სმარტფონის ხუთი აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობის დროს აუცილებელია

სანამ სამოგზაუროდ წახვალ ყოველთვის ფიქრობ, თუ სმარტფონის რომელი აპლიკაცია ან პროგრამა დაგეხმარება და უფრო კომფორტულს გახდის დასვენების პროცესს. გთავაზობთ მოგზაურის ხუთ საუკეთესო აპლიკაციას, რომელიც უფასოდ შეიძლება ჩამოტვორთოთ სმარტფონისთვის.

Ulmon (City Maps 2Go Offline Maps)

ULMON

ერთ-ერთი საუკეთესო ოფლაინ რუკა, რომელიც არ საჭიროებს ინტერნეტს და მხოლოდ სატელიტის გამოყენებით უფასოდ გაძლევთ ქალაქში ორიენტაციის საშუალებას. მთავარია აპლიკაციაში წინასწარ ჩამოტვირთოთ ის ქვეყანა რომელშიც მიემგზავრებით. პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ წინასწარ დაპინოთ (მონიშნოთ) ის ადგილები რომლებიც გსურთ დაათვალიეროთ. რუკაზე ასევე განთავსებულია უამრავი რესტორანი, კაფე-ბარი და სხვა გასართობი ცენტრები.
აპლიკაციის უფასო ვერსიას გააჩნია შეზღუდვა ჩამოქაჩული რუკების რაოდენობაში.

XE Currency

XE

საუკეთესოა მათთვის, ვისაც მუდამ უჭირს ვალუტის კურსების გადაკონვერტირება და ეშინია თანხის დაკარგვის. XE Currency-ს აქვს ჩაშენებული ფუნქცია, რომლითაც მარტივად შეძლებთ რამდენიმე ვალუტიდან ეროვნულში კონვერტაციის კურსის ნახვას და ვალუტების შედარებას. აპლიკაციის ჩამოტვირთვა და მოხმარება უფასოა, ხოლო კურსების განახლება ხდება ხშირად, თუმცა საჭიროებს ინტერნეტ კავშირს.

Air Bnb

Air Bnb

ბოლო პეროიდში პოპულარული აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ დაჯავშნოთ არა სასტუმრო ან მოტელი, არამედ იაფად იქირაოთ ბინა დღიურად მსოფლიოს 34 000 ქალაქში. აპლიკაცია მოხმარებისთვის ძალიან მარტივია და მორგებულია პრაქტიკულად ყველა სმარტფონზე. აპლიკაციის ერთადერთი ნაკლი ის გახლავთ რომ სასტურმოს დაჯავშნის საიტებისგან განსხვავებით, სადაც ჯავშანზე თანხმობას ფაქტიურად უმალვე იღებთ, აქ ბინის მეპატრონის გამოხამურების ლოდინი გიწევთ.

Google Translate (ოფლაინ ლექსიკონით)

Google Translate

არ არის საჭირო დიდხანს ვისაუბროთ ამ აპლიკაციის უპირატესობებზე, რადგანაც, შეიძლება ითქვას, რომ უცხოეთში მოგზაურობისას იგი საუკეთესოა. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ წიანსწარ ჩამოქაჩოთ ისე ენა რომლის გამოყენებასაც აპირებთ, იმისთვის რომ თავიდან აირიდოთ როუმინგის ინტერნეტის ხარჯები.

Hotel Tonight

Hotel Tonight

კიდევ ერთი აპლიკაცია უცხო ქვეყანაში საცხოვრებლის დაჯავშნისთვის, რომელიც გაჭირვებაში ძალიან დაგეხმარებათ. სახელწოდებიდან გამომდინარე ამ აპლიკაციით შეგიძიათ დაჯავშნოთ სასტუმრო ძალზე დაბალ ფასად, მხოლოდ იმავე საღამოს და მხოლოდ ერთი ღამით. მიუხედავად იმისა რომ აპლიკაციაში ჩატვირთული სასტუმროების რაოდენობა მცირეა, გაჭირვების ჟამს იგი ნამდვირად დაეხმარება მოგზაურს.

არ დაგავიწდეთ რომ მოიწონოთ პოსტი ან დატოვოთ კომენტარები ქვემოთ!

დატოვე კომენტარი

კომენტარი