ბუტანი

გასაოცარი შეგრძნებაა, როდესაც დიდ კანიონებთან მდგომი შენს წინ ოქროსა და ბრინჯაოს შერწყმული ფერი ლანდშაფტს ანარეკლად ეფინება. თან ამ ყველაფერს ცის რბილი სილურჯეც დაერთვის და ქმნის სრულიად დასრულებულ ბუნებრივ პეიზაჟს.

გრანდ კანიონებიდან მატერჰორამდე არსებული მრავალფეროვნება კარგ მიზეზს წარმოადგენს მოგზაურობის მოყვარულთათვის. აქ უზარმაზარი კლდეები თითქოს მსოფლიოს ოთხ კედელში გიმწყვდევთ და განცვიფრებთ თავის სიდიადით.

ბუნებასთან ერთად დიდი ქალაქების ხედებსაც არანაკლები შთამბეჭდაობა და ხიბლი აქვთ.

რა თქმა უნდა, ვიზუალური დათვალიერებისთვის შეიძლება „დაგუგლო“ ამგვარი ხედები, მაგრამ ცხადად, ხორცშესხმული პეიზაჟით ტკბობას ვერაფერი შეედრება.
სულ სხვაა სპილენძისფერი განთიადი ურუბამბას ველებზე პერუში… მლოცველთა დროშების ფრიალის ხმა ბუტანის შავი მთების მონასტერში ან შებრაწული წიწილის სუნი პარიზის მე-18 რაიონში. ამ ყველაფერს მხოლოდ მოგზაურობისას შეიგრძნობთ.

და ამიტომ, როდესაც თქვენს თვალწინ მშვენიერი ხედი გადაიშლება… იქნება ეს ბუნების საოცრება თუ ქალაქის პანორამა, უბრალოდ ცოტახნით შეაჩერეთ ფოტოგადაღება და საკუთარი თვალი დაატკბეთ ამ საოცარი სილამაზით.

ცნობილი გიდის, Henrik Tidefjaerd-ის თქმით: „ყოველთვის ეყოლება დამთვალიერებელი ისეთ მნიშვნელოვან ადგილს, როგორიც, მაგალითად, ბერლინის კედელი ან ამერიკის Empire State Building-ია… ეს მშვენიერია, მაგრამ ყოველი მოგზაურობისას გიჩნდება სურვილი ესა თუ ის ადგილი შენებური ხედვით დაინახო და არა როგორც ის სტანდარტულ ღია ბარათზეა ნაჩვენები.”
გაეცანით ადგილებს, სადაც ”ხედვის საიდუმლო” იმალება.

მანჰეტენის პანორამა
მანჰეტენი
ვინტაჟური ცათამბჯენები – „კრაისლერი“, „ფლატირონი“, „ვულვორსი“… მაგრამ ვერაფერი შეედრება Empire State Building-ის შენობას, რომელიც კვლავაც იკავებს პირველ ადგილს ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტის სიაში.

ხედის საიდუმლო: საუკეთესო ხედები იშლება ბრუკლინის მექსიკური რესტორნიდან ”alma”, რომელიც შენობის სახურავის ტერასაზეა განთავსებული და მთელი წლის განმავლობაში მუშაობს.
საუკეთესო დრო: საუკეთესო დრო მაინც ზაფხული და შემოდგომაა.

მოჰერის ფრიალო კლდეები
მოჰერი
როდესაც არაფერია 4000 კილომეტრზე გადაშლილ ატლანტის ოკეანისა და ნიუფაუნდლენდის კუნძულს შორის და ფრიალო კლდეების კიდეზე მდგარნი როდესაც ოკეანიდან მონაბერ ჰაერს შეიგრძნობთ, გეუფლებთ გრძნობა, რომ ეს არის მსოფლიოს ბოლო წერტილი.

ხედის საიდუმლო: ხედით დატკბობა შორიახლოს მდებარე Lahinch Surf-ის სკოლიდანაა შესაძლებელი, სადაც სერფინგისტები Moher -ის გიგანტური ტალღების დაპყრობას ცდილობენ.
საუკეთესო დრო: ოქტომბრის თვე საუკეთესოა სტუმრობისთვის.

პარიზის პანორამა
პარიზი
პარიზის გარდასახვას ”სინათლის ქალაქად”, მართალია, ნაპოლეონს მიაწერენ, მაგრამ ამ საქმეში მაინც დიდი წვლილი ინჟინერ გუსტავ ეიფელს მიუძღვის თავისი რკინის კონსტრუქიის კოშკით, რომელმაც ქალაქის იერსახე განსაზღვრა და რომელიც რომანტიკის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. მისი ბრწყინვალება პარიზის ყველა ქუჩის კუთხეში აღწევს.

ხედის საიდუმლო: სცადეთ მზის ჩასვლის ყურება Les Ombres-ს რესტორნიდან, რომელიც Musée du Quai Branly-ის სახურავზეა განთავსებული.
საუკეთესო დრო: ზამთარი… გეთანხმებით ცივა, მაგრამ მოციმციმე ლამპიონები და სენიდან მონაბერი ცივი ნიავი ნამდვილ პარიზს გაგრძნობინებთ.

ჩინეთის დიდი კედელი
დიდი კედელი
კედლის აგებაში, აღდგენასა და შენარჩუნებაში მილიონობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არსებობს თეორია, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც შეიძლება. ჩინეთის დიდი კედელი კაცობრიობის საინჟინრო და ტექნოლოგიური სიდიადის ბრწყინვალე ნიმუშია.

ხედის საიდუმლო: არაამქვეყნიური სილამაზეა Gubeikou-ის დიდი კედელი, სადაც მისი აღუდგენელი ნანგრევებია მოხვედრილი. მდებარეობს იანშანის მთაზე.
საუკეთესო დრო: ოქტომბრის გრილი დღეები უფრო სასიამოვნოს გახდის მოგზაურობას.

მატერნჰორნი
მატერჰორნი
შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე მდებარე ულამაზესი მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც უამრავი ალპინისტი შეეწირა. თოვლით დაფარულს პირამიდის ფორმა გააჩნია და თავისი სიდიადით ალპინისტური სახელმძღვანელოს ილუსტრაციას წარმოადგენს.

ხედის საიდუმლო: მატარებლით მიმავალ გზაზე შეგხვდებათ ერთი მშვიდი სადგური სახელად „Rotenboden“. მისგან სამი კილომეტის სავალზე მდებარეობს ტბა Riffelsee-ი, საიდანაც საუკეთესოდ მოჩანს მათერჰორნის მშვენიერება.

დიდი კანიონი
კანიონი
ნამდვილად დიდი… საუბარია 446 კილომეტრის სიგრძეზე და 30 კილომეტრის სიგანეზე გადაშლილ კანიონებზე. მართალია ეს არ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კანიონი, მაგრამ უდაოდ არის ყველაზე ფერადოვანი. ამასთან მას დედამიწის ოთხი გეოლოგიური კვალი ამჩნევია, რაც მკვლევარებისთვის დიდ საგანძურს წარმოადგენს.

ხედის საიდუმლო: საუკეთესო ხედი იშლება მტვრიანი გზის შეუმჩნეველი ბილიკზე, აღმოსავლეთ ნაწილში Rim Drive-ისა და 245-ე ნიშნულის სვეტს შორის.
საუკეთესო დრო: საუკეთესო დრო მარტიდან მაისამდეა.

გოლდენ გეითი
გოლდენ გეით ბრიჯი
განთქმული ხიდის საფირმო ნიშანი – მისი ”საერთაშორისო ნარინჯისფერია”, რაც კონტრასტულად იკვეთება თეთრ ნისლში, სან-ფრანცისკოს ყურეზე. ხიდის მშენებლობა 1937 წელს დაიწყო და წარმოადგენს კალიფორნიული სულის თავისუფლების სიმბოლოს.

ხედის საიდუმლო: ხიდის ჩრდილოეთით მდებარე კონცხები ხიდთან ერთად მის უკან გადაშლილ ქალაქის ხედსაც გთავაზობს.
საუკეთესო დრო: სექტემბერსა და ოქტომბერში ნისლის საშიშროება ყველაზე ნაკლებადაა, თუმცა ნისლიანი ამინდიც ხიდის შესანიშნავ კომპოზიციას ქმნის.

მაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუ
მრავალი თორია არსებობს თავად მაჩუ პიქჩუს დანიშნულების შესახებ (იყო ეს ციხე თუ კურორტი, სოფლის მეურნეობისა თუ არქიტექტურული მემკვიდრეობის ნიმუში), მაგრამ განუსჯელია მისი კოსმიური სილამაზე მე-15 საუკუნის საოცარი ოსტატობის ჩუქურთმებითა და ნისლით დაფარული მწვერვალებით, რომლებიც პერუს აყვავებულ ველს გადმოჰყურებენ.

ხედის საიდუმლო: Huayna Picchu-ს წერტილიდან არამარტო მაჩუპიქჩუს ნანგრევებს, არამედ მის გარშემო გარშემორტყმულ ნისლიან ტყესაც შეავლებთ თვალს.
საუკეთესო დრო: ტურისტთა სიმცირის გამო ივნისი აქ შედარებით წყნარ თვედ ითვლება.

ვეფხვის ბუდე
ბუტანი
ვეფხვის ბუდე (იგივე Paro Taktsang-ის მონასტერი) ბუტანის ველზე, ხავსივით ეკვრის კლდოვან კლდეებს. აქ ყოფნისას ღვთიური დუმილი გეუფლებათ, რასაც მხოლოდ ბერების გალობა და მონასტრის მოშრიალე დროშების ხმა არღვევს.

ხედის საიდუმლო: საუკეთესო სანახავია Sangtopelri-ის ბაღიდან და კელიებისკენ მიმავალი გრაგნილი ბილიკიდან, რომლითაც ბერები სარგებლობენ.
საუკეთესო დრო: აპრილი და მაისი გაზაფხულის ყვავილობისა და პაროს ფესტივალის გამართვის დროა.

ბარიერული რიფები
რიფი
ყველაზე დიდი რიფული სისტემა ავსტრალიის სანაპიროზე. განსხვავებული ლაჟვარდოვანი ზედაპირის ბრწყინვალება და მდიდარი წყალქვეშა სამყარო, სადაც ზღვის დრაკონები, გიგანტური სიპინი, 134 სახეობის ზვიგენი და ზღვის ვარსკვლავები ბინადრობენ.

ხედის საიდუმლო: რა თქმა უნდა, დაივინგის გარეშე ეს ვერ მოხდება, ამისთვის კი საუკეთესო ადგილ Lady Elliot-ის კუნძულზეა – ყველაზე კრისტალური წყლითა და მშვიდი გარემოთი.
საუკეთესო დრო: სექტემბერი და ოქტომბერი აქ საუკეთესო დროა.

ნათია მიქაძე

დატოვე კომენტარი

კომენტარი