ლუფტჰანზა

ქალაქი შპაიერი (Speyer) მდინარე რაინის სანაპიროზე მდებარეობს და გერმანიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს წარმოადგენს. იგი რომაელების მიერ იქნა დაარსებული და დღეის მდგომარეობით 50 ათას მოსახლეს ითვლის. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს შპაიერის კათედრალი, ძველი ქალაქის კარიბჭე და რომაელი იმპერატორებისა და გერმანელი მეფეების სამარხები.

თუმცა, ქალაქის ნომერ 1 ღირსშესანიშნაობას შპაიერის ტექნიკური მუზეუმი წარმოადგენს. აქ განთავსებულია ყველაფერი, რაც დადის, დაგორავს, დაცურავს და, რაც მთავრია, დაფრინავს. მუზეუმის კოლექციაშია საბჭოთა დროინდელი ბორანი, ბოინგის რეალური ჯამბო ჯეტი, ომის დროინდელი გერმანული წყალქვეშა ნავი, An-22 (ანტონოვი) და უამრავი იდეალურად შემონახული მანქანა.
ხედი ფრთიდანტურბინაანტონოვიAN-2თივის წვაძველი ავტოკლასიკაშეჯიბრი

მუზეუმი 1991 წელს გაიხსნა და დღეის მდგომარეობით 2000-მდე ექსპონატს ითვლის. ობიექტი 150 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი და წელიწადში ნახევარმილიონ ტურისტს იზიდავს. ხოლო თვითონ ქალაქი შპაიერი ფრანქფურტიდან 100 კილომეტრით არის დაშორებული და იქ მოხვედრა როგორც ავტომობილით, ისე მატარებლით არის შესაძლებელი.

ნიკიტა ივანოვი

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი