ალბათ, დამეთანხმებით, რომ როუმინგი ნებისმიერი მოგზაურობის დროს მთავარი თავის ტკივილია. ყველას, ვისაც ქვეყნიდან გასვლისას უსარგებლია ამ სერვისით, კარგად ახსოვს პროცედურები: უნდა მიხვიდეთ მობილური კავშირგაბმულობის პროვაიდერთან, გაააქტირუოთ სერვისი, შეიტანოთ დეპოზიტი (ხანდახან უზომიდ დიდი ოდენობით) და შემდგომ უკვე მოგზაურობისას აკონტროლოთ ბალანსი, ილაპარაკოთ რაც შეიძლება სწრაფად და შერჩევით უპასუხოთ ზარებს.

“როუმინგზე ვარ, ჩქარა მითხარი!!!” – ეს ფრაზა ყველას კარგად გვემახსოვრება.

თუმცა, ამ ბოლო პერიოდში სხვადასხვა კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს გონივრული ალტერნატივების შეთავაზება ქართველი მომხარებლისთვის. საუაბარია ე.წ. “USSD Call Back” სერვისზე.  დასახელება ნუ დაგაბნევთ, უმარტივესი პრინციპია – მობილური ოპერატორის სპეციალური კოდის საშუალებით აბონენტს ატყობინებთ, რომ გადმოგირეკოთ.  გადმორეკვის პროცესიც ავტომატურად ხდება, სანაცვლოდ კი შემომავალი ზარის დაბალფასიან ტარიფს ოპერატორი თქვენ გახდევინებთ.

გამოდის, რომ მეგობარს თხოვთ გადმორეკვას, სანაცვლოდ კი გადმომრეკისთვის თითქმის განახევრებულ სატელეფონო ხარჯს თქვენ ფარავთ.

აღნიშნული სერვისების შეთავაზება საქართველოში პირველად რამდენიმე კომპანიამ დაიწყო. ეს კომპანიები ქართველ მომხმარებელს ევროპული ქვეყნების ნომრების საშუალებით ემსახურებიან.  კომპანიების მიერ მოწოდებული სიმ-ბარათები სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი კოდებით იწყება (მაგალითად, ესტონური სიმ ბარათი კოდით: +372). ამ ტიპის ბარათზე როუმინგის ტარიფი 39 ცენტიდან იწყება და ზოგიერთ მიმართულებაზე წუთში ერთ დოლარზე მეტითაც კი განისაზღვრება.

აღნიშნული ოპერატორებიდან ერთ-ერთის მომხარებელი მეც გახლავართ და არაერთხელ მისარგებლია მათი სიმ-ბარათით. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ბაზარზე უკვე ქართულმა ოპერატორმა “მაგთიკომმა” გამოიტანა პროდუქტი “მოგზაური”, რომელიც აქტიურად დაუპირისპირდა მის ზემოაღნიშნულ “ევროპულ” ანალოგებს.  კომპანიის განცხადებით, მათი როუმინგის უპარტესობა სამ ძირითად მახასიათებელშია:

  • არ გიწევთ მოგზაურობის დროს ნომრის შეცვლა და ახალი საკონტაქტო ინფორმაციის მეგობრებისთვის დაგზავნა;
  • არ საჭიროებს დეპოზიტს და მუშაობს ზემოაღწერილი “გადმორეკვის” პრინციპით;
  • და რაც მთავარია, აქ შემავალი და გამავალი ზარის ტარიფები გაყოფილია და ანალოგებთან შედარებით ძალიან დაბალია.

თურქეთში ბოლო ვიზიტის დროს, საშუალება მომეცა მაგთის პირად ნომერზე გამეაქტიურებინა ეს სერვისი და ევროპულ ანალოგთან ერთად ორ სიმ-ბარათიანი მობილური ტელეფონით გამომეცადა და ერთმანეთისთვის შემედარებინა კონკურენტები.

სერვისის ტარიფი

“მაგთიკომის” როუმინგის უპირატესობებიდან ყველაზე მთავარი სერვისის სიიაფეა. ამ ოპერატორის ტარიფი გამავალ როუმინგზე 30 თეთრიდან იწყება და ზოგიერთ ქვეყანაში 90 თეთრამდე ადის.mogzauri   მაგალითად, თურქეთში მაგთიკომის როუმინგით გამავალ ზარებზე 30 თეთრს ვიხდიდი, ხოლო “ევროპული ნომრით” დარეკვისას ეს ხარჯი 49 ცენტს – თითქმის 2.5-ჯერ მეტს შეადგენდა.

“ევროპული ნომრის” დადებითი მხარე შემომავალი ზარის ნულოვანი ტარიფია, რადგან თანხას აქ ის იხდის, ვინც გიკავშირდებათ.  თუმცა, მაგთის ნომრით შემომავალ ზარზე მხოლოდ 10 თეთრი გერიცხებათ და დამრეკისთვის, 70 ცენტიანი ტარიფის სანცვლოდ, სტანდარტული ქართული ტარიფი მოქმედებს.  თუ ოჯახის წევრები ხშირად გეკონტაქტებიან, “მაგთის” როუმინგის საშუალებით ხარჯებს მათ საგრძნობლად შეუმსუბუქებთ.

კავშირის ხარისხი

ზარის განხორციელების ხარისხის პარამეტრებში, ქართულ და ევროპულ ანალოგებს შორის ფაქტიურად განსხვავება ვერ დავინახე.  ორივე შემთხვევაში კავშირის ხარისხი, სმენადობა და უწყვეტობა ერთნაირად ხარისხიანი იყო.

მოხმარების სიმარტივე

ორივე ალტერნატივით სარგებლობისას გამავალი ზარის განხორციელებას სპეციალური პროცედურა ესაჭიროება:  თქვენ რეკავთ ნომერზე, ზარი ავტომატურად ითიშება და მომხმარებელი გადმოგირეკავთ; თვქენ პასუხობთ ზარს და მხოლოდ ასეა შესაძლებელი კავშირის განხორციელება.  თუმცა, “მაგთისა” და მის კონკურენტებს შორის აქაც არის სხვაობა – ევროპულ ნომრებზე ამ პროცედურას უბრალოდ საერთაშორისო ნომერზე დარეკვით იწყებთ, ხოლო “მაგთის” შემთხვევაში კი სპეციალური კოდ შეგყავთ: *123* – ადრესატის 9-ნიშნა ნომერი – #OK.

მართალი რომ გითხრათ, ერთადერთი დისკომფორტი “მაგთისთან” მიმართებაში დარეკვების დროს ამ კოდის შეყვანა იყო.  ანუ ყოველ დარეკვაზე მიწევდა კოდისა და შემდეგ ქართული ნომრის ხელით შეყვანა, თუმცა თუ მობილური ტელეფონის წიგნაკში ქართული ნომრები საერთაშორისო სტანდარტით (+995 5XX XX XX XX) არ გაქვთ შეყვანილი, მაშინ იმავე პრობლემას როუმინგის სხვა კონკურენტ მომწოდებლებთანაც წააწყდებით და მოგიწევთ ყოველი დარეკვის დროს ნომრის ხელით შეყვანა და ვერ გამოიყენებთ სატელეფონო წიგნაკში მითითებულ ნომრებს.

და ბოლოს…

სხვა როუმინგ ოპერატორებისა და მათთან ერთად “მაგთიკომის” მიერ ამ მიმართულებით დანერგილმა ინოვაციურმა სერვისმა ქართველი მომხმარებლებისთვის ძალზედ გაამარტივა უცხოეთში ყოფნის დროს კომუნიკაციის პროცესი.  როგორც უკვე ვისაუბრეთ, გამარტივებასთან ერთად გაიზარდა ხელმისაწვდომობა და როუმინგის ქონა უკვე ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს.  რაც შეეხება ფასებს, აქ ადგილი აქვს ტარიფის რადიკალურ შემცირებას და თუ ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, ამ ნაწილში მაგთის “მოგზაური” ნამდვილი ჩემპიონია!

ირაკლი ტრიპინიძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი