ფრთხილად, ჯიბის ქურდები! მსოფლიოს რომელ ქალაქებში უნდა ვიყოთ ყურადღებით

თქვენთვის საოცნებო ქალაქის ქუჩებში სეირნობისას მთელ ყურადღებას მის დათვალიერებაზე ნუ გადაიტანთ და მოუფრთხილდით საკუთარ ნივთებს! მოსფლიოში ჯიბის ქურდობა ყველაზე მეტდ სწორედაც, რომ იმ საოცნებო ქალაქებშია გვარცელებული, როგორებიცაა პარიზი, ბარსელონა, მადრიდი და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ქალქები ტურისტებისა და ჯიბის ქურდების რაოდენობით ნამვდილი ლიდერია.

ბარსელონა

Pickpocketესპანეთის ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი შთამბეჭდავ და მომხიბვლელ გარემოსთან ერთად ჯიბის ქურდებისთვისაც სამოთხეს წარმოადგენს. ხალმხრავალი და ხმაურიანი ქუჩები იდეალური გარემოა ჯიბგირისთვის, რათა შეუმჩნევლად ამოგაცალოთ საფულე თუ სხვა ღირებული ნივთი ჩანთიდან.

პრაღა

პრაღა – ევროპის ულამაზესი ქალაქების სიის ერთ-ერთი ლიდერი. აქ ყოველ წელს უამრავი ტურისტი ჩამოდის და ჯიბის ქურდების წყალობით ქვეყანასაც ხშირად ცარიელი ჯიბეებით ტოვებს. ამიტომ მოუფრთხილდით საკუთარ ნივთებს ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით კი ჩარლს ბრიჯზე.

რომი

Pickpocket2ყველაზე გზა რომში მიდის! და მართლაც, არა მხოლოდ ტურისტების, არამედ ჯიბის ქურდებისაც. ჯიბგირებს სწორედ რომის პოპულარობა იზიდავს. აქ ხომ ყოველ წელს უამრავი ტურისტი ჩამოდის და ხმარუიანი ქუჩებიც იდეალურ გარემოს უქმნის მათ ჯიბიდან ნივთების ამოსაცლელად.

მადრიდი

და კვლავ ესპანეთი… მადრიდი – ქალაქი, რომელიც ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს. ესპანეთის დედაქალაქი მსოფლიოს ჯიბის ქურდების დედაქალაქადაცაა აღიაებული. მეტრო და ბაზრობები ის ადგილებია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და მოუფრთხილდეთ საკუთარ ნივთებს.

პარიზი

ალბათ არ გაგიკვირდებათ, როდესაც შეიტყობთ, რომ ამ ათეულში პარიზიც შედის. ეს ხომ სიყვარულის ქალაქია, სადაც წყვილები სიყვარულით გაბრუებულნი ისე დაიარებიან ქუჩებში, რომ საერთოდაც აღარ ახსოვთ პირადი ნივთები. ჯიბის ქურდებიც სარგებლობენ ამით და ზრდიან მოპარული ნივთების რაოდენობას. განსაკუთრებული ყურადღება მეტროთი გზავრობისას უნდა გამოიჩინოთ, რადაგან ვაგონები გადაჭედილია და ქურიდიც მოხერხებულად და შეუმჩნევლად ამოგაცლით ნივთს ჯიბიდან.

ბუენოს – აირესი

Pickpocket3ეს არის სამხრეთ ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალაქი, რაც ტურისტებთან ერთად უამრავ ქურდსაც იზიდავს. ქურდები სხვადასხვა გზას მიმართავენ ხალხის გასაძრცვად, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ჯგუფურად მოქმედება, რომლის დროსაც ერთ-ერთი მათგანი ტურსტს ზედ ასხამს ან სასმელს ან რაიმე მსგავსს, ამ დროს კი ჯგუფის სხვა წევრი მოდის დასახმარებლად და ეხმარება ტანსაცმლის გასუფთავებაში, რაც საშუალებას აძლევს შეუმჩნევლად გაუსუფთავოს ჯიბეებიც.

ფლორენცია

ცნობილია არა მხოლოდ მხატვრებით, არამედ, სამწუხაროდ, ჯიბის ქურდებითაც. ისინი ბოროტად იყენებენ მხატვრების შედევრებს. ნამუშევრებით მოხიბლული ტურისტები ვერც კი იგებენ ისე აცლიან ქურდები ჯიბიდან და ჩანთიდან პირად ნივთებს.

ამსტერდამი

ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ქალაქი. მაცხოვრებლები სტუმართმოყვარენი აირან და ყოველთვის ღიმილით ხვდებიან ტურისტებს. სამწუხაროდ, რთულია მათ შორის გაარჩიო ჯიბის ქურდი, რომელიც ასევე ღიმილით ესალმება და ესაუბრება ტურისტებს. ეს მშვიდი და სასიამოვნო გარემო იდეალურია ავისმზრახველთათვის, რათა ტურისტმა ეჭვი ვერ შეიტანოს მათ გულწრფელობაში.

ჰანოი

Pickpocket5ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამუდმებული ხმაურია: მოტოციკლები, მსუბუქი ავტომობილები და ტაქსის სიგნალი… ეს გარემო აბრუებს ტურისტს და ჯიბის ქურდიც მომზადებულია.

ათენი

ესაა ქალაქი, სადაც უამრავი უძველესი ისტორიული ძეგლი ატყვევებს ტურისტების ყურადღებას და ჯიბის ქურდებიც არ აყოვნებენ – აცარიელებენ მათ ჯიბეებსა და ჩანთებს. ამიტომ ტურისტებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ პირადი ნივთების მიმართ, განსაკუთრებით კი ისეთი ადგილების მონახულებისას, როგორებიცაა, მაგალითად, პართენონი ან აკროპოლისი.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი