Cover

თუკი სიმაღლისა და შიშის მოყავრული ხართ,  გიზიდავთ მძაფრი შეგრძნებები, ხართ ფოტოგრაფი, რომელიც ლამაზი და საუცხოო ხედების გადაღებითაა დაკავებული ან უბრალოდ მოგზაურობისას მოგბეზრდათ მხოლოდ ისტორიული და კულტურული ობიექტების მონახულება და მრავალფეროვნების შეტანა გსურთ თქვენს განრიგში, გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელ პანორამებს.

1.  ეგუი დიუ მიდის მწვერვალამდე 1955 წელს აგებული საბაგირო გზა მიდის.  გადასახედი ოთახი აგებულია 12 მმ-იანი სისქის მინისგან, რომელიც უწონადობის შეგრძნებას გიქმნით.

ეგიუ-დუ-მიდი-საფრანგეთი

 

2.  უილის თაუერი 110 სართულიანი ცათამბჯენია, საიდანაც ულამაზესი პანორამა იშლება.

უილის-თაუერი-ჩიკაგო-ამერიკა

 

3.  იგუასუს ჩანჩქერები ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია მსოფლიოს მასშტაბით.  იგი შედგება 2,7 კმ-ის სიგანის 270 ჩანჩქერისგან.

იგუასუს-ჩანჩქერები-ბრაზილია-არგენტინა

 

4.  გრანდ კანიონის პანორამების ხილვა ნალის ფორმის, მრავალფენიანი შუშის გადმოსახედიდან შეგიძლიათ.  იგი 70 000 კგ-ს უძლებს, თუმცა ერთდროულად 120 მნახველზე მეტს არ უშვებენ.

skywalk-გრანდ-კანიონი-ამერიკა

 

5.  მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის, ბურჯ ხალიფას 124-ე სართულზე  განთავსებულია შუშის ვერანდა, სადიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ დუბაის ხედით.

ბურჯ-ხალიფა-არაბთა-გაერთიანებული-ემირატები

 

6.  პარიზი – ქალაქი, რომლის შთამბეჭდავი ზედხედის სანახავად ალბათ ბევრი კოსმოსშიც კი გაფრინდება, თუმცა, შორს წასვლა არ დაგჭირდებათ, რადგან ყველასთვის ცნობილი ეიფელის კოშკიდან ულამაზესი პანორამები იშლება.

ეიფელის-კოშკი-პარიზი

 

7.  ეს უჩვეულო საცურაო აუზი „MarinaBaySands“-ისსასტუმროს სახურავზე 2010 წელს ააგეს.  აუზის მთავარი ხიბლი მის წარმოსახვით უსასრულობაშია.  გარდა ამისა სასტუმროს სახურავიდან ულამაზესი ხედიც იშლება.

sands-skypark-სინგაპური

 

8.  ტროლების კიბე.  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია ნორვეგიაში.  გადმოსახედიდან მოჩანს ქვეყნის ყველაზე ცნობილი გზა, რომელიც ულამაზეს პეიზაჟს იძლევა.

ტროლების-კიბე-ნორვეგია

 

9.  პრეკესტულენი – ეს გიგანტური კლდე ნორვეგის ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობაა.  მის მწვერვალზე ასვლა არც თუ ისე ადვილია, თუმცა ამ გზის გავლა ნამდვილად ღირს აქდან გადაშლილი შთამბეჭდავი ხედების გამო.

პრეკესტულენი-ნორვეგია

 

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი