Trevi Fountain(Benson Kua)

რომი – ქალაქი, სადაც გამუდებით რომანტიკის სურნელი ტრიალებს და რის გამოც იქ უამრავი წყვილი მოგზაურობს. იმისათვის, რომ რომანტიკული განწყობა მოგზაურობის ბოლომდე გაგყვეთ, გაეცანით იმ ადგილებს, რომლებიც ქმნიან ამ გარემოს რომში.

მოგზაურობისას არცეთი წამი არ უნდა დაკარგოთ უქმად. თუკი საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდად და განმარტოებით გსურთ დატკბეთ ქალაქის სილამაზით და თავი აარიდოთ ტურისტების ხმაურს, დილით ადრე აუყევით ესპანეთის მოედნის კიბეებს და ჭიქა ყავასთან ერთად დატკბით რომანტიკული და მშვიდი გარემოთი.
Piazza di Spagna (Paolo Margari)რა თქმა უნდა, პაემანი ამით არ სრულდება. ესპანეთის მოედნიდან ძველი ქალაქის ქუჩების გავლით ვილე ბორგოზეზე აღმოჩნდებით, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი ან გაისეირნოთ ტბაზე. ვილე ბორგოზედან შეგიძლიათ წახვიდეთ პინჩიოს ტერასაზე, საიდანაც პიაცა დელ პოპოლოს ულამაზესი ხედი იშლება.
Piazza del Popolo (Giovani Racca)ნაშუადღევს აჯობებს ჯანიკოლოს პარკში დაისვენოთ, სადაც ქალაქის ქუჩებთან შედარებით, მშვიდი გარემოა და მხოლოდ რამდენიმე წყვილს თუ შეხვდებით. გზად პანთეონისა და ვიტიორიო ემანუელის მონუმენტისკენ შეგიძლიათ კუერჩია დელ ტასოს ამფითეატრის კიბეებზე ჩამოსხდეთ და დაისვენოთ.pantheon (Simone Smith)მზის ჩასვლას აუცილებლად იმაგო ჰოტელ ჰასლერიდან უნდა უცქიროთ. ეს არის რესტორანი ტერასით, რომელიც პიაცა ტრინიტა დეი მონტიზე მდებარეობს.

სუპერ რომანტიკული საღამო გარანტირებული გაქვთ, თუ მდნიარე ტიბრზე ნავით გაისეირნებთ პონტე დუკა დე აოსტადან ტაიბერინას კუნძულამდე და უკან, პარალელრად კი წმნიდა ანჯელოს სასახლეს, წმნიდა პეტრესა და ჯიანიკოლოს ხედით დატკბებით.
castel sant'angelo (Diego Albero Román)სადილის შემდეგ გაემართეთ ჩრდილოეთით, მილვიანის ხიდისკენ, რომელიც კარდინალ კონსალვისა და მილვიანის ხიდის მოედნებს (ცნობილი, როგორც შეყვარებულების ხიდი) ერთმანეთთან აკავშირებს. აქ ნახავთ უამრავ ბოქლომსა და სიყვარულის ნიშნად წყვილების მიერ დატოვებულ სხვადასხვა ნივთს. შემდეგი გაჩერება ტრევის შადრევანია, რომელიც ღამის განათებით განსაკუთრებით ლამაზია.Trevi Fountain(Benson Kua)ამ შადრევანში აუცილბელად უნდა ჩააგდოთ მონეტა და ჩაიფიქროთ ორი სურვილი, რომელთა შორის ერთ-ერთი ნატვრა, რა თქმა უნდა, რომში დაბრუნება იქნება.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი