რომანტიკული ქალაქების ათეული

როგორც წესი, ახალდაქორწინებული წყვილები თუ უბრალოდ შეყვარებული ადამიანები, სამოგზაუროდ პარიზს ირჩევენ.  რა თქმა უნდა, პარიზს ვერავინ ჩამოართმევს სიყვარულის ქალაქის ტიტულს, მაგრამ მსოფლიოში კიდევ უამრავი ლამაზი ადგილია, სადაც რომანტიკისა და სიყვარულის აურა ტრიალებს. შემოგთავაზებთ მსგავსი ქალქების ათეულს.  თითოეული ქალაქი გამოირჩევა თავისი უნიკალური გარემოთი. გაეცანით და ამოირჩიეთი თქვენთვის სასურველი მიმართულება.

პარიზი
პარიზიპარიზი – ქალაქი, საითკენაც მუდამ მიიწევს ხელოვნებისა და სიყვარულის თაყვანისმცემელთა გულები და ვერც გაამტყუნებ მათ, რადგან ყოველი წყვილისთვის ნამდვილი სამოთხეა მდინარე სენას სანაპიროსა და ხეებით შემოსაზღვრულ ბულვარებში სეირნობა.  გაატარეთ ლამაზი საღამო ბისტროში „L’Amour Parisienne“ და მოიწყვეთ პიკნიკი  მარეს უბანში მდებარე ვოჟეს პარკში, რომელიც შემოსაზღვრულია მე-17 სუკუნის შენობებით.

ვენეცია
ვენეციამიუხედავად იმისა, რომ ვენეცია ყოველწლიურად უფრო მეტად იფარება წყლით, ის ჯერ კიდევ რჩება წყვილების ერთ-ერთ საყვარელ ქალაქად და არცაა გასაკვირი: შენობებს შორის ჩამალული ხიდები, ვიწრო ქუჩები და არხები საუკეთესო საშუალებაა განერიდო ყოველდღიურობას და  ჩაეფლო სიყავრულის მორევში.

ჩვენი რჩევაა სასტუმრო „ჩიპრიანიში“ გაჩერდეთ, სადიანაც არაჩევულებრივი ხედი იშლება სან მარკოს მოედანზე.

კარმელი, კალიფორნია
კალიფორნიაკარმელი – ჩრდილო კალიფორნიის ყველაზე შთამბეჭდვი ზღვისპირა ქალაქია.  აქაური კოტეჯები, უცნაური მაღაზიები, ხელოვნების გალერეები, მყუდრო სასადილოები, ქემელის მდელო (სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინო და დატკებთ გარემოთი), პებლის სანაპირო და ბიგ სურისაკენ მიმავალი წითელი ხეების გზა რომანტიკულ გარემოს ქმნის.

როგორც ხვდებით, ამ პატარა ქალაქში უამრავი ადგილია რომანტიკული საღამოს გასატარებლად, თუმცა გირჩევთ, რომ აუცილებლად დააგემოვნოთ ღვინო კლინტ ისტვუდის რანჩოში და ივახშმოთ რესტორანში „Aubergine L’Auberge Carme“, სადაც მოგემსახურებათ 2013 წლის საუკეთესო შეფ-მზარეული ჯასტინ კოგლი.

ფლორენცია
ფლორენციაარაა გასაკვირი, როდესაც ფლორენციის წითელსახურავიანი სახლები, რომლებიც  ერთმანეთის მიჯრით მდინარე არნოს გაყოლებით ჩამწკრივებულან, მნახველს სიყვარულის განწყობაზე აყენებს.  თუკი ხელოვნების მოყვარულები აქ მიქელანჯელოს შემოქმედების სანახავად ჩამოდიან, გურმანთა გულები ტოსკანური სამზარეულოს დასაგემოვნებლად და ჩიანტის ქვის გალავნებით შემოსაზღვრულ ვიწრო ქუჩებში სასეირნოდ მოიწევენ.

ჰონოლულუ
ჰონოლულუესაა ქალაქი მოგზაურობისა და დასვენების მოყვარულთათვის: ქვიშიანი სანაპირო, მკვეთრი დაქანების კლდეები, იდეალური ამინდი, ხმაურიანი სასადილოები და ღამის ცხოვრება.  წყვილებს შეუძლიათ მშვიდად იბანაონ ჰანაუმა ბეი ბიჩზე, დაიპყრონ დაიმონდ ჰედის კრატერი და დატკბნენ ხედით ვაიკიკის სანაპიროზე, დღე კი დაასრულონ ქალაქში, წყნარი ოკეანეს სამზარეულოს დაგემოვნებით.

ჩვენი რჩევაა გაჩერდეთ: სასტუმრო „ჰალეკულანიში“, რომელიც ვაიკიკის ტროპიკული სანაპიროდან 5 აკრითაა დაშორებული ან „სანდეი ბრანჩში“ და დატკბეთ ხედით მისი ღია სასადილოდან სახელად „ორქიდეა“.

კვებეკი, კანადა
კვებეკი, კანადაფრანგული ქალაქი განლაგებულია მდინარე წმნიდა ლოურენსის სანაპიროზე.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლება ჩრდილოეთ ამერიკაში, მარგამ მისი მომხიბვლელობა არასოდეს ბერდება.  კვებეკის ისტორიული უბნები, ძველი ქვის შენობები, ანტიკვარული მაღაზიები, მუზეუმები და პატარა ღია კაფეები შესანიშნავი გარემოა სასეირნოდ და რომანტიკული განწყობის შესაქმნელად.  აუცილებლად გირჩევეთ გაიაროთ საფეხმავლო გზა მდინარე წმინდა ჩარლზის გაყოლებაზე, რომელიც მიგიყვნთ აყვავებულ ბაღებთან, კანიონებსა და ჩანჩქერებთან.

სან ფრანცისკო
სან ფრანცისკოსან ფრანცისკო სამზარეულის მრავალფეროვნებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, მაგრამ ეს მხოლოდ პატარა ნაწილია მისი მომხიბვლელობისა.  წყვილებისთვის, რომელთაც უყვართ „სელფ შოთების“ გადაღება, უამრავი ლამაზი ფონია მსგავსი კადრების აღსაბეჭდად:  ფერადი, ვიქტორიანული სახლები არტ-დეკოს სტილში,  მთიანი, ბოჰემური რაიონები და ნისლიანი ქუჩები.

რომი
რომირომანტიკა – სიტყვა, რომლის ხსენებაზეც აუცილებლად გაგახსენდებათ ყველასათვის საოცნებო ქალაქი რომი.  მონუმენტები, ბაროკოს სტილის ეკლესიები, შუასაუკუნეების ნანგრევები და მრავალი თვალწარმტაცი ღისშესანიშნაობა ნამდვილად დაგაყენებთ რომანტიკულ განწყობაზე, ხოლო ათასწლეულების სიძველის შადრევანთან კაპუჩინოს წრუპვისას ბოლომდე ჩაეფლობით სიყვარულის მორევში.

კეიპ თაუნი
კეიპ ტაუნისამხრეთ აფრიკის ულამაზეს ქალაქ კეიპ ტაუნში, რომელიც შემოსაზღვრულია მკვეთრი დაქანების მქონე მთათა სისტემით, ერთმანეთს ერწყმის კოლონიალური პერიოდის კოტეჯები და თანამედროვე მეტროპოლისი.

თქვენ შეგიძლიათ იხეტიალოთ გალერეებში ან ვენახებში და შეიგრძნოთ ადგილობრივი ფერმერების ნაწარმის მადისაღმძვრელი სურნელი.  მზისა და რუჯის მოყვარულთათვის კი საუკეთესო ადგილია თეთრქვიშიანი კემპს ბეის სანაპირო.

ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა
ჩარლსტონიჩარლსტონი მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს ყველაზე მოწესრიგებული და მშვიდი მოსახლეობის წყალობით, მაგრამ ეს არაა ამ ქალაქის  ერთადერთი მიმზიდველი ფაქტორი.  აქ ყვავის ხელოვნება, შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი სამზარეულო და დატკბეთ ისტორიული გარემოთი.  ქალაქის ყოველი კუთხე საუკეთესოა ხელის სათხოვნელად, მაგალითად, ბატერის თვალწარმტაცი გარემო – მუხებითა  და ომამდელი შენონბებით შემოსაზღვრული, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მდინარე კუპერის ნაპირას არსებულ პარკზე.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი