საბერძნეთი

სამხრეთ ევროპის სახელმწიფო, მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, რომელიც გაშლილია ეგეოსის, იონის და ხმელთაშუა ზღვის ფართო სანაპიროებზე და კუნძულებზე.  ჩრდილოეთით მას ესაზღვრება: ალბანეთი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა – მაკედონია, ბულგარეთი და თურქეთი.  საბერძნეთის უძველესმა კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა დასავლური კულტურის საერთო განვითარებაზე (ხელოვნების, ენის, ფილოსოფიის, პოლიტიკისა თუ დამწერლობის თვალსაზრისით).

დედაქალაქი: ათენი

სახემწიფო ენა: ბერძნული (რომლის არსებობაც 4000 წელს ითვლის)

სახელმწიფოწყობილება: საპარლამენტო

ქვეყნის მოსახლეობა: მიახლოვებით 11 მილიონს შეადგენს, რომლის 98%-ი მართმადიდებელი ქრისტიანია.

საბერძნეთის წარმოსახვაში ყველას თეთრი სახლები და ლურჯი სახურავები ესახება, მაგრამ ეს მხოლოდ ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიას ახასიათებს.  გაკვირვებული დარჩებით დანარჩენი რეგიონების მრავალფეროვანი არქიტექტურით, თითოეულის დამახასიათებელი სტილით, რაც თავის მხრივ, ადგილობრივ ისტორიას ასახავს.  ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა მდიდარმა ისტორიამ შემოინახა როგორც შუა საუკუნოვანი, ისე კლასიკური სტილის ისტორიული ძეგლები.  მართალია,  კოსტანტინეპოლის დაპყრობით ოსმალური თურქეთის დიდი გავლენა იგრძნობოდა, მაგრამ ქვეყანამ მაინც მოახერხა ქრისტიანული კულტურის შენარჩუნება.
ათენიქვეყნის ბუნება ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი არქიტექტურა.  იდიალური პლაჟები, აღმართული მთების მწკრივი, ღვინის მწარმოებელი ხეობები, სამხრეთით გადაჭიმული ზეთისხილის ბაღები და წიწვოვანი ტყეები ჩრდილოეთით.

1992 წლიდან საბერძნეთი ევროკავშირის წევრია.  ამასთან, დასამალი არავისთვისაა, რომ ქვეყნის წინაშე ისეთი პრობლემებია, როგორებიცაა კორუფცია, ეკონომიკის ნელი განვითარება, უმუშევრობა და სიღარიბე.

სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული შობა, აღდგომა და ღვთისმშობლის მიძინებაა.

სახელწიფო ენად ბერძნულია გამოცხადებული, მაგრამ ტურისტებისთვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს ბერძნულის არცოდნა.  აქ თითქმის ყველა ასაკის წარმომადგენელი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მისალმებისა (ია) და მადლობის (ევხარისტოს) გადახდის ცოდნა ბერძნულად.
სკიათოსიქვეყანაში ტურისტულმა ინდუსტრიამ 1960 წლიდან დაიწყო განვითარება.  სტუმრებს იზიდავს მისი ისტორიული ძეგლები, მთიანი მატერიკები, იდეალური კუნძულები და პლაჟები.  ოფიციალური ცნობით, 2007 წელს ქვეყანას 17 მილიონი ტურისტი სტუმრობდა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია პატარა ქვეყნისთვის.

ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს კრეტას, დოდეკანესს, კიკლადისს და დასავლეთ საბერძნეთის კუნძულებს.

რუკა
რუკა რეგიონების ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დაგეხმარებათ:
საბერძნეთის რუკა

კლიმატი
კლიმატი მრავალფეროვანია.  აქ ვხვდებით როგორც ნორმალურ,ისე ხმელთაშუა ზღვისა და ალპური ზონისთვის დამახასიათებელ კლიმატს.  მზიანი ამინდები აპრილიდან ნოემბრამდე გრძელდება.  ყველაზე მშრალი სანაპიროები ეგეოსის სამხრეთითაა.  ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ყველაზე ცხელი დღეებია.  ამ პერიოდში ადგილობრივები ერიდებიან შუა დღის 1 სთ-დან 5 სთ-მდე ყოველგვარ საქმეს, მაგრამ სწორედ ამ დროს სტუმრობს ყველაზე მეტი ტურისტი სანაპიროებს და ფასებიც შესაბამისად იწევს.  თუ თქვენ არა მხოლოდ პლაჟზე დასვენება, არამედ უბრალოდ ქვეყანაში მოგზაურობა გსურთ, გირჩევთ წლის დანარჩენ თბილ დღეებში ესტუმროთ საბერძნეთს, როდესაც ნაკლები ტურისტია და ამინდიცა და ფასებიც მისაღები.
საბერძნეთიის სანაპირო

უსაფრთხოება
ქვეყანაში კრიმინალის დონე ძალზედ დაბალია.  იშვიათია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არეულობა ან ქურდობა.  თუ კი კრიმინალის ერთეული შემთხვევებში მოხდა, ამის მიზეზადაც ემიგრატების შემოდინება სახელდება.  ადგილობრივები სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია და ტურისტი აქ სრულიად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს.

მკაცრია კანონები ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებით.  მკაცრად იკრძალება მარიხუანაც.  არ მოტყუვდეთ და გაითვალისწინეთ, რომ სულ მცირე რაოდენობაც კი საკმარისია დიდი პრობლემებისთვის.  ამ თემაზე სახელმწიფოსთან ერთად ადგილობრივებსაც იგივე შეხედულება აქვთ და სულ თავისუფლად შეიძლება ტურისტს ამისთვის პოლიცია გამოუძახონ.  ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარება გასაღებასა და ტრეფიკინგის დანაშაულის სიმძიმესთან იგივდება.

ასევე წარმოგიდგენთ სხვა საინტერესო ადგილებს:

  • კორფუ – დიდი კუნძული უამრავი ღისრშესანიშნაობით;
  • დელფო – აპოლონის ტაძარი და მნიშვნელოვანი არქიოლოგიური ადგილი;
  • მეტეორა- ქვისა და ბიზანტიური მონასტრების შთამბეჭდავი პეიზაჟები;
  • ითაკა – ოდისევსის მშობლიური კუნძული;
  • ათონის მთა – ნახევრად დამოუკიდებელი საეკლესიო რესპუბლიკა;
  • მიკონოსი – მსოფლიოში განთქმული დასვენების ცენტრი;
  • ოლიმპია – რელიგიური ცენტრი,ზევსის კულტისადამი მიძღვნილი ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელი ადგილი;
  • როდოსი – კუნძული პლაჟებითა და უძველესი ისტორიული ძეგლებით;
  • სანტორინი – ვულკანური წარმოშობის კუნძული, განთქმული თავისი სილამაზით;

ფულის ერთეული
2002 წელს ბერძნული დრახმა აქ ევრომ შეცვალა.  საბერძნეთი იმ 24 ქვეყნის ჩამონათვალში შედის, სადაც ოფიციალური ფულის ერთეული არის ევრო.  ამასთან, საბერძნეთ ევროცენტის მონეტებსაც ჭრის.
ვალუტის გადაცვლა თავისუფლადაა შესაძლებელი: დიდ ქალაქებში, ავტომატური გადაცვლის პუნქტებში, რომელსაც ათენის აეროპორტშიც შეხვდებით და ბანკებში (იტოვებენ საკომისიოს).  საუკეთესო კურსისთვის მოსახერხებელია პლასტიკური ბარათი (Mastercard, Visa, Eurocard), რომლის გამოყენება თითქმის ყველგან არის შესაძლებელი გარდა ზოგიერთი რესტორნისა და სუვენირების მაღაზიისა.  ბანკომატები აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა განთავსებული.

სამზარეულო
ბერძნული სამზარეულო ხომ ცნობილია თავისი ისტორიით.  იგი წარმოადგენს ადგილობრივი ტრადიციისა და უცხოური კულტურის ნაზავს.  ასევე იგრძნობა  მეზობელი თურქეთისა და იტალიის სამზარეულოების დიდი გავლენა.
სანტორინიბერძნები დიდი რაოდენობით ზღვის პროდუქტებს მოიხმარენ.  ასევე ქვეყანა ცხვრის, ღორისა და ძროხის ხორცის ძირითადი მწარმოებელია.  სამზარეულოს განუყოფელ ინგრედიენტებს წარმოადგენს ზეითუნის ზეთი, ლიმონი და პომიდორი, სუფრას ყოველთვის თან ერთვის ღვინო და პური.  მათ არ მოსწონთ სწრაფი კვება და მას უსარგებლო საკვებად თვლიან.  თუმცა ქუჩებში მრავლად შეხვდებით თითქმის ყველა ბრენდის FAST FOOD-ს.  ტურისტებს უამრავი რესტორანი ემსახურება.  აქ შემოგთავაზებენ როგორც ტრადიციულ, ისე ჩინურ, იტალიურ, ფრანგულ და თანამედროვე კულინარიის სხვა კერძებს, მაგრამ… რესტორანში კარგია თუ ანგარიშის მოთხოვნისას უფასო დესერტითაც გაგიმასპინძლდებიან და ცუდია თუ დესერტიც მენიუშია მიწერილი.  შეიძლება თეფში მანამდე აგაცლიან, ვიდრე თქვენ დესერტის დაგემოვნებას დაასრულებდეთ.  არაფერი პირადული, ეს მხოლოდ ადგილების გასანთავისუფლებლად ხდება, რადგან კლიენტი უამრავია.

პოპულარული ბერძნული კერძები:  

  • Moussaka – ღუმელში კარგად შემწვარი ბადრიჯანი, დაკეპილი ხორცით, პომიდორითა და თეთრი სოუსით;
  • Pastitsio – მაკარონის ნაირსახეობა;
  • Stifado – ხახვში, ღვინოსა და დარიჩინში ჩაშუშული ხორცის ნაჭერი;
  • Spetzofai – მოშუშული ძეხვი წიწაკასა და პომიდორში;
  • Sahanaki – შემწვარი ყველი;
  • Paidakia – გრილზე შემწვარი ცხვრის ხორცის კატლეტები.

გაყინული ზღვის პროდუქტების შემთხვევაში მენიუში მითითებული იქნება ფასები, ხოლო თუ თქვენ ცოცხალი თევზით მომზადებული კერძის დაგემოვნებას გადაწყვეტთ, ასეთ შემთხვევაში ფასი კილოგრამების მიხედვით განისაზღვრება და შეიძლება ძალიან ძვირი გამოვიდეს.  ამიტომ თუ თქვენ ბიუჯეტს უფრთხილდებით, შეკვეთის წინ აუცილებლად იკითხეთ კერძის ღირებულება.

ასევეა შემწვარი კარტოფილიც, რომელიც მენიუში შეიძლება ჩიფსების სახით იყოს აღნიშნული.  დესერტად მიირთვით უგემრიელესი ფახლავა ან „galaktoboureko“ (ერთგვარი კრემიანი ტორტი), ასევე აუცილებლად გასინჯეთ ბერძნული იოგურტი, რომელიც ძალიან განსხვავდება მარკეტებში ნაყიდისგან.

მწეველებისთვის:
2010 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია თამბაქოს მოწევა.  ბერძნები ძალიან ბევრს ეწევიან და ხშირ შემთხვევაში არ ემორჩილებიან ამ აკრძალვას.

გადაადგილების საშუალება:
აქ თავისებური ხასიათის ტაქსის მძღოლებს შეხვდებით.  სუბიექტური მიზეზის ან შორი მანძილის გამო შეიძლება არ მოგემსახურონ ან არ მოემსახურონ ერთად მყოფ სამ ადამიანს…  სამს ცალ-ცალკე კი, მაგრამ ერთად – არა.

ანდა რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგემსახურებათ ტაქსი… თქვენ ხომ საბერძნეთში ხართ… ღმერთების ქვეყანაში.  

ვიზა:
იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთი შენგენის წევრი ქვეყანაა, საჭიროა შენგენის ვიზა, რომლის აღებაც საქართველოში საბერძნეთის საკონსულშია შესაძლებელი.

მისამართი: რაზმაძის ქ.40 ; ტელ: 2 91 49 70 ; 2 91 49 74

ნათია მიქაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი