1

გამარჯობა!

2მე მინდა მოგითხროთ ჩემი ზამთრის არდადეგების შესახებ, რომელიც გავატარე იტალიის ულამაზეს მხარეში – Trentino-Alto-Adige. კონკრეტულად Andalo-ში, Molveno-ს ტბაზე. რაც შეეხება მოლვენოს (864 მ), ტურისტული თვალსაზრისით მშვენიერია წელიწადის ნებისმიერ სეზონზე. თვალწინ გეშლებათ ულამაზესი სანახაობა, ბრენტას დოლომიტის მთებს შორის მოქცეული მოლვენოს ტბა თავისი პლიაჟებითა და პარკებით, სადაც ბავშვებისთვის უამრავი გასართობია: სასრიალოები, საქანელები, სხვადასხვა სახის კონსტრუქციები, ვისაც სეირნობა უყვარს მრავლად ვხდებით სასეირნო ბილიკებს. ზამთრის სეზონზე შესაძლებელია თხილამურებით სრიალი, ხოლო ზაფხულში ტბის წყლით გაგრილება და გარუჯვა. ეს ზონა სავსეა სასტუმბროებითა და რესტორნებით (ფასები საშალოდ 40 ევროდან იწყება).

3მოლვენოდან სულ რაღაც 4 კილომეტრში მდებარეობს ცნობილი საკურორტო ქალაქი ანდალო (Andalo), რომელიც ძალიან კომფორტულია მშობლებისთვის, რათა მხიარულად გაატარონ არდადეგები თავიანთ ბავშვებთან ერთად. ანდალო ცნობილია სათხილამურო გზებით, ფუნიკულიორით, პროფესიონალური დონის სასრიალო დარბაზით, აუზებით, ულამაზესი პარკებით. 15ევროდ შესაძლებელია ექსკურსია ეტლით ადამელოს ბრენტას ნაციონალურ პარკში, რომლის დროსაც თქვენ წინ იშლება ულამაზესი პეიზაჟები. ანდალოდან 9 კილომეტრში შეგიძლიათ მოინახულოთ ნაციონალურ-ფაუნისტიკური პარკი, რაც მეტად საინტერესო და შთამბეჭდავია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

მაგდა ბაქრაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი