halifaxlight

შეფშაუენი (Chefchaouen) მაროკოს პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. სახელწოდება დაკავშრებულია იმ მთის ფორმასთან, რომლის მახლობლადაც არის განთავსებული ქალაქი. შეფშაუენი ადგილობრივ ენაზე „რქას“ ნიშნავს. თუმცა ქალაქის სავიზიტო ბარათს მისი ლურჯ ფრად შეღებილი შენობები წარმოადგენს.

ამ პატარა ქალაქს მდიდარი ისტორია, კულტურა და რაც მთავარია ულამაზესი არქიტექტურული ძეგლები აქვს. მედინას სექტორი გადაწყვეტილია ესპანური და მორაკანული არქიტექტურის ნაზავით, რომელიც მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც ხშირად გვხვდება. შეფშაუენის უნიკალურობა მის ლურჯ ფერშია რომელიც აქ პირველად ებრაელმა ლტოლვილებმა შემოიტანეს 1930 წელს. ზოგი თვლის, რომ ლურჯი ფერი ცას და სამოთხის სიმბოლოა, თუმცა არსებობს განსხვავებულია აზრი, რომ ლურჯი ფერი კოღოებისგან იცავს ქალაქის მოსახლეობას.

halifaxlight oneworldtwoexplorers ალექსანდრ დრაგუნოვი ანდი მუმფორდი კლოდ რენო მარიო ტომე ოლგა ოსიპოვა უცნობი ავტორი ჩერი ბარატი

დატოვე კომენტარი

კომენტარი