Cover

მონაკოს სახელი ყველასთვის სილამაზესთან და სიმდიდრესთან ასოცირდება.  მსოფლიოში ეს ერთ-ერთი ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფო ცნობილია თავისი განუმეორებელი სანაპიროებითა და კაზინოებით. ჯუჯა სახელმწიფოს მოსახლეობა მხოლოდ 36 000 ადამიანია. ევროპის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მონაკოს ერთადერთი მეზობელი ქვეყანა საფრანგეთია. სახელმწიფო ენა ფრანგულია. ქვეყანის დედაქალაქის სახელწოდებაც მონაკოა, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ და მხოლოდ 1400 მოსახლეს ითვლის. ქვეყანა დაყოფილია 4 რეგიონად: მონაკო, მონტე კარლო, ფონტვიეი და ლა კონდამინი.

monac

 

ტურისტული სექტორი მონაკოში ქვეყნის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მიიჩნევა. ძირითადად ტურისტებს სამორინეები იზიდავენ. უალამზესი მონტე კარლოს სამორინეები არამარტო მონაკოში, არამედ მთელ მსოფლიოშია ცნობილი და მათ მოსანახულებლად უამრავი აზარტული თუ უბრალოდ დათვალიერების მსურველი ვიზიტორი ჩადის.  სამორინეების უმეტესობა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ფუნქციონირებს.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მონაკოს მოსახლეობას აკრძალული აქვს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, შესაბამისად მათ არ შეუძლიათ სამორინეებში თამაშიც.

kazin

 

აზარტული თამაშების გარდა ქვეყანას სხვა მრავალი ღირსება გააჩნია, მაგალითად, ულამაზესი სანაპიროები.

sanapiro

 

იმ ადამიანებმა, რომლებმაც მონაკოს შესახებ ბევრი რამ არ იციან და მისი სახელის გაგონებაზე მხოლოდ ლამაზი მდიდრული ვილები და სხვა  სტერეოტიპები ახსენდებათ, არ იციან, რომ ქვეყანა მსოფლიოში ცნობილი Formula 1-ის რბოლების მასპინძელიცაა. 1929 წლიდან მონაკოში ტარდება რალი სახელწოდებით „მონაკო გრანდ პრიქსი“. ასევე 1911 წლიდან იმართება მონტე კარლოს რალი, რომელიც ვიზიტორების რაოდენობით ტოლს არ უდებს Formula 1-ის რბოლებს. რბოლების დროს მთელი ქვეყნის გზები იკეტება და ტრასის მაგივრობას უწევენ მრბოლელებს.

formula

ერეკლე ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი