კლასის ნომრები. სასტუმრო დამსვენებელს ასევე ემსახურება როგორც Full Board, ისე All Inclusive პრინციპით. მე პირადად ვურჩევ დამსვენებელს, რომ სასტუმრო აიღოს ორჯერადი კვებით. თუ რატომ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

Sani Beach Club  შეიძლება ითქვას ჰიპერ-მაღალი კლასის სასტუმროა, რომელიც შედგება ორი ბლოკისგან. ერთ-ერთში განთავსებულია სტანდარტული, ხოლო მეორეში – მაღალი კლასის ნომრები საკუთარი ტერასებით.

h2 xedi sastumrodan

ორივე სასტუმრო, რომელიც ზემოთ აღვწერე, შეიძლება ითქვას, არც ისე ხელმისაწვდომია დატვირთული სეზონის განმავლობაში. რაც შეეხება ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულებს, აქ მათთვისაც მოიძებნება გადაწყვეტილება. როგორც უკვე ვახსენე, მეორე ზოლში განთავსებულია შედარებით დაბალფასიანი სასტუმროები, რომლებიც მომხმარებელს ბიუჯეტურ, თუმცა მაინც ევროპული ხარისხის სერვისს სთავაზობენ.

საკვები
საბერძნეთი ცნობილია თავისი სამზარეულოთი და, რაც მთავარია, დიდი მოცულობის პორციებით. თავდაპირველი შეკვეთის დროს დამსვენებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ერთი თეფში საჭმელი არ არის საკმარისი, თუმცა თეფშიც არის და თეფშიც…

H1 Bluda   H1 Bluda 2

ტურები
სასურველი ტურის შეკვეთა სასტუმროშივეა შესაძლებელი. ტურ-ოპერატორები სამი ტიპის ტრანსპორტს იყენებენ:  ავტობუსს, მიკროავტობუსს და სედანის ტიპის ავტომობილს პრივატ-ტურისთვის. მე ყველას მიკროავტობუსის დაქირავებას ვურჩევ, რადგანაც ფასიც მისაღებია და კომფორტი და გადაადგილების სიჩქარეც შესაბამისი.

მეტეორა
h1 Meteora
ნახევარკუნძულზე ვიზიტისას არ შეიძლება არ მოინახულოთ მეტეორა, რომელიც მართლმადიდებლური რელიიგიის მეორე მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსია ათონის მთის შემდეგ. ტური მეტეორამდე მთელი დღე გრძელდება. კასანდრადან თითო მიმართულებას 5 საათი დასჭირდა, თუმცა მგზავრობა ძალიან კომფორტულია და მიკროავტობუსი რამდენჯერმე აჩერებს. გაჩერებებს შორის ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთია ჩანჩქერი, რომლის ქვეშაც ფეხით შეგიძლიათ გაისეირნოთ. სანახაობა ნამდვილად შთამბეჭდავია.

H1-meteora 2აღსანიშნავია ისიც, რომ მეტეორაზე ერთ-ერთი გაჩერება განთავსებულია დედათა მონასტერთან. აქ ქალბატონებს მინდა ვურჩიო შეიძინონ მონასტერში დამზადებული სახის კრემები და ნელსაცხებლები. ჯამურად ექსკურსიის ღირებულება 90-დან 100 ევრომდე მერყეობს.

თერმული წყლები
მეორე ექსკურსია, რომელიც დამსვენებელმა უნდა მოინახულოს არის თერმული წყლები. სამწუხაროდ, ტური საკმაოდ შორია, თუმცა იმ ადგილის ნახვა, სადაც ბრძოლებს შორის ალექსანდრე მაკედონელი ისვენებდა, მაინც მომხიბვლელად გამოიყურება. აქვეა განთავსებული ბალნეოლოგიური კურორტი მომცრო ზომის სასტუმროთი, სადაც ბევრი მოხუცი ისვენებს. თერმული წყლები დადებითად მოქმედებს სასხსრების დაავადებაზე, ასევე ადამიანის კანსა და თმაზე.

hi chanchqeri    H1-aqua

აქვეა განთავსებული პატარა ბაზრობა, სადაც იყიდება ალპური ზონის თაფლი, სხვადასხვა ხილის მურაბები, რომელთა შორის განსაკუთრებულია „პოროტკალის“ მურაბა. პატარა ქილა 5, ხოლო დიდი – 10 ევრო ღირს. აქვე შეიძლება შეიძინოთ არაჩვეულებრივი მალამოები. ექსკურსიის ღირებულება 90-დან 100 ევრომდე მერყეობს.

სხვა
h2-tadzari
ნახევარკუნძულზე სხვა მიმართულებებზეც შეიძლება მიიღოთ შემოთავაზებები. მაგალითად, ტური ნავით ათონის მთის გარშემო. თუ გაგიმართლათ, აქ შეიძლება იხილოთ ათონელი ბერების მიერ წმინდა ხატების გამოსვენების რიტუალი. ასევე შესაძლებელია ივახშმოთ ათონის შესასვლელთან.

დაინტერესებულმა მოგზაურმა შეიძლება აიღოს ორდღიანი ტური სალონიკის მიმართულებით, შემდგომ მეტეორაზე და ბოლოს კუნძულ კორფუზე – წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელის საფლავზე.

და ბოლოს…

h1 mzischasvlaჩემმა მოგზაურობამ ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა,რამაც მაიძულა მეორე წელსაც გეზი ამავე მიმართულებით ამეღო. ეს არის ადგილი ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ეკოლოგიური ტურიზმი, მშვიდი დასვენება და, რაც მათავარია, მზის ჩასვლის რომანტიკული სცენები.

 

მოამზადა ნინო ჯიბლაძემ

 

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი