Coverpembda

Manta Resort-ის სასტუმრო, მსოფლიოში ყველაზე განსხვევბულ სერვის სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. სასტუმრო 16 ნომრისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი სანაპიროდან 250 მეტრით არის დაშორებული და შუაგულ ოკეანეშია განთავსებული. მოტივტივე ნომერი 3 სექციისგან შედეგბა, ყველაზე მაღლა განთავსებულია ტერასა, ზღვის ხედებით დასატკბობად. ლაუნჯის სექცია განთავსბეულია ზღვის დონეზე, აქ დამსვენებელს შეუძლია თავი შეაფაროს სიცხეს და მიირთვას სხვადასხვა დასახელების სასმეელები. ხოლო ყველაზე საინტერესო ნაწილი, ზღვის დონიდან მინუს 4 მეტრზეა განთავსებული. ეს არის წყალქვეშა საძინებელი ოთახი, რომლის ფანჯრებიდან შესაძლებელია ინდოეთის ოკეანის ზღვის ბინადარების ყურებით დატკბობა. სასტუმროს გააჩნია განათება, რომელიც ღამღამობით ნაირ-ნაირ თევზს იზიდავს. მცურავი ნომერი განთავსებულია ტანზანიის კუნძულ პემბასთან მდებარე მარჯნის რიფთან, რომლის სახელწოდებაა “The Blue Hole”.

დატოვე კომენტარი

კომენტარი