1401898 10200813372283552 1003375789 o

თქვენ უნდა ნახოთ სკანდინავია…

დაიწყეთ სტოკჰოლმით, ეცადეთ ეს იყოს ადრეული შემოდგომა… ჯერ კიდევ აეროპორტიდან მომავალი ავტობუსიდან მიიღებთ პირველ, განუმეორებელ შთაბეჭდილებას! გარშემო ტყეებია და მცირე ზომის ტბები…
ყველა ხე სხვადასხვა ფერითაა შეფოთლილი: მწვანე, ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ცისფერი… აი, ქოვერ ფოტოებში რომ გინახავთ ისეთია, აქაიქ გაბნეულია პატარა ზომის ქოხის სტილის სახლები.1400378_10200813392044046_1532928801_oბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამდენად ძვირი სიამოვნებაა ამ მართლაც ნამდვილ სამოთხეში მოხვედრა…

ქუთაისიდან კატოვიცში გავფრინდი, ვიზეარის პატარა, ვარდისფერი თვითმფრინავით. ეს ავიაკომპანია პეგასუსს არ ჩამოუვარდება, ანუ ეკონომ კლასებში, საკმაოდ ნორმალურია და ამ შემთხვევაში ჩემთვის არ ჰქონია არსებითი მნიშვნელობა, ლუფთჰანზათი ვიფრენდი, თუ რამე სხვა ავიახაზებით, განსაკუთრებით, როცა სულ რაღაც სამ საათზე იყო საუბარი…

კატოვიციდან პირდაპირ სტოკჰოლმში გავფრინდი, არც მეტი, არც ნაკლები 30 ევროდ.904678_10200813401604285_196153961_oაეროპორტიდან ქალაქამდე ავტობუსი 20 ევრო ჯდება და საათზე მეტი ესაჭიროება, თუმცა მთელი გზა არ მოიწყენთ, როგორც ზემოთ ვახსენე, მე პირადად ლამის ცრემლებამდე მიმიყვანა აღმაფრთოვანებელმა სილამაზემ და მთელი გზა აღტაცებას ვერ ვმალავდი.881966_10200813394004095_431036236_oმეორე შოკი უკვე ხალხთან პირველი შეხვედრის შემდეგ მივიღე.

ქალაქში შესვლისთანავე და საზოგადოებასთან პირველივე კომუნიკაციისას მოიხიბლებით მათი სილამაზითა და დახვეწილობით: აქ სილამაზემ არ იცის ასაკი, არც პროფესია, განათლება, სოციალური კლასი… ყველა ბედნიერი და მომღიმარია და თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.964154_10200813380723763_571878060_o
პოლონეთის შემდეგ, მათი ინგლისური ენის არ ცოდნით დატანჯულმა, პირველივე შუახნის შემხვედრს „do you speak English” როცა ვკითხე და გაოცებული და თითქმის შეურაცხყოფილი “Sure!” მივიღე პასუხად, მივხვდი, რომ ეს შეკითხვა სკანდინავიის არცერთ ქვეყანაში, არასდროს უნდა დავსვა.

ამინდები ჩვენზე ცივია, თუმცა მე საკმაოდ კარგი პერიოდი დამემთხვა, თუ არ ჩავთვლით ერთჯერად წვიმას და მარკეტში ნაჩუქარ და შემდეგ ფეხებზე ამოცმულ პარკებს.

დისკომფორტი, ბუნებრივია, არ მქონია, რადგან აქ არავინ აკვირდება სხვის განსხვავებულ ჩაცმულობას და ზოგადად ვიზუალს და მით უფრო – არ განიხილავენ.1401839_10200813376163649_449849477_oგზად ბევრ ადგილას გადააწყდებით ველოსიპედისტთა ჯგუფებს, ეს ყველაზე ჯანმრთელი და გავრცელებული საშუალებაა გადასაადგილებლად. ძალიან მინდოდა მათგან ერთ-ერთი ვყოფილიყავი, დილით მეც ველოსიპედით, 980320_10200813407604435_1472889301_oჯგუფურად წავსულიყავი სამსახურში, თავზე დამთენებოდა, გზად თვალწარმტაცი ხედებით დავმტკბარიყავი…

სახლები მდიდრულია, მარტივად შენიშნავთ, რომ ამ ხალხმა იცის შრომის ფასი და შესაბამისად – ცხოვრობენ მათთვის შესაფერის პირობებში, გარშემო ყველაფერი ნათელია და ფერადი, შენც ავტომატურად ითავისებ ადგილობრივ ცხოვრების წესს და მოულოდნელად ივსები უჩვეულო ენერგიით, ბედნიერებით, პოზიტივით…

1400566_10200813398244201_224102150_oმე ჩემ შვედ მეგობართან დავრჩი, ქალაქისგან ცოტათი მოშორებით, ფეხით ორი საათის სავალზე და ეს ორი საათი ვერც კი ვიგრძენი, იმდენად მომხიბვლელი იყო გზა, სახლამდე.

ჩემი მასპინძელიც გაოგნდა, როცა გაიგო, რომ ფეხით მივედი.

სახლი პატარა იყო, სიმჭიდროვიდან გამომდინარე, მაგრამ კომფორტულობის თვალსაზრისით მოლოდინს გადააჭარბა.  სიცივისგან მოყინული – სახლში მომზადებულმა კერძმა და ცხელმა ჩაიმ მალევე გამათბო და დაიწყო მეორე ეტაპი, რომელსაც ღამის ცხოვრება ერქვა.
1039706_10200813386883917_1507921400_o1397365_10200813387443931_894166927_oღამის ქალაქიც არანაკლებ ბედნიერია. შეხვდებით საკმაოდ ბევრ არალეგალს, რომლებიც ბედის საძიებლად ჩამოსულან, მეტწილად პოლონეთიდან და უკრაინიდან. შუაღამით, როცა ყველაფერი იკეტება, ისინიც მაკდონალდსში, ან რომელიმე სადღეღამისო ობიექტში თბებიან ცივ დღეებში.861241_10200813376043646_836435333_oმიუხედავად შუა კვირისა, ბარებში განტვირთვისთვის შესულ ხალხს აქა-იქ მაინც გადავაწყდი. ისევ სასიამოვნო და პოზიტიური, მომღიმარი სახეები, კომუნიკაბელურობა… ჩემი, შვედებთან შედარებით მუქი კანის და თმის ფერიდან გამომდინარე, მარტივად ხვდებოდნენ, რომ უცხოელი ვიყავი, შესაბამისად აქტიურად მეკითხებოდნენ საიდან ჩამოვედი, რა ვნახე და რჩევებსაც არ იშურებდნენ…

1398954_10200813372163549_1605552292_o

და ბოლოს, სახლში მისულს – სასიამოვნოდ დატვითული დღის შემდეგ – მომენტალურად დამეძინა.

მეორე საღამოს, უფრო სწორად შუაღამით, სადგურთან მდებარე მაკდონალდსში, მოუთმენლად ველოდი ავტობუსის მოსვლას, რომ სკანდინავიის მეორე, ჩემთვის ძალიან საინტერესო ქალაქში, კოპენჰაგენში წავსულიყავი.

აქვე გავიცანი ემიგრანტი უკრაინელები, ტრენინგზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტების ჯგუფი, რომლებსაც შევუერთდი და მაგიდაზე თავდადებულს ჩამეძინა. პირობა შეასრულეს და მაღვიძარას დარეკვამდე გამაღვიძეს.1400247_10200813401764289_493695130_oსამაგიეროდ, საერთოდ არ დამიძინია ავტობუსში, რომელიც ჩემდა გასაოცრად ზუსტად წამების სიზუსტით მოვიდა. დავიჭირე ავტობუსის უფასო ინტერნეტი და დავიწყე ემოციების სტატუსებად გამოხატვა. გზაც ძალიან ლამაზი იყო, მთელი ღამის განმავლობაში  ყველა გაჩერებაზე ჩამოვდიოდი და ახლომდებარე ტერიტორიებს ვათვალიერებდი.

შევდიოდით მცირე ზომის კაფეებში, სადაც შეგვეძლო ყავის, საკვების, ან ნებისმიერი სხვა საჭირო პროდუქტის შეძენა, გავიცანი სხვა მოგზაურებიც. გზა 6-7 საათს გაგრძელდა.1052667_10200813399364229_756297391_oჩემი აღტაცება და ემოციები შვედეთის მიმართ, საზღვრის გადაკვეთამდე არ განელებულა, ხოლო ამის შემდეგ უკვე ახალი, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქალაქი მელოდა წინ, თავისი განსხვავებული სულით, სანახაობებით, თავგადასავლებით… ეს იყო კოპენჰაგენი…

გურამ შეროზია
www.guramsherozia.com

დატოვე კომენტარი

კომენტარი