budapest utazasos

უკვე დიდ ხანია ვმოგზაურობ და ბოლო 5 წელია ტურების დაგეგმვას საკუთარი ძალებით ვახდენ. მიზანი მარტივია – მეტი თანხის დაზოგვა ტურისტული კომპანიების საკომისიოზე და, რაც მთავარია, სიამოვნება, რომელსაც პროცესით ვიღებ.

ბუდაპეშრის ტურის დაგეგმვაც ასევე საკუთარი ძალებით მოვახდინე და, მართალი რომ გითხრათ, საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩდა. ტურის დაგეგმვა რამდენიმე ეტაპად იყოფა: ვიზა, თვითმფრინავის ბილეთები, სასტუმრო/ტრანსფერი, დაზღვევა და ტურები.

ვიზა

უნგრეთი შენგენის წევრი ქვეყანაა და აქ შესაბამისი ვიზა მოქმედებს, ხოლო თუ თქვენ ეს დოკუმენტი არ გაქვთ, მაშინ ვიზასთან დაკავშირებული ყველა პროცესი, მიუხედავად ყველა არსებული შემოთავაზებისა, მაინც თქვნი გასავლელია და ამ ტვირთს ვერც ერთი ტურისტული სააგენტო ვერ აგარიდებთ. საქართველოში უნგრეთის ვიზის მისაღებად უნდა მიმართოთ ლატვიის საელჩოს მისმართზე: ახმეტის ქ.16.
h2(3)

ვიზის მისაღებად პირველ რიგში აუცილებელია დარეკოთ და ჩაეწეროთ სამუშაო დღეებში, შუადღის 14:00-დან 16:00 საათამდე. ტელეფონის ნომერია 2 38 14 05.

წარსადგენი დოკუმენტაციის სია წარმოდგენილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე – http://mfa.fas.ge/5421ზოგადად შენგენის ვიზის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენ სტატიაში მისამართზე – /?p=1837. გაითვალისწინეთ, რომ საელჩოში რიგებია და ჩაწერიდან შეიძლება 1 თვეში მოგიწიოთ შესვლა.

თვითმფრინავის ბილეთები

ბილეთების შეძენის ერთადერთი იაფი საშუალება ვიზეარის ვებგვერდია. ეს ის ავიაკომპანიაა, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ბუდაპეშტში დაფარინავს.Untitled-1

ვებ გვერდს ძალიან მარტივი ინტერფეისი აქვს. შედით მისამართზე – www.wizzair.com, მონიშნეთ სასურველი თარიღები, მგზავრების რაოდენობა და სისტემა ავტომატურად გამოიტანს შესაბამის ფრენებს. მიყევით ბმულებს, დაარეგისტრირეთ მგზავრები და გადაიხადეთ თანხა პლასტიკური ბარათით. ელექტორნული ბილეთი ელ-ფოსტის მისამათზე მოგივათ.

სასარგებლო რჩევა: არ დაგავავიწყდეთ დამატებითი შემოთავაზებები – მაგალითად, ბარგის დამატებითი წონის შეძენა (სტანდარტულ ბილეთში მხოლოდ 7 კილოგრამი ხელბარგი შედის), ასევე კვების და ე.წ. “ჩექ ინ”-ის გაკეთება.

სასტუმრო ან ბინა

საცხოვრებელ ადგილს ორი მთავარი ინტერნეტ პორტალით ვქირაობ ხოლმე. თუ სასტუმროზე აკეთებთ აქცენტს, გამოიყენეთ ვებ გვერდი www.booking.com, ხოლო თუ უპირატესობას სახლის ან ბინის დაქირავებას ანიჭებთ, მაშინ – www.airbnb.com. ორივე მათგანი ავტომატიზირებულია და აქვს რუკა იმისთვის, რომ ორიენტაცია აიღოთ ცენტრზე და მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი შეარჩიოთ.

სასარგებლო რჩევა: ბუდაპეშტის ცენტრად შეიძლება მვიჩნიოთ წმინდა სტეფანის ტაძარი. რუკაზე ნახავთ მის ადგილმდებარეობას:

სასტუმროებიდან შემიძლია გირჩიოთ Hotel Queen Mary, City Hotel Ring, King’s Hotel, Eurostars Budapest City Center და ა.შ

რაც შეეხება ტრანსფერს, შეგიძლიათ სასტუმროსგან მოითხოვოთ დმატებით თანხად, თუმცა ყველაზე იაფი საშუალება მაინც აეროპორტის ავტობუსია, რომელსაც მეტრომდე მიჰყავხართ და შემდეგ კი ქალაქში ორიენტაცია ძალიან ადვილია. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ აეროპორტის ტაქსით.

დაზღვევა

დაზღვევა აუცილებელია შენგენის ქვეყანაში მოგზაურობისას. სადაზღვევო პოლისი შეიძლება მოგთხოვონ როგორც საკონსულოში, ისე ქვეყანაში შესვლის დროს.  ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი შეძენა. დაზღვევის მხრივ, ჩემი აზრით, ყველაზე გამარტივებულად საქმე “აი სი ჯგუფშია”. მათ აქვთ სპეციალური პორტალი, სადაც შესაძლებელია ონლაინ გამოიწეროთ სადაზღვევო პოლისი და მას კურიერი სახლში მოგართმევთ. dazgveva

პორტალზე მოსახვედრად აკრიფეთ www.ictravel.ge, შეიყვანეთ თქვენი მონაცემები, მოგზაურობის თარიღები, ქვეყანა და ბარათით გადაიხადეთ თანხა.

ტურები

ტურების დაგეგმვა შესაძებელია როგორც ელექტრონულად, ისე სასტურმოს მეშშვეობით, თუმცა ყველაზე კარგი საშუალებაა ქალაქის საკუთარი ძალებით გაცნობა. იხილეთ ჩვენი სტატია ბუდაპეშტთან დაკავშირებით ბმულზე – /?p=3054.  სტატია დეტალურად აღწერს მოსანახულებელ ადგილებსა და მიამრთულებებს.

აი, სულ ეს არის…  თქვენ უკვე მზად ხართ გასამგზავრებლად!  სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება კომენტარში.

ირაკლი
“მოგზაური”
2015

დატოვე კომენტარი

კომენტარი