სან ფრანცისკო – ამერიკის უკიდურესი დასავლეთ ნაწილი, ვერ წარმოვიდგენდი თუ იქ ოდესმე მოვხვდებოდი. თუმცა ამ ქალაქისათვის იღბლისა თუ უიღბლობის წყალობით მრავალ მოგზურს შეუფარებია თავი, არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი. უჩვეულო საჩუქარი, მოულოდნელი თავგადასავალი და. ჩვენ აღმოვჩნდით იქ, სადაც ასწლეულების მანძილზე პილიგრიმების, მისიონერების,და უბრალოდ ბედის მაძიებლებისათვის სანუკვარი ალაგი იყო.
სან ფრანცისკო – არაერთგვაროვანი ქალაქია. ქუჩის პირას ჩამწკრივებული მოკაზმული ქალბატონები (PAINTED LADIES) თითქოს სამეჯლისოდ ემზადებიან და მოუთმებლად ელიან ღირსეულ კავალერს, თუმცა მათ მხიარული ყიჟინით ყაიდაგასული მატარებელი თუ ჩამოურბენს და იმედებს გაუცრუებს ვიქტორიანელ მანდილოსნებს.
ქალაქი ბორცვებზეა შეფენილი, დაღმართს აღმართი ენაცვლება და პირიქით; თითქოს იმ ადამიანების ცხოვრებას ასახავს, რომლებიც წლების მანძილზე შრომობდნენ იმ იმედით, რომ შემთხვევით ნაპოვნი ოქროს მარცვალი ძირეულად შეცვლიდა მათ ცოვრებას – დაღმართს აღმართად უქცევდა. შებინდებისას, შემაღლებული ადგილებიდან ციცინათელებივით მოსჩანს დაბლა ქუჩებში შუქანთებული მანქანები. გვაგონებს ძველ ვიწრო ქუჩებში ჩირაღდნებით მოძრავს ოქროსმაძიებლების სილუეტებს, რომლებიც ჭიანჭველებივით ირევიან ბნელ გასასვლელებში. მათ მძიმე სამუშაო დღე დაასრულეს და სულმოუთქმელად მიაშურეს კაბარეებსა და სათამაშო სახლებს. ალბათ ეს ქალაქი ვერასოდეს გაექცევა წარსულს გავიფიქრე, როდესაც ქუჩაში ჭრიალით მიმავალი ვაგონების და მგზავრების ჟრიამულის ხმას მოვკარი ყური- ეს ხმაური საბადოებში ჩაკარგული ოქროსნაძიებლებისა და დატვირთული ურიკების ხმას მივამსგავე.
ოქროს კარიბჭე საუკუნების განავლობაში კარს უხსნიდა სამტროდ თუ სამეგობროდ მომავალ გემებს. ჩვენმა ხომალდმაც გადაკვეთა ზურმუხტოვანი ყურე და სან ფრანცისკოს აეროპორტში დაეშვა. ქუჩებში გავედით: გორაკებზე შეფენილი 2 – 3 სართულიანი სახლები, ყურეზე გადაჭიმული ოქროსფრად მოელვარე ხიდი და გემის მისადგომებით მოფენილი სანაპირო. ქალაქს მაღლიდან თუ გადმოხედავთ, დატალღული ქუჩები მღელვარე ოკეანის ლოგიკური გაგრძელებაა, ხოლო პირსებით დაკბილული სანაპირო ზოლი მრავალწახნაგა „პაზლივით“ აერთებს მიწასა და ხმელეთს ერთმანეთთან.
ქუჩაში მრავლად ირევა სხვადასხვა ნაციონალობის ხალხი. მათ აქ თავიანთი სამშობლო იპოვეს, თავიანთი კულტურა და ტრადიციები მოიტანეს .ქუჩებში თავისუფლება იგრძნობა. ჰორიზონტი, როგორც სხვა ამერიკულ ქალაქებში, ცათამჯენებს არ ჰყავს დატყვევებული. გზებზე თავისუფლად დაჰქრის თანამედროვე მანქანები და მოძველებული ტრამვაი, მე-18 საუკუნეში აგებული შენობემი ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე ნაგებობებს. აქ კულტურებს, ტრადიციებს შორის საზღვარი წაშლილია და ეს ნარევი დღეს სან ფრანცისკოს ხალიასან ქუჩებში მრავალად არის გადმოღვრილი. გახვალ თუ არა ქუჩაში ამ ორმოტრიალის მონაწილე ხდები, გრძნობ რიმ ძალიან მოკლე ხანში ეჩვევი გარემოს და მისი ნაწილი ხდები. მოულოდნელად აღმოაჩენ რომ ეს ქუჩები უცხო აღარ არის, გამვლელი მეგობრულად გესაუბრებია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შენი დამტვრეული ინგლისური სულაც არავის ეხამუშებაT. უმრავლესობამ ხომ აქ და ამგვარად აიდგა ენა და არც შენ ხარ უცხო იმ ქალაქში, სადაც ყველა შინაურია და უცხოტომელი უკვე დიდი ხანის აღარ არსებობს.
„პელიკანების კუნძული“ – სანაპიროსთან მოშორებით ამომართული მიწა. მის ირგვლივ გუნდებად შეკრული პელიკანები ცაზე დანავარდობენ. მათი ბაცი ფერი, ქარზე მოფარფატე იმ ხომალდების იალქნების ნაგლეჯებს წააგავს, რომლებიც ქარიშხალმა კუნძულის კლდოვან მისადგომებს შეანარცხა. …. ან კიდევ მეზღვაურის სულს, რომელიც გრიგალთან ბრძოლაში დამარცხდა და საკუთარი ხომალდის ნამსხვერევბში, თითქოს აკვანში, როგორც ჩვილმა ყრმამ ისე მიიძინა.
ფრთაგაშლილი ფრნველები მოუთმენლად დასტრიელებენ კუნძულს, თუმცა კი დაშვებასა და ბუდის გაკეთებას არ ესწრაფვიან. ამ კუნძილის ნამდვილი სახელწოდება ხომ „ალკატრასია“ და აქ ქვეყნის ყველაზე მძიმე დამნაშავეები იხდიან სასჯელს. თავისუფლების მოყვარე ჩიტებს არასოდეს უნატრიათ მათი ბედი, თუმცა ტუსაღებს ალაბთ არაერთხელ უოცნებიათ, რომ ფრთები გამოისხან და მოშორდნენ იმ ადგილს, საიდანაც დასაბრუნებელი გზა ჯერ კიდევ არავის უპოვია….
ქალაქში ღრუბელი ჩამოწვა. ოქროს კარიბჭე ნისლში გაეხვია, გაფერმკლთალდა გორაკებზე შეფენილი სახლები, დაიჩრდილა ცათამბჯენის მწვერვალები – თვალისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მათი ფრაგმენტებიღა რჩება. ამ დროს სან ფრანცისკო ჯადოსნურ ქალაქს ემსგავსება. ქუჩები უჩინარდება, ხმაური კი სხვა სამყაროდან ისმის. თითქოს ამ დროს იგი თავის პირველყოფილ პატრონებს “იჰილებს“ უბრუნდება, რომლებიც არამიწიერი რიტუალებით თავიანთ სამშობლოს დროებით უბრუნდებიან . ალბათ ეს შეხსენებაა იმისა, რომ ამ მიწაზე მისი ნამდვილი ბატონ-პატრონი ჯერ კიდევ არ თმობს თავის უფლებებს.

და ბოლოს; ვესტუმრეთ ტალღებზე ძველ იალქნიან ხომალდს „ალიასკას ვარსკვლავს“. გემბანზე პატარა მაშველები მზადებას გადიოდნენ. მზადებას იმ შემთხვევისათვის, თუ ქალაქს ავბედითი მიწისძვრა კვლავ შეაზანზარებსს. თვალანთებული ბიჭები და გოგონები, სიცივეში, საწვიმარში გახვეული, ყურადღებით უსმენდნენ კაპიტნის დავალებებს და აღელვებულები გასცქეროდნენ აბობოქრებულ ბუნებას. ამ ღამეს ისინი კაიუტაში გაატარებენ, დილით კი იმ იმედით გაიღვიძებენ, რომ მამაცი იუნგა კვკავინდებურად გასძახებს გარიჟრაჟზე . “მიწაა ჰორიზონტზე “.

გიორგი ნიკოლაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი