Cover

გერმანიის გამორჩეული ქალაქის შტუტგარტის ერთ-ერთ მთავარ სიამაყეს მერსედეს-ბენცის მუზეუმი წარმოადგენს. მუზეუმი მოიცავს ბრენდის განვითარების მთლიან ისტორიას მისი შექმნიდან დღემდე. მუზეუმის ამჟამინდელი შენობა, რომელიც კორპორაცია დაიმლერის ქარხნის მახლობლად მდებარეობს, 2006 წლის მაისში გაიხსნა. ყოველწლიურად მუზეუმს მილიონობით სტუმარი ჰყავს. ამ საოცარ ადგილას შეიტყობთ ყველაფერს, როგორც ავტო-ტექნიკის განვითარების, ისე იმ ადამიანთა შესახებ, რომლეთა დამსახურებაც არის მერსედესის ბრენდის ასეთი წარმატებული არსებობა ჩვენს დღევანდელ რეალობაში.

კარლ ბენციადამიანი, რომლისგანაც ყველაფერი დაიწყო იყო კარლ ბენცი – გერმანელი ინჟინერ-გამომგონებელი, რომელმაც შექმნა ბენზინის ძრავი და ჩამოაყალიბა კომპანია „Benz & Cie“. მისი კომპანიონის, ასევე ინჟინერ გოტლიბ დაიმლერის მიერ შექმნილი ძრავი გამოიყენებოდა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტისთვის, საიდანაც წარმოიშვა მერსედესის ცნობილი ლოგოს იდეა. 1902 წელს გამოვიდა ბენცის და დაიმლერის გაერთიანებული კომპანიების საუკეთესო მოდელი, რომელსაც სახელი მათი კიდევ ერთ კოლეგის ემილია ელინეკის შვილის, მერსედეს ელინეკის სახელის მიხედვით დაარქვეს.

კლასიკური მოდელებიმუზეუმის მონახულებისას მიიღებთ ამ სახის უამრავ ინფორმაციას. აგრეთვე გამოცდილი გიდები წარმოგიდგენენ უნიკალურ მოდელებს, რომლებსაც ინდივიდუალურად არანაკლებ საინტერესო ისტორიები აქვთ, როგორც მთლიანობაში კორპორაციას. კომპანიის მიერ გამოშვებული ყოველი ახალი მოდელის პრეზენტაციის შემდეგ, ავტომობილს საჩვენებლად მუზეუმის შენობის წინ ანთავსებენ.

Mercedesმუზეუმი მუშაობს სამშაბათიდან კვირის ჩათვლით. ზრდასრული ადამიანებისთვის შესვლის საფასური 8 ევროს წარმოადგენს, მცირეწლოვანებისთვის შესვლა კი უფასოა. ასევე არსებობს სხვადასხვა პაკეტები მოზარდებიათვის, საეკსკურსიო ჯგუფებისთვის და სხვა. მუზეუმში ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც შესაძლებელია შეიძინოთ სხვადასხვა აქსესუარი, ტანსაცმელი და მრავალი სხვა. შენობაში აგრეთვე არის რესტორანი და კაფე-ბარი, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების შემდეგ მსურველებს დასვენებისა და გერმანული სამზარეულოს უგემრიელესი კერძების დაგემოვნების საშუალება აქვთ.

Mercedes SLSმუზეუმში შესასვლელი ბილეთის დაჯავშნა შესაძლებელია უფასოდ ტელეფონისა და ინტერნეტის მეშვეობით, რათა ვიზიტორმა რიგში დგომით დრო არ დაკარგოს. მერსედესის მუზეუმი აქტიურად ეძებს ძველ კლასიკურ მოდელებს. ავტომოყვარულებს, რომლებიც ფლობენ ძველ ავტომობილებს, ელ.ფოსტის საშუალებით შეუძლიათ მიმართონ მუზეუმის ადმინისტრაციას, რის შემდეგაც, შეძენას კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოდელი მრავალი სხვა ლეგენდარული ავტომობილის გვერდით თავსდება მუზეუმში.

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი