Cover

სკულპტურული ხელოვნების მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებით გადატვირთულ რომში მნახველი არ აკლია რამდენიმე სრულიად უსახურ, ხელოვნების მხრივ არაფრით გამორჩეულ  ექვს ე.წ. „მოლაპარაკე“ ქანდაკებას – პასქუინო, მარფორიო, ბაბუინო, აბატი ლუიჯი, მადამ ლუკრეცია და ფაკინო. მათი საერთო სახელი და მათდამი ასეთი ინტერესი რომის ისტორიაშია ჩადებული. საქმე იმაშია, რომ  შუა  საუკუნეებიდან მოყოლებული, რომის მოქალაქეები ამ ქანდაკებებთან აკრავდნენ მმართველი წრეების, საეკლესიო მსახურებისა და კორუმპირებული მოხელეების მამხილებელ, დამცინავ და დამამცირებელ წერილებს.  უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქანდაკებასთან დღესაც კი შეგვიძლია მსგავსი წერილების ნახვა.  ყოველ მათგანს თავისი ორიგინალური ისტორია აქვს და ქალაქში სეირნობისას მათი ნახვა დამატებით სიხალისეს შემოიტანს…

პასქუინო – 1501 წელს გზის მშენებლობის დროს ნაპოვნი ბერძნული ქანდაკების ნაშთი მისი არასახარბიელო მდგომარეობის გამო არც არავინ შეიძინა კერძო  კოლექციისათვის, ამიტომაც  კარდინალ კარაფას ბრძანებით იგი აღმართეს იქვე, სადაც იქნა ნაპოვნი – ბრასკის სასახლის კუთხესთან (პიაცა ნავონასთან, ბრაზილიის საელჩოს გვერდით).  მოქალაქეებმა მას სახელად პასქუინო შეარქვეს, იქვე მაცხოვრებელი მასწავლებლის (სხვადასხვა წყაროებით – მკერავი, მეწაღე, მჭედელი) სახელის მიხედვით, რომელიც განათლებით და ლიტერატურული ნიჭით გამორჩეული ყოფილა. და ამ დროიდან დაიწყო რომის პაპების თავსატკივარი – ქანდაკება გახდა პასკუალეს წერილების, გზავნილებისა და პოეტური ნაწარმოებების გამოკვრის ადგილი, რომელთა ძირითადი შინაარსი პაპების დაცინვა, მხილება და გამასხარავება იყო. ღამით გაკრული ტექსტები დილას, კარაბინერების მიერ მათ განადგურებამდეც კი  ქალაქს უკვე წაკითხული ჰქონდა. აღარც ღამის ყარაულის დაყენებამ უშველა საქმეს, ვერც ქანდაკების განადგურება გაბედეს ეკლესიის მესვეურებმა სხვადასხვა ცრურწმენების გამო. ჩვენთვის საინტერესოა, რომ სწორედ აქედანაა წარმომდგარი ტერმინი „პასკვილი“ – მწარე, დამცინავი ტექსტი ადრესატის დამცირების მიზნით. ქანდაკების კვარცხლბეკზე დღესაც შეიძლება მსგავსი ტექსტების ნახვა.

hjgfhgfhgfhfghfh

 

მარფორიო. XVI საუკუნის ბოლოს ავგუსტუსის ფორუმიდან, მარსის ტაძრის ნანგრევებიდან კაპიტოლიუმის ბორცვზე გადმოიტანეს მარმარილოს უზარმაზარი ქანდაკება – ეს მხართეძოზე წამოწოლილი ნეპტუნი, ოკეანე თუ ალეგორიულად მდინარე ტიბროსის გამოსახვაა. სახელიც მისი ძველი ადგილსამყოფელის მიხედვით შედგა:  მარფორიო – Marte in Foro (სახელის წარმოშობის კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს). ქანდაკების რეკონსტრუქცია ჯაკომო დელა პორტას შეუსრულებია – სახე, მარჯვენა ფეხი და მარცხენა ხელი მისი აღდგენილია. მცირე შადრევნის კომპოზიციაც იმ დროინდელია.  რამდენიმე წლის განმავლობაში ქანდაკებამ სხვადასხვა ადგილი მოიარა და საბოლოოდ კაპიტოლიუმის მუზეუმებში, „პალაცო ნუოვოს“ ეზოში დამკვიდრდა.  მარფორიო პიაცა კამპიდოლიოდანაც შეგვიძლია დავინახოთ, ახლოს მისვლა კი უკვე კაპიტოლიუმის მუზეუმების დათვალიერების პროგრამაში ექცევა.

ddd

 

ბაბუინო. ესპანეთის მოედნიდან პიაცა პოპოლოსკენ მიუყვება ვია ბაბუინო, ხალხმრავალი და მაღაზიებით გადატვირთული. ეს უცნაური სახელი ქუჩამ XVI საუკუნეში აგებული შადრევნის მიხედვით მიიღო (მანამდე ვია დი პაოლინად იწოდებოდა). 1571 წელს, პაპი პიუს V-ის ბრძანებით, აქვა-ვირჯინეს ახლად რესტავრირებული აქვედუკიდან  ამ უბანში საზოგადო მოხმარების აუზი-შადრევნის დადგმა გადაწყდა.  პაპისგან ბრძანება იყო მხოლოდ, საჭირო ფინანსირება კი შემოწირულობებით მოხდა და შადრევანი  1580 წელს გაიხსნა. აუზთან მოთავსებული მითოლოგიური სილენიუსის (ნახევრად კაცი, ნახევრად ცხოველი) ფიგურა იმდენად უსახური გამოდგა, რომ რომაელებმა მაიმუნად – ბაბუინად მონათლეს და ეს სახელი ამიტომაც დამკვიდრებულა.  აქ გამოკრული პამფლეტები განსაკუთრებულად სიმკაცრით გამოირჩეოდა და ამ ტიპის წერილებს „ბაბუინატებსაც“ უწოდებდნენ იმ პერიოდში.

fdgdd

 

მადამ ლუკრეცია  რომის ცენტრში, პიაცა სან მარკოს „ამშვენებს“.  ეს უზარმაზარი ბიუსტი ეგვიპტური ღვთაება ისიდას ან მისი ქურუმის გამოსახულება უნდა იყოს, ან  კი  დედოფალი ფაუსტინასი – მაღალ სტატუსს მკერდზე კაბის თავისებური ნასკვი ადასტურებს, ასევე ამას მიუთითებს მარმარილოს მაღალი ხარისხი და დიდი ზომაც.  რომში ქანდაკება ნეაპოლიდან მოხვდა, ალფონსო V არაგონელის სიკვდილის შემდეგ მისი ფავორიტი ქალი, ლუკრეცია დ’ალანო რომში გადმოსახლდა, რადგან  ნეაპოლის ტახტის მემკვიდრის ინტრიგები კარგს არაფერს უქადდა.

 

ქანდაკებაც რომს მან გადმოსცა და თავადაც ქანდაკებასთან ახლოს, ვენეციის მოედნის  მიდამოებში დასახლდა. ქანდაკების მეტსახელში სიტყვა „მადამ“ ამ ვერსიას ადასტურებს, რადგან  ასე ქალბატონისადმი მიმართვას რომის საზოგადოება არ ყოფილა ჩვეული და ეს მხოლოდ ნეაპოლური ტრადიცია იყო. ქანდაკების „მოლაპარაკედ“ გადაქცევაზეც რამდენიმე ვერსია მოგვითხრობს. ერთი მათგანის მიხედვით, 1799 წელს რომში აჯანყების დროს წაქცეული ქანდაკების მხრებზე გაჩენილა წარწერა – „აღარ შემიძლია ფეხზე მდგომმა ვუყურო“…

gdfgdg

 

აბატი ლუიჯი – ქანდაკება ვიდონის მოედანზე 1924 წლიდან დგას.  შუა საუკუნეებში იგი ამ ადგილას გათხრების დროს უპოვნიათ, შემდეგ მრავალი ადგილი მოიატარეს და საბოლოოდ დაუბრუნეს  სანტ ანდრეა დელლა ვალეს ეკლესიის კედელს – იქვე, სადაც იპოვნეს რამდენიმე საუკუნის წინ.  გვიანი რომანული ხანის ქანდაკება, რა თქმა უნდა, არაა იდენტიფიცირებული. ტოგას მიხედვით – უფრო მოსამართლე უნდა ყოფილიყო გამოსახული. მიუხედავად ამისა, რომაელებმა ქანდაკება სახით   მიამგვანეს მახლობლად მდებარე ეკლესიის დიაკვანს და მეტსახელიც აქედან განისაზღვრა. მონუმენტს მძიმე დღეები აქვს გადატანილი – ვანდალები მის თავს პერიოდულად იპარავენ და რესტავრატორების ჩარევა ხდება საჭირო.

dsfgdfg

 

ფაკინო (მზიდავი) მოლაპარაკე ქანდაკებებიდან ყველაზე ახალგაზრდაა. ვია დელ კორსოზე (№307), ვენეციის მოედანთან ახლოს, გისოსებით ფანჯრებდაფარული სასახლე ადრე „პალაცო დე კაროლის სიმონეტიდ“ იწოდებოდა, ამჟამად კი ბანკა დი რომას საკუთრებაა. თავიდან ქანდაკება ამ შენობის ფასადზე ყოფილა, 1874 წელს კი მას იგივე შენობის გვერდით კედელზე მიეჩინა ადგილი, ვია ლატას მხარეს.   შექმნილა კი იგი 1580 წელს, ჯაკოპო დელ კონტის მიერ,  წყლის დამტარებელთა გილდიის შეკვეთით – ეს ბაბუინოს მსგავსად წყლის მცირე შადრევანია. წყლის მზიდავის ფორმიან კაცს ხელში კასრი უჭირავს, რომლიდანაც რომში აქვედუკით შემოყვანილი წყალი გადმოედინება. სიძველისაგან მზიდავის სახე ფაქტიურად წაშლილია.  კიდევ ერთი ვერსიით – ეს მზიდავის ქანდაკებაა, რომელსაც კასრით ღვინო მიჰქონდა თურმე,  სიმძიმისთვის ვერ გაუძლია, დაცემულა და გარდაცვლილა თავისი ტვირთის ქვეშ.

jkhgjh

 

რომი ტრადიციების ქალაქია. ალბათ ამიტომაცაა, რომ დღევანდელობაში, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში პროტესტის გამოხატვის ფორმა, ალბათ ერთთადერთი შუა საუკუნეებში, დღეს აქტუალობით თუ არა,  საზოგადოებრივი ინტერესით მაინც სარგებლობს.

ნუმერაცია რუკაზე:

ghfgjhf

 

  1. პასქუინო
  2. მარფორიო
  3. ბაბუინო
  4. მადამ ლუკრეცია
  5. აბატი ლუიჯი
  6. ფაკინო

ედიშერ ცხადაძე
რომი, ტურისტის მეგზური

დატოვე კომენტარი

კომენტარი