Cover

ადგილები, რომელთა მონახულებაზეც, ალბათ, არასდროს გიფიქრიათ…  ქვეყნები, რომლებსაც ტურისტები იშვიათად სტუმრობენ  სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორის გამო, თუმცა საინტერესო და შთამბეჭდავი ადგილები მათაც მრავლადა აქვთ.  ზოგჯერ უმჯობესია დავივიწყოთ კომფორტი, გლამურული დასვენება და თავგადასავლებისა და ახალი ადგილების აღმოჩენისთვის მოვემზადოთ.

მავრიტანია

მავრიტანია

ტურისტების  რაოდენობა წელიწადში: 30,000

რატომ არ სტუმრობენ ტურისტები მავრიტანიას?  არსებობს ორი ძირითადი მიზეზი: მავრიტანიასთან ახლოს არის ორი, ტურისტულად აქტიური ქვეყანა – სენეგალი და მაროკო;  მავრიტანია მოკლებულია ისეთ დასავლურ კომფორტს, როგორიცაა ბანკომატები, სასტუმროს ინფრასტრუქტურა, გამართული ტურისტული სისტემა და სხვა.

რატომ უნდა ვეწვიოთ მავრიტანიას? აქ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვიშის კონცხებია.

ბუტანი

ბუტანი

ტურისტების რაოდენობა წელიწადში: 28,000

რატომ არ სტუმრობენ ტურისტები ბუტანს?  ეს არის ქყვენა, რომელსაც, აქ ჩამოთვლილი სხვა ქვეყნების მზგავსად, ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ.  ამის მიზეზი კი ტურისტების რაოდენობაზე სახელმწიფო შეზღუდვაა.  წელიწადში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ტურისტის ჩამოსვლაა ნებადართული.  მათ ტუირსტულ ჯგუფებთან ერთად შეუძლიათ ქვეყანაში შემოსვლა, ღირებულება კი ასტრონომიულია.

რატომ უნდა ვეწვიოთ ბუტანს? ბუტანს ძირითადად ის ადამიანები სტუმრობენ, რომელთაც ჰიმალაის მთები იზიდავთ და ტურისტები, რომელთაც სურთ იხილონ და შეიგრძნონ კულტურა, რომელიც დანარჩენი სამყაროსგან მეტად იზოლირებულია.

სოლომონის კუნძულები

სოლომონის კუნძულები

ტურისტების რაოდენობა წელიწადში: 14,000

რატომ არ სტუმრობენ ტურისტები სოლომონის კუნძულებს? სოლომონის კუძულებს უსაფრთხოებასთან მიმართებაში არცთუ სახარბიელო რეპუტაცია აქვს.  ასევე არაა პოპულარული მალარიის ბევრი შემთხვევების, ცუდი ინფრასტრუქტურისა და შიდა ფრენების სიმცირის გამო.

რატომ უნდა ვეწვიოთ სოლომონის კუნძულებს? კუნძულებს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.  მისი მთავარი კოზირია მსოფლიო დონის დაივინგის ტურები.  ამავდროულად გიზო – სოლომონის კუნძულების დედაქალაქი – ნელ-ნელა სერფინგის ცენტრი ხდება.  ასევე აქ არის ულამაზესი ჩანჩქერები და ვულკანები.

სან-ტომე და პრინსიპი

SONY DSC

ტურისტების რაოდენობა წელიწადში: 12,000

რატომ არ სტუმრობენ ტურისტები სან-ტომე და პრინსიპს? ძირითადად იმიტომ, რომ მის შესახებ თითქმის არავის სმენია.  აქ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან კი, ტურისტული თვალსაზრისით, მას ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს.  ეკონომიკური თუ სხვა თავლსაზრისით, ამ ქვეყანას ყველაზე ნაკლები პრობლემა აქვს სხვა აფრიკულ სახელმწიფოებთან შედარებით.

რატომ უნდა ვესტუმროთ სან-ტომე და პრინსიპს? აქ მშვიდი და წყნარი გარემოა.  შეგიძლიათ დაივინგით გაერთოთ ან დატკბეთ ჯუნგლებისა და მეთევზეების პატარა სოფლების მიქსით.

მოლდოვა

Cricova wine cellar

ტურისტების რაოდენობა წელიწადში: 7,000

რატომ არ სტუმრობენ ტურისტები მოლდოვას? მოლდოვა არის ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა.  მართალია მოლდოვაში ბევრი პირდაპირი ფრენაა და ვიზის აღებაც მარტივია, მაგრამ მთავარი პრობლემას აქ გაურკვევლი ტურისტული მარშრუტებია და მოგზაურობაც, შესაბამისად, არასასურველია.

რატომ უნდა ვეწვიოთ მოლდოვას? მოლდოვური ღვინის გასნიჯვა ნამდვილად ღირს.  აქ არის მსოფლიოში უდიდესი, ექსტრაორდინალური ღვინის მარანი „კრიკოვა“.

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთი

ტურისტების რაოდენობა წელიწადში: 4,000

რატომ არ სტუმრობენ ტურისტები ტაჯიკეთს?  ყველაზე დიდი პრობლემა მისი მდებარეობაა, რის გამოც ბევრი ტურისტი იკავებს თავს ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან.

რატომ უნდა ვეწვიოთ ტაჯიკეთს? აქ არის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხმავლო ტურები.  ულამაზესი მთის ბუნება კი ერწყმის აბრეშუმის გზის ისტორიასა და ისლამური, ქრისტიანული და ბუდისტური რელიგიების ტრადიციებს.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი