Cover

შვეიცარია ტურიზმის კლასიკური ქვეყანაა, სადაც არცთუ დიდ ფართობზე თავმოყრილია ალპების მწვერვალები, ულამაზესი ტბები, ჩანჩქერები, კარგად მოვლილი ძველი ქალაქები, რომლებიც ინარჩუნებენ თავის ისტორიულ სახეს და არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებას.

ალპებისაერთაშორისო ტურიზმის განვითარებას აქ სათავე ინლისელებმა დაუდეს, რომლებიც ამ ქვეყანაში დათოვლილმა მთის მწვერვალებმა და საოცარმა ხედებმა მიიზიდეს. ჟენევის ტბაზე პირველი ტურისტული ჯგუფი 1963 წელს ჩავიდა.

ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების სიუხვის გამო შვეიცარია ტურისტების ერთ-ერთ გამორჩეულ და საყვარელ ადგილად იქცა.

ჟენევის ტბაშვეიცარიის სიამაყეა ჟენევისა და ბოდენის ტბები, რომლებიც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დასვენების საყვარელ ადგილს წარმოადგენს. რაინის ჩანჩქერი, დედაქალაქი ბერნი, რომლისთვისაც დამახასიათებელია თაღებისა და შადრევნების სიმრავლე – ალამაზებს და საოცნებო ადგილად აქცევს ამ ქვეყანას.

ბერნიბერნი იუნესკოს მსოფლიოს ძეგლთა სიაშია შეტანილი. აქ თავს იყრის 100-ზე მეტი შადრევანი, რომელთა უმეტესობა მე-16 საუკუნეშია შექმნილი.
ძნელია კონკრეტულად ისაუბრო შვეიცარიის რომელიმე ქალაქზე, რადგან თითოეული მათგანი უნიკალური და ორიგინალურია და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს უტოვებს მნახველს.

ციურიხითქვენ გელით ისეთი შთამბეჭდავი ადგილები, როგორიცაა: ბერნი, ციურიხი, ბაზელი, ჟენევა, ლიუცერნი და ასე დაუსრულებლად, ვინაიდან რთულია ჩამოთვლა ყველა იმ ღირსშესანიშნავი ქალაქისა, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს და რომელთა გამორჩეულობით არის განპირობებული ის, რომ დღეს ტურიზმიდან შემოსული თანხა ყოველწლირად ქვეყნის მთელი შემოსავლების 81%-ია, მოსახლეობის 15% კი ამ ინდუსტრიაშია ჩაბმული.

თამუნა შათირიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი