პოლონეთი – მეტი ვიდრე ველოდი

პოლონეთი აღმოჩნდა იმაზე გაცილებით უკეთესი ვიდრე ველოდი. არ ვიცი რატომ, თუმცა მქონდა მოლოდინი იმის რომ იქნებოდა უფრო ნაკლებად ლამაზი ვიდრე დასავლეთ ევროპა, ნაკლებად მშვიდი, ნაკლებად სუფთა და კომფორტული თუმცა შევცდი.

ყველაფერი ცუდად დაიწყო. 2015 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან გამთენიისას აფრენილი თვითმფრინავი დილის 8 საათზე დაეშვა ვარშავის შოპენის აეროპორტში. აქვე ვიტყვი რომ ვარშავაში და ზოგადად პოლონეთში ძალიან ბევრი რამ ატარებს შოპენის სახელს, მათ შორის ბარები, კაფეები, სასტუმროები და მათ შორის აეროპორტიც. ამ მხრივ ჩვენ რუსთაველი აშკარად დავჩაგრეთ.

პირველი შთაბეჭდილება ჰაერში შემექმნა, ვარშავის გარეუბანი, სავსე თანამედროვე ტიპური კერძო სახლებით, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პოლონელებისთვის. ლამაზი სანახავია თუმცა რიგით მეორე შთაბეჭდილება არც ისე კარგი აღმოჩნდა, თუმცა ამაში პოლონელებს ნაკლები წვლილი მიუძღვით. საპასპორტო კონტროლი მკაცრი კონტროლიორებით, გრძელი რიგი და ყაყანი, რიგს არავინ იცავს, ყველა ცდილობს თავზე გადაგახტეს, ჩემს გვერდით მდგომი მამაკაცი ჩუმად ამბობს “ნუ იქცევით როგორც ველურები” . ჩემს წინ ორი ოჯახი იდგა. აშკარად ეტყობოდათ რომ არ იყვნენ ტურისტები, თუმცა დამტვრეული რუსულით უმტკიცებდნენ კონტროლიორს რომ პოლონეთში სამოგზაუროდ ჩამოვიდნენ, აქედან თურქეთში მიდიოდნენ და შემდეგ ბარსელონაში. რა თქმა უნდა მარშრუტი აბსურდულია, არც სასტუმროს ბრონი ქონდათ და არც ის იცოდნენ კონკრეტულად რომელ სასუმროში გაჩერდებოდნენ, ცოტახანში სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლები მოვიდნენ და წაიყვანეს, დიდი ალბათობით მომდევნო რეისით უკან დააბრუნებდნენ. ვინც ეს ოჯახები აი ასე მოუმზადებელი გამოუშვა როგორც მინიმუმ ძალიან ცუდი ადამიანია.  ამის შემდეგ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა და უკვე ყველას თხოვდნენ სასტუმროს ბრონს, დაახლოებით ერთი საათი დავყავი რიგში, როცა გამოსვლა მოვახერხე ჩემი ტრანსფერი, ტაქსი რომელსაც სასტუმრომდე უნდა მივეყვანე, რაშიც თანხა წინასწარ მქონდა გადახდილი უკვე წასული დამხვდა. ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, ტრანსფერში 9 ევრო მქონდა გადახდილი და ეხლა უკვე ფასიანი ტაქსით სარგებლობა მომიწევდა. გადავახურდავე 50 ევრო და უიმოედოთ მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის ვთხოვე ტაქსების კომპანიას იქნებ დაეშვათ გამონაკლისი და ტრანსფერით წავეყვანე სასტუმრომდე, წინასწარ ვიყავი გაფრთხილებული რომ დაგვიანების შემთხვევაში ტრანსფერი გამიუქმდებოდა ასე რომ ბედს ნაწილობრივ შეგუებული ვიყავი თუმცა მოხდა სასწაული, გადარეკეს მძღოლთან რომელიც უკვე ვარშავის ცენტრში თავის საქმეზე იყო, მცირე საუბრის შემდეგ ღიმილით მითხრეს რომ მაქსიმუმ ოც წუთში ტაქსი დაბრუნდებოდა და ტრანსფერით წამიყვანდა სასტუმროში. ზუსტად თხუთმეტ წუთში მოვიდა და წამიყვანა.

 

ვარშავა

სასტუმრო Gromada  Centrum ქალაქის ცენტრში მდებარეობს, საკმაოდ იაფი ღირს, ყოველ შემთხვევაში არასეზონზე 30 ევრო ღამე, ამ ფასში შედის საუზმეც. სუფთა, კომფორტული, უფასო ინტერნეტით.

ქალაქი ძალიან დიდია, ერთი სრული და ერთიც არასრული დღე მქონდა დასათვალიერებლად და რა თქმა უნდა არ მეყო მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა რომ ძირითადი მაინც ვნახე. არ არის მყუდრო ქალაქი, მაგრამ ამას არ ვამბობ ცუდი გაგებით, ვარშავა სივრცეა, დიდი ფართე ქუჩები, ძალიან კარგად დაგეგმარებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ზონები, სუფთა და მოვლილი გარემო, ხალხმრავალ ადგილებშიც კი არ იგრძნობა ქაოსი.

ae636c45-19d5-4c3c-8517-811491d2d1d6

ძველი ქალაქი  Stare Miesto ლამაზია თუმცა  ქუჩების დიდი ნაწილი ახალი აშენებულია. ძველ ქალაქში აუცილებლად მოინახულეთ სამეფო სასახლე. რაც შეეხება ახალ ვარშავას ის თანამედროვე და დინამიურია. აუცილებლად მოინახულეთ ეგრედწოდებული Nowy Swiat (ახალი სამყარო) ძალიან ლამაზი ქუჩაა სავსე ბარებით და კაფეებით, რამდენადაც მივხვდი პოლონელებს უყვართ აქ დროის გატარება, მუდამ ხალხმრავალია, ჩვენი რუსთაველია, ოღონდ უფრო წყნარი, გაცილებით უფრო წყნარი. გირჩევთ ვარშავის ზოოპარკსაც, ამისთვის მოგიწევთ Slasko Dabrowski -ს ხიდის გადაკვეთა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ფეხით ასევე ტრამვაით. ტრანსპორტი პოლონეთში და მათ შორის ვარშავაში ძალიან კომფორტული და თანამედროვეა. ბილეთის ყიდვა შესაძლებელია გაჩერებებზე სპეციალური ავტომატის საშუალებით.

0f5731b8-ea26-4e51-bfbc-e755a1098984

ქალაქი დასერილია საველოსიპედო ბილიკებით, ღრმა გარეუბნიდან დაწყებული ცენტრით დამთავრებული.  ისე არ ვიცი ეს ცუდად მეტყველებს თუ არა ვარშავაზე მაგრამ ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ ქალაქში სწორედ საველოსიპედო ბილიკებია.

შოპინგისთვის გირჩევთ სავაჭრო ცენტრ არკადიას რომელიც საკმაოდ მოშორებულია ცენტრს და ფეხით წასვლას აზრი არ აქვს, დროსაც დაკარგავთ და გზად სანახავიც არაფერია.

ფასები ვარშავაში საკმაოდ იაფია, თუ სასურსათო მაღაზიებში შეიძენთ პროდუქტს მინიმუმამდე დაიყვანთ ყოველდღიურ ხარჯს, პროდუქტების დიდი ნაწილი უფრო იაფი ღირს პოლონეთში ვიდრე საქართველოში, განსაკუთრებით რძის ნაწარმი, წვენები და ალკოჰოლი.

ტაქსი ვარშავაში ისევე როგორც დანარჩენ პოლონეთში საკმაოდ ძვირია, ჩაჯდომისას იხდით 8 ზლოტს რაც დაახლოებით 2$-ია ხოლო ყოველ კილომეტრზე 1.5 ზლოტს. შესაძლებელია ბარათით გადახდაც, თუმცა ეს უკანასკნელი ძალიან არ უყვართ პოლონელ მძღოლებს, როცა ბარათით გადახდა დავაპირე ისე ამოიოხრა ტაქსისტმა რომ თავი დამნაშავედ ვიგრძენი და ქეშით გადავიხადე.

 

კრაკოვი

კრაკოვი იმდენად მყუდროა რომ უკვე მეორე დღეს ჩემი ჩუსტები ქალაქის შესასვლელთან ელაგა.  ეს არის ქალაქი რომელშიც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, მიუხედავად იმისა რომ სავსეა ტურისტებით აბსოლუტურად არ გღლის, ატმოსფერულია, მშვიდი და ძალიან ლამაზი.

7

8

აუცილებლად მოინახულეთ ვაველის სასახლე,  სასახლის გარედან დათვალიერება უფასოა, თუმცა თუ შენობაში გადაწყვეტთ შესვლას ბილეთის ყიდვა მოგიწევთ. სასახლე მდინარე ვისლას გადაყურებს. ძალიან კარგია სანაპიროზე ბოდიალი.

31

322936

არ შემოიფარგლოთ ქალაქის ცენტრით. თუ დრო გექნებათ შეგიძლიათ საფეხმავლო ხიდით გადაკვეთოთ ვისლა და ქალაქის მეორე ნაწილში გადახვიდეთ რომელიც ტექნიკურად გარეუბნად ითვლება, თუმცა ისიც ძალიან ლამაზია. აქვე მდებარეობს შინდლერის ქარხანა, სადაც ამჟამად მუზეუმია მოწყობილი, მე შორიდან ვნახე და კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით თუმცა დიდი ალბათობით საინტერესო უნდა იყოს.

26

სხვათაშორის პოლონეთში საკმაოდ ბევრი ქართული რესტორანია, მათ შორის კრაკოვში,  ძველ ქალაქში ადვილად შეამჩნევთ ქართულ ჩოხაში გამოწყობილ პოლონელს, რომელიც თავაზიანად შეგიპატიჟებთ  სახაჭაპურეში.

3

 

ვროცლავი

ვროცლავი იყო პოლონური ტურის იდეალური დასასრული.  ქალაქის ცენტრი შთამბეჭდავია,  თითოეული შენობა იმდენად საინტერესოა რომ შეგიძლია საათობით იდგე და ათვალიერო. არ არის კრაკოვივით მყუდრო და მთლიანობაში არც კრაკოვივით ლამაზი მაგრამ უფრო ფართოთ გაჭყეტინებს თვალებს. როგორც მოგვიანებით გავიგე საკლუბო ცხოვრება ვროცლავში უფრო აქტიური ყოფილა ვიდრე თუნდაც ვარშავაში, ასე რომ ეს ქალაქი არამხოლოდ ლამაზია, საინტერესო და თანამედროვეა. ისე ამ ქალაქში არის ქუჩები რომელიც ძალიან წააგავს ამერიკულ ბრონქსს, არქიტექტურის მხრივ ძალიან ეკლეკტურია.

wr5

wr3

wroclaw1

wr6

wr23

 

ეპილოგი

პოლონეთი აღმოჩნდა უფრო მეტი ვიდრე ველოდი.  იგივეს ვიტყვი პოლონელებზე. მესმის რომ რთულია სრულად შეგექმნეს შთაბეჭდილება ქვეყანაზე და მითუმეტეს ხალხზე ერთ კვირაში, თუმცა ძალიან ვცდილობდი ვყოფილიყავი ობიექტური და მემგონი ვიყავი კიდეც, ხოდა ჩემი სუბიექტურად ობიექტური შეფასებით პოლონეთი არის ძალიან ლამაზი ქვეყანა ანალოგიური ხალხით.

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი

პასუხი

გთხოვთ დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ მიუთითეთ სახელი