15

რომი შვიდ ბორცვზეა გაშენებული – ასე გვესმის, როცა რომის შესახებ რაიმეს თხრობა იწყება. პალატინი, კაპიტოლიუმი, ესქვილინი, კვირინალი, ცელიუსი, ავენტინი, ვიმინალი – ესენი სწორედ ის ძირითადი ბორცვებია, რომლებიც თავდაპირველად აღმოჩნდნენ მარადიული ქალაქის ფარგლებში. პინჩო და იანიკული გალავნის გარე ბორცვებია და ამიტომ ისინი ძველი რომის გარეუბნებად ითვლება,  ტესტაჩო  საერთოდ ხელოვნური  ბორცვია, წარმოქმნილი სავაჭროდ შემოტანილი საქონლის დაცლილი ჭურჭლის ნამტვრევებისაგან.  რომის ამგვარმა რელიეფმა ქალაქის სანახაობრივი სახის შექმნის პროცესში გარკვეული წვლილი შეიტანა. ტურისტული პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ ქალაქზე ზემოდან გადმოხედვაა. ამაში რომის ბორცვების გეოგრაფია თავისთავად გამოიყენება, რასაც კიდევ მაღალი შენობების სახურავებზე მოწყობილი პანორამული აივნებიც ემატება.  მარადიული  ქალაქ-მუზეუმის ხედების შეგროვება ტურისტების სახალისო „დასაქმებაა“ და რომში გადაღებულ სამახსოვრო სურათებს შეიძლება ამგვარი ფოტო-სერიაც დავურთოთ.

1. ვენეციის მოედანი „ვიტორიანოდან“
2. რომი წმ.პეტრეს ტაძრის გუმბათიდან
3. ფორუმები და კაპიტოლიუმი პალატინიდან
4. ფორუმები პალატინიდან
5. კოლიზეუმი და ტიტუსის თაღი ავენტინიდან
6. კოლიზეუმი და კონსტანტინეს თაღი ავენტინიდან
7. დახრილი კოშკი, ტრაიანეს ბაზარი და ფორუმი „ვიტორიანოდან“
8. პალატინის ბორცვი და ჩირკო მასიმო ავენტინიდან
9. რომის ხედი ავენტინიდან, საველიების ბაღის ტერასიდან
10. რომის ხედი იანიკულიდან, გარიბალდის მოედნის ტერასიდან
11. ვატიკანის ეზო და მუზეუმები წმ. პეტრეს ტაძრის გუმბათიდან
12. ვენეციის მოედანი ტრაიანეს ანტიკური ბაზრიდან
13. სანტ’ ანჯელოს ხიდი ციხის ზედა პლატფორმიდან
14. ვატიკანის ხედი სანტ’ ანჯელოს ციხიდან
15. იანიკულის ბორცვის ხედი სანტ’ ანჯელოს ციხიდან
16. რომის ხედი სანტ’ ანჯელოს ციხიდან
17. “ვიტორიანო” პინჩოს ბაღების ტერასიდან

დატოვე კომენტარი

კომენტარი