მოგესალმებით, მინდა განვავრცო ის თემა რაც საზოგადოებამ დიდად არ იცის, ანდაც თუ იცის მხოლოდ გადმოცემით და მცირე ინფორმაციით. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია სკაუტინგზე და მის როლზე ადამიანისთვის.

მსოფლიო სკაუტური მოძრაობა არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს არაფორმალურ განათლების გაღვივებაზე ახალგაზრდებში. ისეთი უნარჩვევების შეძენას რომელსაც სკოლაში ფორმალურად ვერ ასწავლიან, მაგ: თვითგადარჩენა, პირველადი დახმარება, zipline, საზღვაო კვანძები, ბუნებაში გადაადგილება (ორიენტირების უნარი), ცეცხლის დანთება, თავშესაფრის აშენება და ა.შ. world organization of the scout movement (WOSM) უკვე ასწლეულზე მეტი ხანია არსებობს. ის #1 აპოლიტიკური და არელიგიური ორგანიზაციაა. მისი დევიზია create a better world. ეს ორგანიზაცია აერთიანებს 160 ნაციონალური ქვეყნის 28 მილიონზე მეტ წევრს. ორგანიზაცია დაყოფილია 6 რეგიონად : აფრიკა, არაბეთი, აზია-წყნარი ოკეანე, ევრაზია, ევროპა, ჩრდილოეთ-სამხრეთ ამერიკა.

საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია (სსმო) შედის ევრაზიის რეგიონში. სკაუტინგი ღიაა ყველასათვის, ვინც ეთანხმება მოძრაობის პრინციპებს, მიზნებსა და მეთოდოლოგიას, მიუხედავად მათი რასობრივი, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ჩვენს ქვეყანაში საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია დარეგისტრირდა 1994 წელს. დაარსების დღიდან აქტიურად ფუნქციონირებს.. დღეს საქართველოში 2000მდე სკაუტია და სამომავლო გეგმაა ის რომ 2020 წელს სკაუტების რიცხვმა საქართველოში მინიმუმ 20 000 უნდა შეადგინოს 🙂 რისი დიდი იმედიც გვაქ სკაუტებს და აქტიურად ვეძებთ ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც აქვს სურვილი პიროვნულად წარემატოს, აღმოაჩინოს თავის თავში და განავითაროს ლიდერული უნარ-ჩვევები და გამოადგეს თავის სამშობლოს. საქართველოში 6 სკაუტური მოძრაობის  ორგანიზაციაა : თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს.

სკაუტური ბანაკი ყველაზე “მადისაღმძვრელი ლუკმაა” სკაუტინგში. საქართველოში ყოველ ზაფხულს ტარდება ნაციონალური ბანაკი, სადაც მთელი საქართველოს სკაუტები და არამხოლოდ სკაუტები იღებენ მონაწილეობას. ისინი დაუვიწყარ დროს ატარებენ 7 დღის მანძილზე. სტუმრები გვყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. 2016 წელს სკაუტური ბანაკი “თავგადასავალი 2016” გაიმართება ბოლნისში, სოფელ ფოლადაურში 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე.

სკაუტისთვის ახალი გარემოს ათვისება, ხეტიალი, ლაშქრობა , ბუნებასთან მეგობრობა და მისი სიყვარული, ცხოვრების განუყოფელი წესია. ერთხელ სკაუტი სამუდამოდ სკაუტია!

იმედი მაქვს ბევრი ჩვენსავით ბუნების მოყვარული ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ოჯახს რასაც საქართველოს სკაუტები ჰქვია!

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი