სმარტფონის ხუთი აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობის დროს აუცილებლად გამოგადგებათ

ჩვენს წინა მიმოხილვას, რომელიც სმარტფონის სამოგზაურო აპლიკაციებს ეხებოდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  ამიტომ გთავაზობთ პოსტის მეორე ნაწილს, რომელშიც მიმოვიხილავთ კიდევ 5 აპლიაკაციას, რომელიც უფრო კომფორტულს გახდის თქვენი მოგზაურობისა და დასვენების პროცესს.

მსოფლიო მუზეუმები (Museums of the World)
Museums App
ეს აპლიკაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესაბამისად გაძლევთ ინფორმაციას ახლომდებარე გალერეების, მუზეუმებისა და გამოფენების შესახებ.  ინტერფეისი ძალიან მარტივი და ინტუიტიურია.  პროგრამაში შეყვანილია ევროპისა და ევროპასთან ახლომდებარე ქვეყნებში განთავსებული ათასობით დაწესებულება. აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაიგოთ მისამართები, სამუშაო საათები, საკონტაქტო ინფორმაცია და, რაც მთავარია, მიიღოთ ინფორამცია მუზეუმში განთავსებული ექსპონატების შესახებ.
ჩამოქაჩვა

ოფლაინ რუკა (Maps With Me)
Maps withme

ეს არის რუკა, რომელიც არ საჭიროებს ინტერნეტს და მხოლოდ სატელიტის გამოყენებით უფასოდ გაძლევთ ქალაქში ორიენტაციის საშუალებას.  მთავარია აპლიკაციაში წინასწარ ჩამოტვირთოთ ის ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრებით. რუკაზე განთავსებულია უამრავი რესტორანი, კაფე-ბარი და სხვა გასართობი ცენტრი.
ჩამოქაჩვა

იცოდე, რა შეუკვეთო რესტორანში (Foodspotting)
Food

ეს არის პროგრამა, რომელიც რესტორანში შეკვეთის ნამდვილ ექსპერტად გაქცევთ. აპლიკაციაში განთავსებულია მსოფლიოს უამრავი კერძი, რომელიც რესტორნების მიხედვით შეგძლიათ დაფილტროთ.  ასევე შესაძლებელია თქვენ თვითონ ატვირთოთ რომელიმე რესტორანში გადაღებული კერძი და გაუკეთოთ მოკლე მიმოხილვა.  დამატებით შესაძლებელია რესტორნის ჯავშნის პირდაპირ ტელეფონიდან გაკეთება.
ჩამოქაჩვა

თვითმფრინავის იაფი ბილეთების ძიება (Skyscanner)
sky
“Skyscanner”-ი ცნობილი ვებგვერიდია, რომელიც თვითმფრინავის იაფფასიანი ბილეთების საძიებელ მექანიზმს წარმოადგენს.  პროგრამა ავტომატურად ეძებს ათასობით ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ შემოთავაზებებს და მათ ფასისი მიხედვით ალაგებს.  აპლიკაცია ახლა უკვე მატარებლის განრიგისა და ფასების შედარების საშუალებასაც იძლევა.
ჩამოქაჩვა

საუკეთესო ადგილი თვითმფრინავში (SeatGuru)
seatguru
საუკეთესოა მათთვის, ვინც ხშირად დაფრინავს.  ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ წინასწარ შეარჩიოთ თვითმფრინავში ისეთი ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულია ჯდომა.  უბრალოდ უნდა ჩაწეროთ რეისის ნომერი და პროგრამა ზუსტად გამოიტანს თვითმფრინავის სავარძლების დიაგრამას და მოგინიშნავთ საუკეთესო ადგილებს.
ჩამოქაჩვა

 traveller.ge

დატოვე კომენტარი

კომენტარი