Cover

კუნძული უპოლუ სამოას სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია. ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.  უპოლუ ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია – პატარა სოფლები, ულამაზესი ბუნება, მშვენიერი სანაპიროები და კლიმატი. კუნძულ უპოლუზე მდებარეობს სამოას სახელმწიფოს დედაქალაქი და სახელმწიფოს ერთადერთი ქალაქი აპია. კუნძულის მოსახლეობა 135000 ადამიანს შეადგენს. მისი დასახელება სამოას მითოლოგიიდან მოდის. მითოლოგიაში უპოლუ კუნძლზე პირველი ქალი იყო და კუნძულს მისი სახელი დაერქვა.

upulo

 

სამოას ტურიზსტულ ინდუსტრიაში უპოლუს კუნძულს უნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. უპოლუზე მრავლადაა ორიგინალური სასტუმრო, ეგზოტიკური რესტორანი და სხვადასხვა ულამაზესი ეკოტურისტული ადგილი.  უპოლუს ტურისტები ისეთი დიდი რაოდენობით არ სტუმრობენ, როგორც წყნარი ოკეანის სხვა ცნობილ კუნძულებს, თუმცა მათ არაფრით ჩამოუვარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ უპოლუს მონახულება, სხვა ალტერნატიულ კურორტებთან შედარებით, დაბალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

ბუნებრივი აუზი.

auzi

 

მოგზაურებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი 37 სასტუმროს შორის, რომელთაგანაც ყველა გამორჩეული და ინდივიდუალურია. როგორც სასტუმროები, ისე საკვები ობიექტებიც კუნძულზე საკმაოდ მრავალფეროვანია. სხვადასხვა რესტორანში ტურისტებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძები. ადგილობრივ კერძებში ჭარბობს ეგზოტიკური ზღვის პროდუქტები. მრავალფეროვანია აგრეთვე ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელებიც, რომლებიც შედგება ეგზოტიკური ხილისა და სხვადასხვა მცენარეების კოქტეილებისგან.

შორიდან ეს ერთი ჩვეულებრივი ხეა კუნძლ უპოლუზე.

xe

 

თუმცა ეს ერთნომრიანი სასტუმრო გახლავთ ულამაზესი ხედით.

sastumro

 

უპოლუს აეროპორტი.

aeroport

 

ნუტელეს კუნძულის ხედი, ლალომანუს (უპოლუ) სანაპიროდან.

nutela

 

უპოლუ ულამაზესი ადგილია. ბუნების ამ მშვენიერი ქმნილების ნახვა ნებისმიერი მოგზაურისთვის სასურველია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მოგზაურობის დაგეგმვამდე გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. 2009 წელს უპოლუ საკმაოდ დააზარალა ცუნამმა. აქედან გამომდინარე, მოგზაურების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტორი და გამგზავრებამდე სხვადასხვა სინოპტოკურ ინფორმაციას  გაეცნონ მომავალი კლიმატური ცვლილებების შესახებ.

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი