Exif JPEG PICTURE

საზღვარგარეთ მოგზაურობისას, სანამ ეგზოტიკურ საკვებს დააგემოვნებდეთ, გირჩევთ მოიპოვოთ იფორმაცია მის შესახებ, რადგან ყველაფერი განსხვავებული არ შეიძლება გემრიელთან ერთად სასარგებლო და უვნებელიც იყოს.

მაშ ასე, რა არ უნდა მიირთვათ იაპონიაში მოგზაურობისას? ფუგუ!  ეს არის თევზის სახეობა, რომლის ორგანოებშიც, განსაკუთრებით ღვიძლში, აღმოჩენილია მომაკვდინებელი შხამი –  ტეტრადეტოკსინი, მისი ანტიდოტი კი არ არსებობს.  ზოგიერთი მზარეული, კერძის მომზადებისას, შხამის მცირე რაოდენობას ტოვებს, რათა თევზს უნიკალური გემო და არომატი შეუნარაჩუნოს.  ასე რომ, ფუგუს დასაგემოვნებლად ნამდვილად დაგჭირდებათ გამბედაობა.

fugu

 

აკი მექსიკური ხილია, ვიტამინებითა და პროტეინით სავსე და ერთი შეხედვით უწყინარიც, მაგრამ თუ მოუმწიფებელ ნაყოფს მიირთმევთ, აკი გამოყოფს ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს, რაც დაუსრულებელ კრუნჩხვებსა და ღებინებას იწვევს.

aki

 

თუკი საფრანგეთში, ბაყაყის, მხოლოდ ფეხებია მიჩნეული დელიკატესად, აფრიკაში მას მთლიანად მიირთმევენ.  თანაც არ გეგონოთ სპეციალური დამუშავების შემდეგ აგემოვნებდნენ მას.  ბაყაყს იჭერენ თუ არა, სადილსაც იქვე ამზადებენ, სახელდახელოდ.  გასათვალისწინებელია ერთი რამ, რომ ნამიბიური ბაყაყი მისი გამრავლების პერიოდში უნდა მიირთვათ, სხვა შემთხვევაში თირკმლის უკმარისობა არ აგცდებათ.

bayayi

 

ერთი ულუფა უმი სან ნაკ ჯის მომზადებას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა.  სან ნაკ ჯი არის რვაფეხა, რომლის პატარა საცეცებიც იხარშება ზეითუნის ზეთში და ნელდება სეზამის მარცვლებით. რჩევა:  სანამ სან ნაკ ჯის საცეცებს გადაყლაპავდეთ, კარგად დაღეჭეთ, რადგან ამ მიზეზით გაგუდვის შემთხვევები არცთუ ცოტაა.

Exif_JPEG_PICTURE

ბავშვობაში, და არა მხოლოდ, მუდამ გვეუბნებოდნენ, რომ ხილი სასარგებლოა და აუცილებლად დიდი რაოდენობით უნდა მივიღოთ.  ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ალუბლის, ქლიავის, ატმის, გარგარისა და ვაშლის კურკები შეიცავენ წყალბადის ციანიდს.  ამიტომ, როგორც იტყვიან, ყველაფერს აქვს საზღარი.  მიირთვით ხილი მცირე და არა განუსაზღვრელი რაოდენობით.

ისევ ციანიდი.  კასავას ფოთლები და თესლი  სავსეა ამ ნივთიერებით.  ეს არის ტროპიკული მცენარე, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში.  იგი ძალიან პოპულარულია წვნიანი ფოთლებისა და თესლის გამო, რადგან მისგან ამზადებენ სასმელს, სახელწოდებით, პივარი.

SANYO DIGITAL CAMERA
SANYO DIGITAL CAMERA

 

კაზუ მარძუ იტალიაში არალეგალურად მოხმარებადი პროდუქტია.  მას ბევრ ქვეყანაში მავნე საკვებადაც მიიჩნევენ.  მისი მომზადების პროცესი არასასიამოვნო აღსაწერია, ამიტომ დეტალურად არ მოვყვებით, თუმცა ზოგადი წარმოდგენისთვის თუ რატომ არ უნდა მიირთვათ ეს ყველი, გეტყვით, რომ მას ამზადებენ თხის რძისგან და დიდი ხნით ტოვებენ გარეთ, რომ კარგად „დაძველდეს“.  ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის მწერი მისი ხშირი სტუმარია  და იქ კვერცხებსაც კი დებენ.  როდესაც პატარა მწერები იჩეკებიან და ჭამას იწყებენ, ყველი რბილდება და ისიც მზად არის.  თუ კი ამ ყევლაფრის შემდეგ მაინც გადაწყვეტთ კაზუ მარძუს დაგემოვნებას იცოდეთ, რომ მის ბინადრებიანად მოგიწევთ მირთმევა, რომ არ მოიწამლოთ.

სისხლიანი მოლუსკი ჩინური დელიკატესია, რომელიც ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია.    მის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო იხარჯება, რათა შეამცირონ ჰეპატიტისა და დიზინტერიის ბაქტერიების რაოდენობა.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი