qweqwe

მათი ფოტოები რომ ვნახე ,წამში ამიტანა სურვილმა, რომ თავად მენახა ისინი. ეს წამიერი სურვილი წლები გრძელდებოდა და მოსვნებას არ მაძვლევდა. ფიქრის ნაწილი გახდა, რომელიც ადრე თუ გვიან რეალობად უნდა გადაქცეულიყო. ყველაფერს თავისი დრო აქვს და აი მოვიდა მისი დროც….. ომო …… ეს სახელი მუდამ ტრიალდებდა ჩემს გონებაში…. ეთიოპიის ყველაზე იდუმალი ნაწილი…… ერთ ველზე თავმოყრილი რადიკალურად განსხვავებული ტომების ხალხი. თავისი წესებით, ენით, ქცევით, ჩაცმულობით…. ესთეტიკის საოცარი შეგრძნებით…

პირველი კითხვა …. ვიზა სად კეთდება ? მეგობარს დავურეკე….. მაგრამ მან უფრო მეტი მითხრა, ვიდრე ველოდი : ….. იცი, მინდია, ახლახანს დაინიშნა ჩვენი ელჩი ეთიოპიაში პირველად და ვეცდები შეგახვედრო…..ელჩთან შეხვედრა შედგა….. ძალიან ძვრიფასია ის განცდა, როდესაც იწყებ პრიექტს და გვერდში გიდგანან ადამიანები, რომლებსაც მთელი გულით სურთ შენი წარმატება,  სწორედ ასეთი სურვილით დამემშვიდობა ბატონი ვახტანგ ჯაოშვილი :  ”შევხვდებით ადისში” (ადის აბებაში)

პროექტის განსახორციელებლად ბევრი რამაა საჭირო , ორგანიზება, ვიზა, ბილეთი, დაბეჭდვა, დარბაზი , ფინანსები……  რამდენიმე თანხმობა და პროექტიც დაიძრა… თიბისიბანკი, ლაიფ ტაიმი, ფოტო ცენტრი, გურიელი, საქართელოს ეროვნული მუზეუმი  და საქართველოს საელჩო ეთიოპიაში…. ყოველი მათგანის სურვილი იყო ამ პროექტის წარმატებით დასრულება და ახლა უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული ყველაფერი…..

– დამირეკეს…..  ვიზა ჩამოვიდა, წამში გულისცემა შემეცვალა 🙂 მივედი და რას ვხედავ, თებერვლის მაგივრად იანვარი წერია, პასპორტი რომ მომცეს, უკვე იანვრის მესამე კვირა იყო დაწყებული…. შემთხვევით არაფერი ხდება … აუცილებელი იყო თებერვლის თვეში ჩემი საქართველოში ყოფნა.

ჩემი პასპორტი კატაობდა თბილისი ანკარის მიმართულებით .  იქით-აქეთ,მაგრამ ეთიოპიის საელჩოს (ანკარაში) სულაც არ სურდა შეცდომა ეღიარებინა.  დრო საშინლად გაიწელა … კონკრეტული პასუხი არჩანდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ  შეცდომით გაცემული ვიზა გადაეკეთებინა ანკარის ეთიოპიისსაელჩოს.

– შენ ვერც კი წარმოიდგენ, აქ რა ხდება … მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ ვიზა საზღვარზე მოგცენ,- მითხრა ჩვენმა კონსულმა ეთიოპიაში, ბატონმა შაკო დათიაშვილმა.   ორი სიტყვით აღმიწერა ის ადგილი, სადაც ჩემი საბუთიუნდა აეღო, მაგრამ დამიჯერეთ ამის წარმოდგენა შეუძლებელია. როდესაც ჩავუარეთ იმ დაწესებულებას,უწესრიგო რიგი მეორე ქუჩის ბოლომდე იყო და შიგნით წარმომიდგენია  რაც მოხდებოდა. მრავალგზის მოთხოვნის შემდეგ, მივიღეთპასუხი…. -მინდია, შეგიძლია წამოხვიდე.  და მესამე დღესვე გავფრინდი.  რომ არა ჩვენი კონსულის ასეთი მონდომება,კიდევ დიდხანს გადაიწევდა ჩემი ეთიოპია……….

მურსი, არი, წამაი, ბენე, დასონეჩი, კარო, დორზე, ერბორე, ჰამერი….ეს იმ ტომების ჩამონათვალია რომელიც თავს იყრის ერთ ველზე ….. მას ომო ჰქვია…..  სხვადასხვა ქვეყნის კყლტურის გზაჯვარედინი. ასეუწოდეს ამ ადგილს, ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში. ომო თავიდანვე კონკურსგარეშე იყო ჩემთვისაფრიკის სხვა  ქვეყნებთან შედარებით.

ათასი აზრი ერთად ტრიალებდა…..  რა როგორ იქნება? სად? როდის?  და ასე შემდეგ…. დეტალები ადისში უნდა გამერკვია…. თითქოს საათის მექანიზმი მომართესო, გამართული წიწიკით აეწყო ყველაფერი….. მოზღვავებულიენერგია ერთიანად დაიძრა და დაგეგმილ ოცნებას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი……. თუმცა, როგორციტყვიან ”სულმა წინ წინ გეიპარა 🙂 ”

-”რამდენ ხანში მოხვალ? ” მივწერე მძღოლს … დილის 7 საათია… -”2 წუთში მანდ ვარ” ზეპუნქტუალური ადამიანისახელად დეჯეენ… შემოკლებით DJ …..

დედაქალაქი 2355 მეტრზეა ზღვის დონიდანდა და ტემპერატურაცსაკმაოდ გაზაფხულისეულია. ჩვენ კი დავეშვით სამხრეთში, ომოს გავარვარებული ველი მელოდება…… 8 საათიანი გზაა პირველ დღეს გასავლელი, თუმცა დრო სხვანაირად გადის…. უცხო გარემოსთვალიერება და გადაღება დროის შეგრძნებას ყოველთვის ამცირებს.

ძალიან მომეწონა აქაური სოფლების სახლების წყობა. ყველა სახლი გზის გასწვრივ არის ჩამწკრივებული და ფაქტიურად,მთელ სოფელს ხელის გულზე ხედავ….  რა თქმაუნდა მათი ორღობეც და ცენტრალური ქუჩაც ერთი გზაა …. მეც მეტი რა მინდა 🙂

ჩამოცხა, უცებ შეიცვალაკლიმატი და აფრიკა უფრო საგრძნობი გახდა……. რამდენიმე საათი ბანანის პლანტაციებს მივუყვებოდით, ბაბუინები კი უკმაყოფილო სახით გვადევნებდნენ თვალს რადგან წესიერადარ ვაცლიდით შუა გზაზე გაშხლართულ წოლას 🙂

ჭენჭასკენ უნდა ავუხვიოით, იქ დორზის (მქსოველების) ტომის სოფელია … პალმებში ჩაფლული. სპილოს თავის ფორმის სახლები, გაჭვარტლული ინტერიერით და შესაბამისი სურნელით…. სოფლის შესასვლელში ზე ტურისტული და ძალიან გამაღიზიანებელი სიტუაციაა, დორზელები ცდილობენ რომ მოგხიბლონ თავიანთი საქმიანობით და შემდეგ ფოტოს გადაღებისთვის საზღაურიც მიიღონ ბირის სახით. მცირე ინფორმაცია ადგილობრივ გიდზე … ყველა ტომის სოფელში ადგილობრივი გიდი გხვდება . მათ გარეშე სოფელში არ შეგიშვებენ, რა თქმა უნდა გიდის და სოფლის ფული ცალკე უნდა გადაიხადო. გიდი აუცილებელია ტურისტის და ტომის ხალხის ურთიერთობისთვის, მაგრამ ამ დახმარებას გიდების მცირედი ნაწილი ასრულებს :))) ყველა მათგანი ცდილობს 15 წუთში დაასრულოს თავისი ”მოღვაწეობა” , გამოგყვეს, ხელი შეგიშალოს, კადრში მოხვდეს და ასე შემდეგ…. ჩემმა პირველმა გიდმაც მალევე გამომიცხადა ჩვენი ექსკურსია აქ დამთავრდაო :)))))))))))))) როგორი იმედი ჰქონდა, რომ იქ დამთავრდა :)) პირდაპირი მნიშვნელობით დაგეშილი შევვარდი :))) გადაღების ჟინი არ მასვენებდა და დაასრულა ექსკურსია :)))))))))))) -დაღლილი ხარ ??? ვკითხე.-არა.-სწრაფად სიარული შეგიძლია ?-რა თქმა უნდა…-ხოდა, წამოდი ახლა, თუ გინდა გამომყევი და ნამდვილი სოფელი მანახე. ეს ვიტრინა არ არის ჩემთვის საინტერესო. კვლავ დარწმუნებუნებული იყო, რომ მალე მომიშორებდა თავიდან და კარგიო, დამთანხმდა :)))))) მეცინება ამას რომ ვწერ, რადგან მახსენდება 2 საათის შემდეგ აქოშინებული რომ მივიდა ჩემს მძღოლთან და ეს ვინაა რა უნდაო ? :)))))) მძღოლმაც ძალიან იხალისა, ”ლოკალგიდზე”:) მაგრამ, სამაგიეროდ, ვნახე რეალური სოფელი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რომ არაფერი ვთქვა ჩემს გამყოლზე 🙂 მამაკაცები ქსოვენ თან კარგად, ზეოსტატები არიან. რატომ კაცები და არა ქალები-მეთქი, ასეთი ქსოვა ძალიან ძნელია და ქალები ვერ უძლებენო. მართლაც, რამდენმე წუთი რომ უყუროთ 10 კომბინაციას რიტმულად როგორ ასრულებს დორზელი მქსოველი კაცი, ცქერით დაიღლებით. ხალხი მეგობრულია, ხალისიანი და უფრო და უფრო რწმუნდები, რომ არავის გაყოლგამოყოლა ბუზღუნი და წუწუნი არ გჭირდება. პირველი დღისთვის არა უშავს…. მთლად კმაყოფილი არ ვარ….. მე გათენებიდან დაღამებამდე მინდა მუშაობა სრული ნონსტოპი !!! აი, მერე ვიტყვი, რომ კარგია :)))
დავეშევით ჭენჭადან, ჩემს უძვირფასეს გიდს დავემშვიდობე და არბამინჩს მივაშურეთ…… საღამოს ვკითხე მძღოლს-დილის სტარტი რომელზეა ?-8-9 საათზე.-რომელზე თენდება ? 6-ზე იწყებს გათენებას და 7- ზე უკვე გათენებულია-7-ზე გავალთ ყოველ დღე და მზის ჩასვლამდე დავრჩებით…..-ფოტოგრაფი ხარ ??? ტურისტი არ ხარ აშკარად. :)))) -კი……….. 🙂 ხვალ 7-ზე შევხვდებით ! 🙂
კეი აფარის ბაზარი…. მანქანის საბურავებისგან გაკეთებული ფეხსაცმელები, წითელი მიწა თმაზე შესაზელი, ზუნზგლიანი თუთუნის შეკვრები, ძროხები, თხები, ხელნაკეთი ნივთები ….. გუგუნი და რამდენიმე ენაზე მკვეთრი ბგერების ტკაცუნი – წამაი, ჰამერი, ბენა., ბეშადა…… ეს ტომები ცვლიან და ყიდულობენ ნივთებს, გიდი ? კი რა თქმა უნდა :))) ამ შემთხვევაში მძღოლმა გააფრთხილა, მალე ვერ დაბრუნდებითო :)))) ისიც შეგნებით მოეკიდა :)))))
ფოტოკამერის დამატებითი დეტალები, ბლიცი, გრიფი მოვხსენი და თბილისში დავტოვე, არ მინდოდა კამერას ყურადღება მიექცია. დამატებითი დეტალებით უფრო შეეშინდებოდათ ჰამერის ტომის ქალებს :))))) როგორც კი დაინახავს, რომ ფოტოს უღებ ქალი კივილს იწყებს :)))) უფრო სწორედ ერთ მაღალ ბგერას გამოსცემს და აგიქნევს ხელს, სჯერათ, რომ თუ ფოტოს გადაუღებ ავად გახდება რადგან შენ მისი ნაწილი მიგაქვს :)))))) მაგრამ !!!! აი, ეს ,,მაგრამ” მიყვარს რა :)))) როგორც კი ტკიცინა ბირების შრაშუნს გაიგებენ, იქვე თავს იმშვიდებენ, ბირი გაგვკურნავსო 🙂
მთავარ ობიექტს შეარჩევ. მაგრამ მის გვერდით უყურებ სხვას, რომ არ მიიქციო ყურადღება , მომართავ შესაბამისად კამერას და გაქვს ზუსტად წამი ან წამზე ნაკლები რომ გადაიღო მერე თუ ჩართო და აკაკანდა მოგვარდა ბირი-ბირიო უFFF:))) ბირს ვინ ჩივის 🙂 კადრს მიფუჭებს და ამაზე ვდარდობ. ამიტომ სულაც ვერ გრძნობდნენ, რომ მიზანში იყვნენ და შესაბამის მომენტში ერთ კადრს ვუმატებდი ჩემს კოლექციას :)) თუ დაგინახა, მაინც კივის მაგრამ კივილით ფოტოს უკან ვერ დააბრუნებს . თუ ფოტოსესია გინდა თავისი ფონის შერჩევით და ასე შემდეგ, მაშინ კი ბატონო 🙂 რომ მიიღო, უნდა გასცე ! რატომაც არა ! მზეს თითქოს გამადიდებლის შუშა დაუყენესო, ისეთი დაუნდობელია :))) ცოტაც და ავშიშხინდები :))) გრძნობ კანი როგორ იჭიმება სახეზე, დამცავი კრემი ???? ხო, ეგ მეც გამახსენდა, მაგრამ ისიც გამახსენდა, რომ, როცა კრემი გისვია და მთელი დღე კამერა გაქვს მიბჯენილი სახეზე, ეს ნიშნავს კრემში ამოგანგლულ საყვარელ Canons :))))) ასე რომ ჩემი რამდენჯერმე ატყავება ვარჩიე კამერის გაზეთვას :))))სასარგებლო გამოცდილება მივიღე ამ ”ბაზრობაზე”, ყველა ტომს თავისი დამოკიდებულება აქვს ფოტოს მიმართ და იცოდე, ვინ როგორ რეაგირებს.-რომელი საათია ?-7 საათი ხდება .-:) 7 საათი როგორ, შუადღეა! :)))ეთიოპიელებს დრო თავის გემოზე აქვთ მომართული…. აქ დროის ათვლა იწყება დილის 6 საათიდან ანუ 7 საათი არის 1 საათი :)))) ხო ცოტა დამაბნეველია როცა ჰკითხავ, რომელი საათიაო და 8 საათიო გეტყვიან, ამ დროს კი 2 საათია 🙂 საინტერესო ინფორმაცია განსაკუთრებით მანდილოსნებისთვის. :)))))))))მათ, ვისაც აწუხებს ფიქრი ასაკის შესახებ და ხშირად მიმართავენ ფრაზას : ”ქალს ასაკს არ ეკითხებიანო”, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან სწორედ ეთიოპიაა ის ქვეყანა, სადაც საზღვარს გადალახავ თუ არა, 7 წელი გაკლდება :))) მომენტალურად !!! აბა როგორია ?! :)))))))) ეთიოპიაში 13 თვეა , ყოველი მათგანი 30 დღიანი და მეცამეტე ან 5-ან 6 . მოკლედ აწყობილი აქვთ ცხოვრება :)))) ასე რომ, ასაკის მოკლება ბუნებრივად ხდება და ისღა დაგრჩენიათ იყოთ 7 წლით ახალგაზრდები :))) მხოლოდ ეთიოპიაში 🙂 ყველამ კარგად ვიცით, აბაშა სადაცაა, მე პირადად არ ვიცოდი ამ სახელის წარმომავლობის შესახებ, ბერძნები და სპარსელები ეთიოპიელებს ეძახდნენ ”ჰაბაშა”ს რაც სიტყვა სიტყვით დამწვარ ხალხს ნიშნავს. (ალბათ უფრო კარგად გარუჯულს, რადგან მთლად დამწვარდახრუკული იერი არ აქვთ)მურვან ყრუს შემოსევების დროს ერთ-ერთი დანაყოფი რომელშიც ეთიოპიელი მეომრები იყვნენ (ანუ ჰაბაშები), დაბანაკებული ყოფილა ახლანდელი აბაშის ტერიტორიაზე. და სწორედ ამიტომაც დაერქვა აბაშა. ჰ დასამატებელი აქვს ჩვენს აბაშას 🙂 თუ პატივს ვცემთ ბარემ ბოლომდე 🙂 ჯინკა. ღამეში 3-4 საათი მძინავს, ემოციები და სიცხე ერთად მოქმედებს. ვაანალიზებ განვლილ დღეს და ვცდილობ, რაც არის გმოსასწორებელი მეორე დღეს გავაუმჯობესო მუშაობა…… დღეს უფრო აფორიაქებული ვარ, ვიდრე მანამდე….. ეთიოპიაში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი 2-3 საათის სავალზეა ….. მურსი… როგორ მიყვარს ეს ხალხი, მათ რომ იცოდნენ :)))) სასწაული ესთეტები, მძაფრია, მაგრამ მათი მსგავსი არსად არის….. პირადად აქამდე არ მინახავს , მხოლოდ უამრავი ფოტო და ვიდეო ანუ შორიდან ვეტრფოდი…… დროა ჩახუტების :))))) დღეს უფრო ადრე გავედით ჯინკადან, მაგოს ნაციონალურ პარკში შევედით …….მანქანა შეიარაღებულმა ხალხმა გააჩერა….. ამჰარულზე დაიწყეს საუბარი… ჩემი პარკში შესასვლელი ბილეთი ნახეს და მითხრეს, რომ დაცვა უნდა ამეყვანა . 1 ავტომატიანი დააბდეითებული მურსის ტომელი მურსელებისგან დასაცავად :))))))???? 1 კაცი გიცავს ვისგან ?? სოფლის ხალხისგან სადაც მინიმუმ 30 შეიარაღებული 2 მეტრიანი მურსელი გხვდება :))))) 1 კაცი :))) ამას მხოლოდ ტურისტული და სიმბოლურფინანსური დატვირთვა ჰქონდა და ვარაუდიც გამართლდა. ერთი პარკი პატარა პურები წამოვიღე ადისიდან, გემრიელი იყო, მაგრამ გადამავიწყდა და სავსე პარკი, ხელუხლებელი, მურსის სოფლამდე მიმყვა :))))) ახლა მეცინება, ეს რომ მახსენდება, მაგრამ იმ დროს მეგონა, რომ მინიმუმ ერთ ხელს მაინც მომაჭამდნენ :))) მეგონა კი არა, დარწმუნებული ვიყავი :)))))))))))))) მანქანა გაჩერდა თუ არა, ბავშვები მოცვივდნენ და ალყა შემომარტყეს….. ვიფიქრე, სათითაოდ დავურიგებ-მეთქი და როდესაც ერთი პური ამოვიღე და მათთვის ხელებმისაწვდომ სიმაღლეზე დავწიე, მომენტალურად უამრავმა ხელმა სცადა ჩემი ხელი პურთან ერთად პირისკენ გაექანებინა, მივხვდი, აშკარად მთელ პარკის მიცემა ჯობდა, რომ არ დავეგემოვნებინე რომელიმეს :)))))))) მულტფილმებში მინახავს ასეთი ზედახორა დაგორგოლავებული ხან ხელი რომ ჩანს, ხან ფეხი, ხანაც მტვრიანი სახე უკვე პურით გამოტენილი პირით. ეს სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა, ისიც იმიტომ, რომ შთანთქეს რაც კი ნახეს… ”სასწაულად დავმეგობრდით” :)))))))))) პირველივე წამიდან :)))))))) მურსის აღწერა შეუძლებელია. ის მხოლოდ უნდა ნახო, აქსესუარების ოსტატები და უზომოდ ენერგიუები   ყველაზე მაღალი ”ტარიფი” მურსის ტომს აქვს, იციან განსაკუთრებულები რომ არიან – 5 ბირი ერთი ფოტო, მაგრამ ესენი ერთი თითის დაჭერას თვლიან , აი, ჩემთან მუშაობა ნამდვილად არ მოეწონათ   გადაღების დროს ფასს უმატებენ სასაცილო წამოყვირებებით 5 , 10 , 20 , 100!!!!! აქ ერთი წესია თუ რომელიმეს მაინც მიეცი 10 ბირი, ჩათვალეთ, რომ მეორე უკვე 20- დან დაიწყებს ვაჭრობას და ეს ყველაფერი იმით დამთვარდება, რომ გადაღება ძალიან გაგიჭირდება.. მე გადამიღე მე,მე, მე, მე, მე, მე, მე, …………….. ეს გაუთავებლად გრძელდება……. ყურადღება რომ მიიქციონ, ათას საოცრებას იგონებენ და ყოველი ქმედება ძალიან შემოქმედებითი გამოსდით……. მაგრამ თუ ცოტა დიდი ხანი დაუთმე რომელიმეს და უყურადღებოდ დაგრჩა ზოგიერთი, იწყებენ ჩქმეტას :))))) ეს ერთ-ერთი ფორმაა ყურადღების მიქცევის. ტურისტები მოვიდნენ რამდენიმე მანქანით და შეტევები გადანაწილდა :))) უფრო კარგად და წყნარად ვარჩევდი გადასაღებ ადგილს და სამიზნეს……. ერთი კარგი ნიუანსი აღმოვაჩინე, როგორც კი ტურისტებმა წასვლა დააპირეს , უფრო სწორედ, გაქცევა, რადგან 90%-ს ატანა არ აქვს ამ სიტუაციის , მომენტალურად ”ტარიფს” დაუწიეს , მიდის და რასაც გამოვრჩებით მოგვცესო და ჩამოდიან 2 ბირზე :)))

განსხვავება ტურისტსა და ფოტოგრაფს შორის – ფოტოგრაფი დიდხანს რჩება, და მეტ თანხას იხდის რადგან ბევრ ფოტოს იღებს. შედეგი ???? მთელი სოფელი ( დაახლოებით 30 ადამიანი) შენ დაგყვება და არა მარტო ადამიანი, შინაური ცხოველებიც …… რა თქმა უნდა, არც გიდს და არც ჩემს ”პირად მცველს”, რომელიც ბორიალობდა აქეთ-იქით არც აქ გაუმართლა. ერთი სოფელი რომ დავასრულეთ, წავედით მეორეში მეთქი ….. ვიცოდი იმ ადგილზე სულ 7 სოფელი იყო ……… მეორე სოფელმაც არ დააკლო :))))))) იქ მხოლოდ მე ვიყავი, დანარჩენი ტურისტები გაბრუნდნენ პირველივედან….. აბორიგენების ყურადღების ცენტრში მოვექეცი…. მეც მეტი რა მინდოდა 

ხეზე იყო ჩამოკონწიალებული და ხმას არ იღებდა, სხვებისგან განსხვავებით. მომეწონა კომპოზიცია და გადავუღე , გამიკვირდა, არაფერი თქვა, ოდნავ გაიღიმა, მივეცი 5 ბირი… შემდეგ გაერიდა ქაოსს და უფრო კარგი ადგილი შეარჩია ჩემთვის :)) მივედი, კიდევ გადავუღე და კვლავ არაფერი თქვა , მეც კვლავ მივეცი თანხა და სადაც წავიდა გავყევი…… დიდხანს დავრჩი მეორე სოფელში და მთელი ენერგიის და კამერის მეხსიერების ჩიპების ამოწურვამდე ვიმუშავე…. წამოსვლის წინ ჩემი უცნაური, საინტერესო და მშვიდი რესპოდენტი მანქანასთან მოვიდა და ხელში თიხისგან გაკეთებული, გამომწვარი რაღაც ფიგურა ჩამიდო გამიღიმა და გაიქცა , ძალიან მოულოდნელი იყო ასეთი ყურადღება და ყველაზე ძვირფასი…. მძღოლს ვკითხე, რა არის ეს-მეთქი და არ ვიციო………. მაგრამ მაინც ძვირფასი იყო ჩემთვის და საგულდაგულოდ შევინახე….. საღამოს მითხრეს ჯინკაში, იაპონელებმა კარგი მუზეუმი გააკეთეს და დაგაინტერესებსო….. სხვადასხვა ტომის ნაკეთობებში სწორედ ისეთ ფიგურას მოვკარი თვალი, რომელიც დღეს საჩუქრად მივიღე……. მუზეუმში მითხრეს პასუხი……. აქ ძალიან ძვირად ფასობს ძროხა, მისგან იღებენ უმეტეს საკვებს და ასეთ ფიგურებს მურსი ხშირად აკეთებსო….

მასალა დავაარქივე, 2 საათს ანდომებს და ამ დროს მაღალი ტემპერატურის გამო ლეპტოპიც დადნობის პირას არის, გაგრილებას ვერ ასწრებს….. თვალი გადავავლე მასალას და ფავორიტები უკვე გამოიკვეთა…. დღეს უფრო მეტი მურსის სოფელი უნდა ვნახო, საგზალი წავიღეთ, და დავეშვით. წინა დღესთან შედარებით მზე საშინლად მწველი იყო და კადრსაც აფუჭებდა…. ყველა სოფელში განსხვავებული ორნამენტით და მოხატულობით მორთული მურსელები გხვდებიან…. ძირითადად ქალები და ბავშვები……

ერთ სოფელში მხოლოდ რამდენიმე მამაკაცი დაგვხვდა ხის ძირას მოკალათებული…. არავინ ჩანდა.. სხვა სოფელში წასვლა გადავწყვიტე… მოვატრიალეთ მანქანა და ჩვენ წინ ორი სათანადოდ “დეკორირებული” ქალბატონი იდგა , მანქანა რამდენიმე წამით შეჩერდა , გადავიღე და ერთ-ერთი კალაშნიკოვმომარჯვებული მოგვიახლოვდა და მძღოლს მკაცრად უთხრა, ერთი ფოტო გადაიღო, ესე იგი სოფელში შესასვლელი თანხა უნდა გადაიხადოსო, ამ საუბარში როცა იყვნენ გიდი და მძღოლი არ ვიცი საიდან გაჩნდნენ, საიდან გამოძვრნენ , მაგრამ აშკარად ბევრს დავკარგავდი ცოტა რომ დაეგვიანათ გამოსვლა…. სიცხის გამო შეყუჟულები იყვნენ ქოხებში და ტურისტის გაგონებაზე წამოიშალნენ ერთიანად……

ნამდვილად კარგი გადაღება გამოვიდა…. როგორც აქაურებს შეეფერებათ ისეთი კვილწივილით. რაც დრო გადის მით უფრო სასიამოვნო ხდება ამ ქაოსსში მუშაობა და მათთან ურთიერთობა. შემდეგი სოფელი ცარიელი იყო…. მომთაბარე მურსელები გადავიდნენ სხვა ადგილზე…. არაუშავს წავედით სხვა სოფელში….უკვე შუადღეა, ჯობია უკან გავბრუნდეთ – მირჩიეს მძღოლმაც და გიდმაც, ამ დროს ყველა მურსის სოფელში მამაკაცები ალკოჰოლით გაბიჟვინდებიან და არცთუ ისე სასიამოვნო იქნება იქ ყოფნაო… რჩევა უსაფუძვლო არ იყო, მაინც გავრისკე… წინ დაგიდგება ბნ. მურსი და გეტყვის ! ფოტო მე !!! მე !!! ფოტო ფოტო მე !!!!არ გადაუღებ ?? ბრაზდება, გადაუღებ და 200 ბირს გთხოვს :))))))

ერთმა კარგად შეტორტმანებულმა რომ ვერ მიიღო შესაბამისი თანხა ჯერ ქვიშა შემაყარა, იყვირა იჩხუბა, შემდეგ წავიდა და ხის ძირას დაჯდა   გაბუტული  ძალიან სასაცილო სანახავია  შუადღისას გარდა ბავშვების და ქალებისა უკვე შენ წინ კარგად შეზარხოშებული მამაკაცებიც ბორიალობენ და დუდუნებენ: ფოტო, ფოტო ….

მურსის ასეთ გარეგნობას ყველა თავისებურად ხსნის, მიაჩნიათ, რომ გაჭრილ ტუჩში გაჩრილი თეფში ლამაზია. ამბობენ, მონებად რომ არ წაეყვანათ ამიტომ დაიმახინჯეს თავიო, ან კენიელებს რომ არ მოეტაცათ მურსელი ქალებიო. რას გაიგებ , ფაქტია რომ მოსწონთ და თავისი სურვლით აკეთებენ. ჯინკაში ჩხუბს შევესწარი , 2 მურსის გოგო თავისი ტუჩთეფშით გამოჩნდა, ჯინკელები კეთილგანწყობით არ შეხვდნენ და ხანგრძლივი კამათი არ გამოუვიდათ, მოვახერხე ამ დიალოგის ვიდეო გადაღება და შემდეგ მძღოლს ვაჩვენე, მაინტერესებდა რას ამბობდნენ. საუბარი მათ გარეგნობაზე , და მაღალ ფასებზე იყო , რითი ხართ განსაკუთრებულები სულ ამდენს რომ ითხოვთ გადაღებაშიო…. არიან განსაკუთრებულები და რა ქნან ?

ზოგიერთი ახალგაზრდა აპროტესტებს ტუჩის გახვრეტვას, რადგან შემდეგ მათთვის განვითარების ყოველი გზა მოჭრილი იქნება. ბევრი ტრადიცია ნელ-ნელა ქრება, მურსის მამაკაცების ჯოხებით ჩხუბი აიკრძალა მთავრობის კატეგორიული მოთხოვნით, რადგან საკმაოდ ფატალური ფინალი ჰქონდა ყოველ ასეთ შეტაკებას. ტუჩსაც არ გაიხვრეტენ, არც ყურს და მათი უნიკალურობაც გაქრება….. ჯერ მურსი მოწოდების სიმაღლეზეა …… მაგრამ ტრადიციები თვალსა და ხელ შუა ეცლებათ…..

”არის” ტომის ხალხი, მშვიდი აუღელვებელი შრომისმოყვარე …. პალმებით დაჩრდილული ეზოები, ყველა თავის საქმით დაკავებული. არავინ არაფერს გეუბნება , გჩუქნიან მხოლოდ ღიმილს….

ძალიან უცნაურია ბირს არავინ ახსენებს…. პატარები დამყვებოდნენ უკან და ბოლოს ერთი შემორჩა, რომელმაც ძალიან მორიდებით ჩუმად თქვა 1 ბირიო :))))) ძალიან საყვარელი იყო :)) და ისეთი თვალებით მიყურებდა შრეკის მულტფილმი გამახსენდა ჩექმებიანი კატა მიამიტი თვალებით რომ იყურება :)))))) როგორც კი ბირი მივეცი მაშინვე სახე შეეცვალა და თითქოს რუპორი ჩართესო დაიწყო ყვირილი …… მხოლოდ ორი სიტვა გავარჩიე , ფარანჯ (უცხოელი) და ბირი …. ეს იმას ნიშნავდა რომ ტურისტია და ფულს არიგებსო :)))))))))) რამდენიმე წამში დაახლოებით 20 ბავშვი მოცვივდა და ყველა თვალებში შემომციცინებდა :))))

ეს აქაური სასმელია. გამომიწოდეს. რა ჰქვია ??”არაკე” ანუ ჩვენებურად არაყი. ”არის” ტომისეულ ”ზაოდობას” შევესწარი.

ერთ-ერი მათგანი თავდაყირა დადგა , მომეწონა . ადგილი შევურჩიე და ვთხოვე გაემეორებინა, კარგი გადაღების შემდეგ გასამრჯელოც მიიღო. ამის შემყურე დანარჩენი ბავშვებიც ეცადნენ დავდაყირა დადგომას და პირდაპირი მნიშვნელობით თავით მიწაში ჩაერჭვნენ

გზა არც თუ ისე უსაფრთხოა , მოასფალტებული ნაწილი გაცილებით საშიშია რადგან სიჩქარე მეტია და იქაურები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ ფულის საშოვნელად, ძირითადად ეს არის მანქანის წინ საქონლის გარეკვა, თუ რამე მოხდა და მანქანა საქონელს დაეჯახა, მერე იწყება ვაჭრობა………. ერთხელ ბევრი თხა გადმორეკეს და მერე ერთ-ერთმა , კარგად დავინახე როგორ გვესროლა მკვდარი ბატკანი, სურდა ჩვენთვის დაებრალებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ზოგიერთმა კი უფრო მშვიდობიან ხერხს მიმართა , გზაზე ან ოჩოფეხებზე დაბორიალობს და შენს ყურადღებას იქცევს, პლასტიური მოძრაობით, სასაცილო მანჭვა-გრეხით ცდილობენ ცოტაოდენი თანხა გამოიმუშაონ მგზავრების გახალისებით.

 

ორი მეგობარი თუ შევა სასადილოში, აუცილებლად ერთ დიდ თეფშს მოუტანენ, რა თქმა უნდა ზედ ტილოსავით გაშლილი უნდა იყოს აქაური პური, სახელად ინჯარა…. აუცილებლად გაგახსენდება სიტყვა გობი და მეგობარი. სალმიანები, ასე შემიძლია დავახასიათო აქაურები. საიდან ხარ ??? ”Georgia” რა თქმა უნდა არც აქ იციან სადაა, მაგრამ გეტყვის ”welcome” და გააგრძელებს გზას. სალამნო ….. ეს აქაური მისალმებაა რასაც ხშირად გაიგებთ. მისალმება მომეწონა, ხელს ჩამოართმევენ და მარჯვენა მხრებს შეახებენ ერთმანეთს. ღიმილს უხვად გჩუქნიან და თავს არავინ შეგაწყენს….

წამოსვლამდე ვიკითხე კლინიკაში რა აცრებია საჭირო ეთიოპიისთვის მეთქი და პასუხად რამდენიმე თაბახის ფურცელი მივიღე , სრული ჩამონათვალი შეადგენდა დაახლოებით 10 ვაქცინას (700ლარის ოდენობის). აქედან აუცილებელი იყო ყვითელი ცხელების ვაქცინა, ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ იზრუნა ამ ვაქცინაზე რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ხოლო დანარჩენი უკვე ჰიგიენასა და იღბალზე იყო დამოკიდებული. აცრების ნაწილი არც კეთდება ჩვენთან როგორიცაა მაგალითად მუცლის ტიფი. მალარიის საწინააღმდეგო აცრა არ არსებობს მხოლოდ აბები უნდა დალიო, სახელად ”მალარონი”, რომელიც არ იყიდება ჩვენთან :))) დავჯერდი ყვითელი ცხელების აცრას

 სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა  ყოველ ღამით ვისმენდი საწოლის თავზე გადაფარებულ ბადეზე საქეიფოდ მომზადებულ კოღოების სიმფონიას…… მალარიის გადამტან კოღოს ხმა არ აქვს, მხოლოდ დილით და საღამოს იკბინებაო, იმასაც ამბობენ მუტაცია განიცადა და შუადღესაც მშვენივრად იკბინებაო  

სპეციალური სპრეი ? განა რამდენი უნდა დაისხა :))) მზარეულს მალარია აქვს და დღეს მაინც და მაინც კარგი საჭმელი არ არისო, ხშირად გაიგებთ სიტყვა ”მალარიას” სახელს მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არამალარიულ სეზონზე ვიყავი, დაგეშილ კოღოს აქ ვერავინ გადაურჩება მალარიის ქონა არქონა კი უკვე კოღოსთან მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული :)))))))) მშრალი სეზონია და მგონი გადავრჩი, ჯერ არ გასულა 2 -კვირიანი ინკუბაციური პერიოდი :)))) სეზონი აუცილებლად უნდა შეარჩიო ეთიოპიაში წასვლამდე . სხვაგვარად დაავადებების ალბათობა გაცილებით მეტია.

ტურმი, ხრიოკი, ცხელი და ჩუმი…. განსხვავებული ხალხი, ლამაზი ნაკვთებით და უცნაური ტრადიციებით… მძაღე კარაქის სურნელითაა გაჟღენთილი აქაურობა….. ჰამერის ტომის სოფლები, თიხისფერი ქალები….. ზურგზე მოკიდებული დიდი წყლით სავსე ბალონებით… თმებზე შეზელილი კარაქი და წითელი მიწა მათ უფრო განსაკუთრებულ იერს სძენს….

– თუ გაგვიმართლა, ვნახავთ ხარებზე ხტომას,… მითხრა გიდმა, …. ეთიოპიაში ჩამოსვლამდე ამ ტომების ტრადიციებზე ბევრი რამ ვიცოდი და ახლა ისღა დამრჩენოდა იღბალს დავლოდებოდი თავად მენახა….. დღეს გაგვიმართლა, ტურმიში ჩასვლისთანავე წავედით ჰამერის სოფლისკენ……

ხარებზე ხტომა არის ჰამერის ტომის უძველესი ტრადიცია, ამ რიტუალის შემდეგ ჰამერი სიყმაწვილიდან გადადის კაცობაში და როგორც თვითონ ეძახიან ხდება მაზა , რის შემდეგაც აქვს ცოლის მოყვანის უფლება. ამ რიტუალში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან….. მდინარის პირას, ჩრდილში შეფენილი ჰამერის ხალხი მიყუჩებული იყო რაღაცის მოლოდინში …

ფოტო ??? არა აქ ჩუმად თუ გადაიღებ ან თუ გადაიღე ქოქოლა არ აგცდება.

ერთი საათის ლოდინის შემდეგ დაიწყო ერთმა ქალმა სიმღერა , აჰყვა მეორე , მესამე და ასე მთელი ჰამერის ტომის ქალები ამღერდნენ და აცეკვდნენ………. ჟღარუნმა იმატა და ამას დაემატა საყვირის ხმა, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა, რომლებსაც წკეპლების შეკვრა ეჭირათ ხელში……. მთელი მომღერალ მოჟღარუნეები მათკენ გაიქცნენ ……..

ქალები ემუდარებიან მამაკაცს, რომ წკეპლა შემოჰკრას შიშველ ზურგზე და ქალი რაც უფრო დასისხლიანებულ-დაშრამულია მით უფრო პატივსაცემი და ერთგულია….. ეს პროცესი დიდხანს გრძელდება, არც წკეპლაა ცოტა და არც გაწკეპლვის მსურველი…….. ფინალი საკმაოდ სისხლიანია… გადაღება უკვე შეიძლება რადგან ყოველი მათგანი აფექტურ მდგომარეობაშია და საერთოდ ვერ გამჩნევს, მხოლოდ წკეპლას ხედავს…..

მზის ჩასვლის წინ იწყებენ მთავარი ცერემონიისთვის მზადებას… საათობით არ წყდება საყვირის და ზანზალაკების წკრიალი…. ხარებს დაიჭერენ ენით და რქებით, ხოლო მეორე მხრიდან კუდით… ასე ჩაამწკრივებენ 10 ხარს ერთმანეთის მიყოლებით……. სასიძო საკმაოდ კონცენტრირებული, მშვიდი, აუღელვებელია… 6 ჯერ,უნდა გადაირბინოს. თუ ჩამოვარდა ეს მთელი მისი ოჯახისთვის იქნება სირცხვილი მაგრამ უფრო მეტი სირცხვილი ის იქნება როდესაც ქალები გაწკეპლავენ….

ყველა დაიძაბა,,, არ უნდა ჩამოვარდეს … შანსი მხოლოდ ერთი აქვს… დაიწყო…. 1 … 2… 3 … 4 … 5 … 6 … ყველამ ერთდროულად ამოისუნთქა …… მიულოცეს წარმატებული ხარებზე გადახტომა მომავალ სასიძოს…. დღის ბოლომდე 40GB კამერის მეხსიერებიდან დამრჩა მხოლოდ 2 კადრი ……

მინდია მიდელაშვილი
www.mindia.ge
2013

დატოვე კომენტარი

კომენტარი