პოზნანის ცის ქვეშ

2013 წლის ივლისში ვიმოგზაურე პოლონეთში, მოგზაურობა ერთ კონკრეტულ ქალაქს არ მოიცავდა, რამდენიმე ქალაქი მოვინახულე და ბევრი ძალიან საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე, რომელთა შესახებაც შესაძლოა არც გსმენიათ.

პირველი ორი დღე დავყავით პოზნანში. ეს ქალაქი პოლონეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ვარტაზე მდებარეობს. ამ რეგიონს Wielkopolska-ს (დიდი პოლონეთი) უწოდებენ.

საკათედრო ტაძარიპოზნანის დათვალიერება წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრით დავიწყეთ, რომელიც ტუმსკის კუნძულზე მდებარეობს. ეს ადგილი პოზნანის ცენტრს წარმოადგენდა. კუნძულად იმიტომ მოიხსენიება, რომ ორ მდნიარეს შორის არის მოქცეული.

წმინდა პეტერესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია. კუნძულ ტუმსკის ტერიტორიაზე მდებარეობს სასახლე, რომელშიც მოქცეულია სამლოცველო, სავარაუდოდ აგებული პოლონეთის პირველი მმართველის, მიეშკო პირველის ცოლისთვის.

ტაძარში ექსკურსიის ღირებულება – 3.50 ზლოტი (დაახლოებით ერთი ევრო) ფარავს ტაძრის დათვალიერებას, გიდის დაქირავებასა და ნაგებობის მიწისქვეშა ტერიტორიაზე ჩასვლას, სადაც განთავსებულია პირველ მეფეთა სამარხები. თქვენ გაეცნობით ტაძრის არქიტექტურული განვითარების ისტორიას და ასევე ნახავთ რომანული ტაძარის ნანგრევებს.

ძველი ბზრობის მოედანიტუმსკის კუნძულიდან ვარტას ხიდის გავლით მოხვდებით ქალაქის ცენტრში, ძველი ბაზრობის მოედანზე, რომელიც პოზნანის ყველაზე საინტერესო ადგილია. აქ მდებარეობს რენესანსის პერიოდის რატუშა, ძველი სტილის ფერადი სახლები. ქვაფენილიან ვიწრო ქუჩებზე უამრავი მუზეუმი, მონუმენტი და ულამაზესი კაფე შეგხვდებათ, ამ ყველაფრის ერთობლიობა კი პოზნანის ცენტრს უნიკალურს ხდის.

რატუშაუპირველეს ყოვლისა, ჩემი რჩევა იქნება, ქალაქი კვირის ბოლოს – შაბათს ან კვირას მოინახულოთ, რადგანაც მოედანზე ამ დროს უამრავი სანახაობა იმართება. აუცილებლად ეცადეთ დღის 12 საათისთვის მთავარ მოედანზე მოხვდეთ, რადგან ნამდვილად საინტერესო სანახობის მომსწრენი გახდებით. როდესაც 12 საათი შესრულდება, რატუშის საათიდან ორი თეთრი თხა გამოვა (თხა პოზნანის სიმბოლოა), რომლებიც ერთმანეთს შეერკინებიან, 12 საათის შესრულებას კი საყვირის ხმაც გამცნობთ.

პოზნანის  დათვალიერებისას ასეთი სანახაობის მომსწრენიც გავხდით:  ცხენოსნები საყვირებითა და პოლონეთის დროშებით ხელში ცენტრალურ მოედანსა და მის ვიწრო ქუჩებში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში  მოძრაობდნენ.

ქალაქის ეს ულამაზესი ნაწილი სავსეა მსგავსი ღია კაფეებით, სადაც დაისვენებეთ და მოედნის გარემოთიც დატკბებით.

ქალაქის დათვალიერება ძველი ნაწილით არ სრულდება. პოზნანი პატარა ქალქია, მაგრამ მდიდარია არა მარტო ისტორიული, არამედ თანამედროვე სანახაობებითაც.

ტბა მალტამომდევნო ადგილი, რომლის მონახულებასაც აუცილებლად გირჩევთ, ესაა ხელოვნური ტბა-მალტა, მოსასვენებელი ადგილი, ველო-ბილიკებითა და სკვერით.

ალბათ, ბევრს არ სმენია პოლონური ლუდის შესახებ. ჩვენ პოლონური ლუდის მწარმოებლის, ლეხის ლუდსახარში მოვინახულეთ და ყველას, ვინც პოზნანში მოხვდება ვურჩევ, რომ ქალაქი ამ ადგილის მონახულების გარეშე არ დატოვოს.

შესვლისა და გიდის დაქირავების ღირებულებაა -12 ზლოტი.

Beerშიდა ტური ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩვენ დეტალურად გაგვაცნეს თუ როგორ და რა ინგრედიენტებით მზადდება და ჩამოისხმება ლუდი ქილასა და ბოთლებში. სამწუხაროდ, შიგნით ფოტოების გადაღება აკრძალულია.

ბილეთთან ერთად გადმოგვეცა ერთი კათხა ლუდის აბონემენტი და ტურის დასრულების შემდეგ დავაგემოვნეთ კიდეც იგი ლუდსახარშის ტერიტორიაზე არსებულ ბარში, სადაც გართობის უამრავი საშუალებაა. წამოსვლისას კი შთაბეჭდილებების წიგნში გმოვხატეთ ჩვენი აღფრთოვანება.

თუ კი შოპინგს დააპირებთ, ქალაქში რამდენიმე სავაჭრო ცეტნრია: ძველი ბაზრობის მოედანთნ, ლუდსახარშის მოპირდაპირე მხარეს და ტბა მალტსთან.

ერთ-ერთ მათგანში ქართულ რესტორანსაც წავაწყდით – სახელად „ჭრიჭინების ქვეშ“.

სალომე მჭედლიშვილი

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი