Cover

ეს უცნაური, სასაცილო და ხშირად შიშის მომგვრელი მუზეუმები მიგახვედრებთ, რომ სამყარო ნამდვილად შეიშალა და ფანტაზიასა და წარმოსახვას საზღვარები აღარ აქვს.

ფანტასტიკური ეგზემპლარების მუზეუმი – „Gensou Hyouhon Hakubutsukan“

ეს მუზეუმი იპონიაში მდებარეობს.  აქ გამოფენილი ეგზემპლარები უცნაურად და საზარლად გამოიყურებიან.  მათ დასათვალიერებლად გამძელობა და გამბედაობა დაგჭირდებათ.

ფანტასტიკური ეგზემპლარების მუზეუმი

შუასაუკუნეების წამების იარაღთა მუზეუმი (პრაღა)

აქ წარმოდგენილია იარაღები, რომლითაც ადამიანებს ნელი და მტანჯველი სიკვდილით ასალმებნდნენ სიცოცხლეს.

შუასაუკუნეების წამების იარაღთა მუზეუმი

სექსის მუზეუმი (ჰოლანდია)

სექსის მუზეუმს სხვაგვარად ვენერას ტაძარი ეწოდება.  აქ წარმოდგენილია ისეთი ექსპონატები, როგორებიცაა: ეროტიკული სურათები და ნახატები, სხვადასხვა ობიექტები, ჩანაწერები და ატრაქციებიც კი.

სექსის მუზეუმი

პარაზიტების მუზეუმი (ტოკიო)

ეს არის მსოფლიოში ერთადერთი მუზემი, სადაც წარმოდგენილია პარაზიტთა სხვადასხვა სხეობა.  აქ გამოფენილია პარაზიტთა 300-მდე ექსპონატი.  მუზეუმის ტერიტორიაზე არის ლაბორატორია კვლევების ჩასატარებლად  და სასწავლო ცენტრი.  პარაზიტების მუზეუმი დაარსდა 1953 წელს დოქტორ სატორუს მიერ.

პარაზიტების მუზეუმი

ვუდუს მუზეუმი (ახალი ორლეანი)

აქ წარმოდგენილია ანტიკური და თანამედროვე ვუდუს რელიგიის ნიმუშები.  მათ შორის ვუდუს დედოფლის, მარი ლავიუს არტიფაქტები.

Like gingerbread men

მუტერის მუზეუმი (ფილადელფია)

ამ მუზეუმში წარმოდგენილია სამედიცინო ნივთები და ცვილის ფიგურები. თავდაპირევლი კოლექცია (1958 წ.) ექიმ ტომას დენტ მუტერს ეკუთვნის.  მუზეუმს თავიადან კვლევითი და სასწავლო ფუნქცია ჰქონდა.

მუტერის მუზეუმი

მეცნიერების
მუზეუმი (მაიამი)

მუზეუმის ექსპონატები ეძღვნება მათ, ვინც შესაძლოა ჩვენთან ერთად იყოფდეს კოსმიურ სივრცეს.

მეცნიერების მუზეუმი

კრიმინალის მუზეუმი (ლონდონი)

კრიმინალის მუზეუმში წარმოდგენილია სკოტლანდ იარდის გამოძიებათა საიდუმლოებანი.

კრიმინალის მუზეუმი

ეშმაკის მუზეუმი (ლიტვა)

მუზეუმი ქალაქ კაუნასში მდებარეობს.  ეს თქვენი გამბედაობისა და სიმამაცის ნამდვილი გამოცდაა.  სანამ ამ მუზეუმს მოინახულებთ, დარწმუნდით რომ ყველანაირი შიში დაძლეული გაქვთ, რადგან მის ბევრ ვიზიტორს ღამის კოშმარები მოსვენებას არ აძლევს.

ეშმაკის მუზეუმი

წინდის მუზეუმი (ტოკიო)

მუზუემში წარმოდგენილია  20000-ზე მეტი ნივთი.  მაგალითად, ყველაზე განიერი და გრძელი წინდა და ა.შ

წინდის მუზუემი

ნაგვის მუზეუმი (ბოსტონი)

ბოსტონი ცნობილია უცნაური მუზეუმებით, მაგრამ მუზეუმი, ცნობილი ნაგვისგან აგებული ექსპონატებით, მათ შორის ყველაზე სახალისოა.  მათ, ვინც „ფანობის“ სენით არის დაავადებული, ნამდვილად გაახარებს მსგავსი ტურისტული ობიექტის არსებობა.

ნაგვის მუზეუმი

ცეცხლის მუზეუმი (ავსტრალია)

სწორედ მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილში (კლიმატის მხრივ), ავსტრალიაშია ყველაზე „ცხელი“ – ცეცხლის მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ განიცადოთ ის, რასაც ადამიანები ალმოდებულ შენობაში გრძნობენ.

ცეცხლის მუზეუმი

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი