1 Sansebastian2

ევროპის მასშტაბით ცნობილია საუკეთესო სანაპიროთი.  სან სებასტიანი ესპანეთის ნამდვილი მარგალიტია. კურორტი კომბინირებულ დასვენებას სთავაზობს ტურისტებს.  აქ შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც “ვინდ სერფინგით”, ისე სხვა საზღვაო სპორტით, დატკბეთ ძველ ქალაქში სეირნობით ან უბრალოდ მიიღოთ მზის აბაზანები.

სან სებასტიანი ბასკეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბისკაის ყურეშია განთავსებული. საზღვაო დასვენებასთან ერთად აქ ტურისტებს 1014 წელს აშენენბული წმინდა სებასტიანის მონასტერიც იზიდავს.

სან სებასტიანში ასევე განთავსებულია ესპანეთის სხვადასხვა საგამოფენო კომპლექსი, მაგალითად, მირამარის სასახლე და აგიეტეს პალასი, რომელიც მეფის საზაფხულო რეზიდენციაა.

Miramar Jauregia

ქალაქში ბასკეთისთვის დამახასიათებელი უამრავი შენობა-ნაგებობა დგას. აქვეა სხვადასხვა რესტორანი, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამზარეულოს სთავაზობს მომხმრებლებს.

San-Sebastian-Spain5

აღსანიშნავია ძველი ქალაქი, რომელიც ტურისტებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ფოტო: Julian Ocon, dynamosquito, Oscar Alonso, Juan Bosco, LUIS FELICIANO.

დატოვე კომენტარი

კომენტარი