13002594_1048817311823797_2945562026854152593_o

ამას ვწერ რათა არ დამავიწყდეს ეს ორი დღე, ის ადგილები, ხალხი,ჩვენ. მერე რამდენიმე ხანი რომ გამოხდება ვიმედოვნებ გავხსნი ამ პოსტს ღიმილ-ღიმილით წავიკითხავ და ისევ იმ ატმოსფეროში გადავვარდები რამდენიმე წუთით.

რკონი,ულამაზესი ადგილია,მაგრამ მივიწყებული. იქ კოტეჯებიც დგას, რომლებშიც არც არავინ ცხოვრობს, არც არავინ შედის, ცოტაა ადგილობრივი მოსახლეც, სულ სამი ოჯახი შგვხვდა და გავიგეთ,რომ იმ სამიდან ორი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა. :დ მოლაშქრეები მაინც სტუმრობენ მას და დარწმუნებული ვარ დროს კომფორტულადაც ატარებენ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ სადმე წასვლა, ბევრი ვარჩიეთ ადგილები და ბოლოს რკონზე შევაჩერეთ არჩევანი. მერე სხვებიც შემოვიმატეთ და ჯამში ექვსნი დავადექით გზას. გორიდან მეტეხამდე მატარებლით წავედით ,ორივე გზაზე უფასოდ ვიმგზავრეთ რადგან კონტროლიორები თავზე არ წაგვდგომიან და ბილეთები არ მოუთხოვიათ, ჩვენც ასე უნამუსოდ მოვიქეცით და იმ ფულით საკვები დავიმატეთ. მეტეხიდან ახალქალაქში ჩავედით, ერთი შეხედვით დამრჩა შთაბეჭდილება,რომ საკამოდ მოვლილი ადგილი(ვერ გადავწყვიტე დაბა იყო თუ სოფელი) იყო. იქიდან გარიყულას გზისკენ წავედით,მერე მივადექით ერთაწმინდას, აქ ჯგუფი გაიყო, ავტოსტოპის გამო და მე და თაკო მეორე გზას დავადექით, რომელიც იყო მოკლე,მაგრამ მდინარე ყოფილა გადასალახი და ეს ვერ გავითვალისწინეთ. ვიარეთ სულ ფეხით სოფელ ჭყოპიანამდე, ამაზე მივარდნილი სოფელი არ მინახავს, არაფერი იყო საერთოდ, არც მაღაზია, ტელეფონები არ იჭერდა ჩვენი, სულ რამდენიმე სახლი იდგა და რომ ვიკითხეთ რკონში როგორ მოვხვდეთო ალბათ მთელი სოფელი გამოვიდა გარეთ, სულ რამდენიმე პირი. ჭყოპიანში დიიდ ძაღლს გადავეყერეთ, ძაღლების პანიკური შიში მაქვს და როგორც ვიცი ამას გრძნობენ ისინი და ამიტომ გიყეფენ, ხოდა თავი დავარწმუნე რომ მათი არ მეშინოდა და ისე ავუარ-ჩავუარეთ ამ დიდ ძაღლს ერთი არ დაუყეფია, თან „კარგი ცუგა,კარგი ცუგაო“ ვეუბნებოდით და ალბათ ესიამოვნა :დ. ამ გარეთ გადმომდგარმა მთელმა სოფელმა კი გვასწავლა გზა,მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგეთ და ისევ მობილურის ნავიგაციას მივაშურეთ, რომელიც ვაი-ფაის გარეშე მუშაობდა, თუმცა ეჭვი მაქვს მთლად დროულად ვერ ფიქრობდა და მანძილებსაც შესაძლოა განსხვავებულს აჩვენებდა. გზა დიდი იყო, ხშირად ვჩერდებოდით მე და თაკო, ისეთ ადგილებში ვიყავით,სადაც მანქანა არასდიდებით არ ჩამოივლიდა,ვერა უფრო სწორად, რადგან გზის ნასახი არ იყო, მხოლოდ ბილიკები.. გზის შესამოკლებლად ტყის გავლით გადავწვიტეთ გზაზე გასვლა. თაკომ თქვა ტურა დავინახეო, მე არ დამინახავს,მაგრამ რომ დამენახა ალბათ შემეშინდებოდა, კიდევ ერთი ცუდი საქმე ქნა თაკომ, ფოთლებში გველები იქნებაო გამაფრთხილა, რამდენიმე ადგილას კი მხოლოდ ფოთლები ეყარა და სხვა ვერაფერზე გაივლიდი,ამიტომ მოსიარულეს ჩემს ფეხზე მოსრიალე გველები წარმომიგდებოდნენ და მეშინოდა, თან ვცდილობდი დავკვირვებოდი რამეს ხომ არ ვგრძნობდი ფეხებზე. გადავრჩით. ერთ ადგილას ზემოთ ასაბობღებელი იყო,ჩვენ ორივეს მძიმე ჩანთები გვეკეთა და გაგვიჭირდა,მერე გზაზე ძლივს გასულებმა,აღმოვაჩინეთ რომ იმ ასაბობღებელ ადგილას ცული დაგვრჩა, რომელიც გორიდან წამოვათრიეთ შეშის დასაჩეხად და თაკოს უკან მოუწია შებრუნება. დავიქანცეთ გზაში, მერე ორი მანქანა შემოგვხვდა სოფელ ჩაჩუბეთში და ჩავაღწიეთ რკონამდე.

მეორე ჯგუფი,4 კაციანი, იქ დაგვხვდა, კუზაოიანი დიდი მაქანით წამოსულან და პირდაპირ ჩამოუყვანიათ რკონში.იქ მოლაშქრეები გაიცნეს ჩვენს მისვლამდე. რომ მივედით ვჭამეთ და რამდენიმე ლამაზ ადგილასაც წავედით. მერე კარვის გაშლის ჯერიც დადგა, ადგილობრივებმა და მოლაშქრეებმა გვითხრეს რომ კარავში გავიყინებოდით ჩვენ კი თავიდან ვიუარეთ, საძილე ტომრებში რა გაგვყინავსო ვიფიქრეთ, მერე სახლი შემოგვთავაზეს,იქ დაიძინეთო, ჯერ ამაზეც უარი ვთქვით მაგრამ რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ დავთანხმდით ამ წინადადებას, რომელიც ჩვენს სასიკეთოდ იყო შემოთავაზებული, ისე კი მაინც მქონდა და მაქვს კარავში ძილის მუღამი.

საერთოდ ამ ლაშქობამ ნათლად დანამახა,რომ ბევრი უკეთილშობილესი ადამიანი არსებობს.და უანგაროდ სიკეთის კეთება კაცობრიობას არ დავიწებია. მოლაშქრეებმა იკვრში აგვიყვანეს, ადგილობრივმა მასპინძელმა სახლი დაგვითმო,შეშა მოგვცა და იქაურობა გავითბო, საკვები დაგვიმატეს, მწვადზე დაგვპატიჟეს, მეორე დღეს უკან წამოგიყვანეს და გზადაც გაგვიმასპინძლდნენ, ვნახეთ სატყეოს ოფისიც,იქაც მოვილხინეთ. სულ მიკვირდა და მიკვირს ასეთი სიკეთეების, როგორ შეიძლება სრულიად უცნობ ადამიანებს ასე გადაჰყვე თან.სანაცვლოდ კი,რამე კიარ მოითხოვო, არამედ მადლობა გადაუხადო რკონით დაინტერესებისთვის. თურმე უანგარო სიკეთე ძაალიან დიდი ალოგიკური ფენომენია.აუხსნელი მისტიკაა,სხივია, შარავანდედია და ბევრი რამაა.

კიდევ ნიკო პაპა იყო საოცარი ადამიანი, საერთოდაც არაა პაპა ოღონდ,იმდენად სიცოცხლით სავსე და აქტიური მოლაშქრეა,დარწმუნებული ვარ უამრავი რამ უნახავას ცხოვრებაში, ლამაზი ბუნება, გამოცდლება დაუგრვებია,მაგრამ არ ჰგავს ადამიანებს რომ დაბერდებიან და წარსულში იყურებიან მე ეს ვნახე ეს გავაკეთეო ადრეო,რომ ამბობენ, მე მგონია ნიკო ისევ წინ იყურება, ახალ გამოწვევებს ეძებს, ახალ ადგილებს, ახალ კადრებს. ულამაზეს სურათებს იღებს და გვხვდა წილად ის ბედნიერებაც მის ობიექტივში ჩვენც მოვხვდრილიყავით და მოგონებები ფოტოებში აღგვებეჭდა.

მოკლედ,თუმცა რაღა მოკლედ,ასე იყო. ბევრი ვიბოდიალეთ, ბევრი ახალი გავიგეთ, ძალიან მაგარ ადამიანებს შევხვდით, ემოციები მზეს მივაფიცხეთ და გავათბეთ, ყოველღიურ რუტინას გამოვეთიშეთ, ცოტათი გავძლიერდით, ცოტათი გავმდიდრდით, ალბათ ცოტათი გავკეთილშობილდით კიდეც, ამდენი სიკეთის დამნახავები.

ასე იყო ამბავი…

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი