Cover

საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიო მასშტაბით სიყვარულის ქალაქად არის აღიარებული. ის ითვლება შეყვარებულების ქალაქად და საოცნებო ადგილს წარმოადგენს ახალგაზრდა თუ ხანშიშესული წყვილებისთვის.  პარიზი ნებისმიერი ადამიანისთვის რომანტიკის სიმბოლოა.

ზოგადად ფრანგი ხალხი სტუმართმოყვარეობითა და ტურისტებისადმი კეთილგანწყობით გამოირჩევა.  მათი ეს თვისება პარიზში განსაკუთრებით იგრძნობა.  ქალაქში სტუმრობისას გამოცდილ მოგზაურსაც კი განსაკუთრებული აღტაცებისა და ბედნიერების გრძნობა ეუფლება.  გარკვეულწილად ეს განპირობებულია წინასწარ შექმნილ წარმოდგენაზე, რომელიც ადამიანს მსოფლიოში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციისა და ისტორიის გაგების შედეგად ექმნება.  თუმცა, პარიზს არ უნდა დავუკარგოთ ის რომ ეს ქალაქი  ნებისმიერი მოგზაურის მოლოდინს 100 პროცენტით ამართლებს.  უამრავი რომანტიკული ადგილი, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, მსოფლიოში ცნობილი მუზეუმები, სავაჭრო და  გასართობი ცენტრები, გალერეები, ღამის კლუბები და მრავალი სხვა – ეს ის ფაქტორებია,  რომლებიც პარიზს განსაკუთრებულს, თავისებურსა და მიმზიდველს ხდის. სტატისტიკურად პარიზი პირველ ადგილს იკავებს სტუმართა რაოდენობის მიხედვით.

ქალაქს წელიწადში 30 მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს.

qucha

პარიზს ზედმეტსახელად „სინათლის ქალაქს“ უწოდებენ.  ეს იქიდან გამომდინარე, რომ ის ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომლის ქუჩებიც განათებული იყო.  მისი მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია და შეადგენს 9.9 მილიონ ადამიანს.  ქალაქის ტერიტორიაზე ადამიანები პირველად ქრისტეს შობამდე 250 წლიდან სახლობენ.

პარიზს თავდაპირველად ლუტეცია ერქვა.

dzveli
პარიზის სავიზიტო ბარათი მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული შედევრი – ეიფელის კოშკია.  კოშკს სახელი ინჟინერ გუსტავ ეიფელის საპატივცემულოდ დაერქვა, რომლის კომპანიამაც დააპროექტა და ააწყო ეს ნაგებობა.  კოშკის სიმაღლე 324 მეტრია.  მასთან ერთი სახალისო ისტორიაა დაკავშრებული:  ცნობილმა აფერისტმა ვიქტორ ლუსტიგმა მოახერხა და ეიფელის კოშკი ორჯერ „გაყიდა“ .  დაუსრულებელ და დამღლელ რიგში დგომა, რომელსაც ეიფელის კოშკზე ამსვლელები ქმნიან, წამიერად გავიწყდებათ მისი სიმაღლიდან გადმოხედვისას.

მხოლოდ ამ სილამაზის გამო ღირს პარიზის მონახულება.

xedi

პარიზის ღირსშესანიშნაობებზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ Notre Dame de Paris, ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.  ტაძარი გოთიკური არქიტექტურის უბადლო ნიმუშია. იგი შენდებოდა 1163 წლიდან მეცამეტე საუკუნის შუა წლებამდე.  თავისი გარეგნული სილამაზის მიუხედავად, იგი აგრეთვე ცნობილია ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებით „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

gvtismshoblis
განათლების თვალსაზრისით, პარიზში შეგიძლიათ შეისწავლოთ ნებისმიერი სახის პროფესია თუ ხელობა.  ქალაქი მდიდარია ხელოვნების შემსწავლელი უნივერსიტეტებითა თუ სხვადასხვა სკოლებით, რომელთა უმეტესობაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულია. განათლების სიმბოლოს მე-12 საუკუნეში დაარსებული პარიზის უნივერსიტეტი წარმოადგენს, რომელსაც ხშირად „სორბონის“ უნივერსიტეტს უწოდებენ, თუმცა „სორბონი“  მისი 13 ავტონომიური უნივერსიტეტებიდან ერთ-ერთია და არა მთლიანად პარიზის უნივერსიტეტი.

sorbonisპარიზი ღირსშესანიშნაობებით უმდიდრესი ქალაქია და მათი უმეტესობა მსოფლიოში სახელგანთქმულია.

ლუვრი

luvri

 

ტრიუმფალური თაღი

tagi

 

ელისეის მინდვრები

elises

 

მულენ რუჟი

mulen

ღირსშესანიშნაობებებთან და პარიზის უამრავ დადებით მხარესთან ერთად, აუცილებელია აღვნიშნოთ ქალაქის მთავარი ნაკლი – ქურდობის შემთხვევათა სიმრავლე.  პარიზში სტუმრობისას აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილე და ყურადღებით იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახელოვნებული (ძირითადად არაბი) ჯიბგირების მსხვერპლი გახდებით. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მეტროში მგზავრობისას.  საინტერესო კრიმინალური სტრუქტურა მოქმედებს ე.წ. „ბარბესის ბულვარზე“.  ამ უბნის ქუჩებში უამრავი ხალხი ირევა, უყურადღებობამ კი, შესაძლოა, ძვირფასი ნივთი დაგაკარგვინოთ.  თუ გახდით ქურდობის მსხვერპლი, იმავე ტერიტორიაზე, ბულვარის რომელიმე ქუჩის კუთხეში,  შესაძლოა წააწყდეთ ე.წ. „ბარიგას“, რომელიც თქვენივე ნივთს (სულ რაღაც 10 წუთს წინ რომ მოგპარეს) საკმაოდ იაფად ყიდის.  ბარიგებთან შესაძლებელია შეიძინოთ iPhone, Samsung Galaxy, HTC და სხვა სმარტფონების ახალი მოდელები სულ რაღაც 100-დან 200 ევრომდე.

qucha2
ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი