უფლისციხე 2

ალბათ, ბევრ თქვენგანს გქონიათ შემთხვევა, როდესაც უცხოელი მეგობარს მასპინძლობთ და სტუმარი საქართველოს რომელიმე კუთხის მონახულებას გთხოვთ. პირველი, რაც აზრად მოგდით არის პროფესიონალი გიდის მოძიება, თუმცა მეორე აზრი მომენტალურად ცვლის პირველს – „იქნებ მე თვითონ ვცადო…“. ზუსტად ასეთი დილემის წინაშე დავდექი, როდესაც მეგობრები მეწვივნენ და შიდა-ქართლის დათვალიერება მთხოვეს.

თუ გინდათ, რომ დაემსგავსოთ პროფესიონალ გიდს, უნდა შეგეძლოთ სამი რამ:

  1. იცოდეთ გზა ობიექტებამდე და შეგეძლოთ ორიენტაცია;
  2. იცოდეთ ობიექტების ზოგადი ისტორია;
  3. გათვალოთ დრო ისე, რომ მოასწროთ დაგეგმილი ობიექტების მონახულება.

ინტერნეტში რამდენიმე რესურსის მონახულებისა და სმარტფონზე სანვიგაციო აპლიკაციების დაყენების შემდეგ მზად ვიყავი ჩემი სამშობლოს ღირსეულად წარმოდგენისთვის. რაც შეეხება მარშრუტს, შეირჩა შემდეგი ჩამონათვალი:

  • სვეტიცხოველი;
  • მცხეთის ჯვრის მონასტერი;
  • უფლისციხე;
  • გორი, სტალინის სახლ-მუზეუმი;
  • ატენის ხეობა და ატენის სიონი.

მეგობრებს დილის 9 საათზე თავისუფლების მოედანზე შევხვდი და ათვლის წერტიცი აქედან დაიწყო.

პირველი გაჩერება: სვეტიცხოველი
ქრისტიანული ძეგლი – სვეტიცხოვლის ტაძარი მე-11 საუკნეშია აგებული. იგი თიბილისიდან 25 კილომეტრში, ძველი დედაქალაქის – მცხეთის შუაგულში, მტკვარსა და არაგვს შორის მდებარეობს.
სვეტიცხოველიხედი შესავლელიდან
სვეტიცხოველი ოდითგანვე წარმოადგენდა ქრისტიანულ კერას. აქ დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მომსასხამი. აქვეა ვახტანგ გორგასლისა და ერეკლე II-ის საფლავებიც.

რაც შეეხება ტაძრის მოხატულობას, დღემდეა შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტები: სცენა სახარებიდან – ქრისტე და სამარიტელი ქალი; მცენარეული ორნამენტი; ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი.
სვეტიცხოველის მოხატულობასვეტიცხოველი, ხატები
ტაძრის ტერიტორიაზე აგებულია მელქისედეკ და ანტონ II კათალიკოსების სასახლე. ასევე კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია ტაძრის ორსართულიანი კარიბჭე, რომელიც 1029 წელსაა აგებული.
განახლებული მცხეთა
სვეტიცხოველს გარს აკრავს გალავანი, რომელიც 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით აიგო, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა.

ტაძრისა და მისი შემოგარენის დათვალიერების შემდეგ ჯვრის მონასტერისკენ გავემართეთ.

მეორე გაჩერება – ჯვრის მონასტერი
მე-6 საუკუნის ქრისტიანული ტაძარი, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ მე-4 საუკუნიდან თარიღდება. ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მეფე მირიან III-მ ამ ადგილას ხის ჯვარი აღმართა, რომელიც მთელი კავკასიის ქრისტიანულ სამლოცველოდ იქცა. VI საუკუნის მე-2 ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ტაძარი დაარსა. მოგვიანებით კი მისმა ვაჟებმა (სტეფანოზ I, დემეტრე და ადარნასე) ააგეს დიდი ტაძარი, რომლის გუმბათიც გადაეხურა ხის ჯვარს.
ჯვარიტაძრის შუაგულში დღემდეა შემორჩენილია ამ ჯვრის კვარცხლბეკი, ხოლო მისი ნაწილები ასომთავრული წარწერებით სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ტაძარს რამდენჯერმე ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და საუკეთესოდაა შემორჩენილი მისი პირვანდელი სახე. ვარდისფერი ქვით ნაგები ჯვრის არქიტექტურული სტილი სრულიად დამოუკიდებელია და მკვეთრად განსხვავდება ბიზანტიური სტილისგან. ქართული ხუროთმოძღვრების ამ ძეგლმა საფუძველი ჩაუყარა განვითარების ახალ საფეხურს, რის შემდეგაც შეიქმნა ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რა თქმა უნდა, თავისებური განმასხვავებელი ნიშნებით. ჯვრის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
მტკვარ - არაგვი
ჯვრის მონასტერს განსაკუთრებული ხიბლი აქვს – მთიდან გრანდიოზული ხედი იშლება მტკვრისა და არაგვის შესართავსა და სვეტიცხოველზე. ეს ადგილი მუდამ იზიდავს ტურისტებს ფოტოების გადასაღებად.

ჯვრის მონასტერზე შეყოვნების შემდეგ, ტრადიციულად, მცხეთის სალობიეში შევიარეთ, სადაც ქართული კერძები დავაგემოვნეთ და შუადღის დადგომისას უკვე გორი – თბილისის ტრასად შევუდექით.

მესამე გაჩერება – უფლისციხე
ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ძეგლია. კლდეში ნაკვეთი ქალაქები, მათი სიძველე და აგებულება თითქოს გაბრუნებს იმ საუკუნეში, როცა ისინი აიგო და გრძნობ ყველა იმ ტკივილსა თუ სიხარულს, რაც იქ ოდესღაც ქართველ ხალხს განუცდია.
უფლისციხე - ეკლესიაუფლისციხის საიდულო გვირაბი
უფლისციხე – კავკასიის უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი იყო. წერილობით წყაროებიში უფლისციხე და მის შემოგარენში დაცული არქეოლოგიურ-ხუროთმოძღვრული ზეგლთა ჯგუფი მე-7 საუკუნეში იხსენიება. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი.
სახე კლდეში - უფლისციხე
უფლისციხეს ომებსა და ბრძოლებში საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ხანებში მისი მნიშვნელობა დაქვეითებული იყო, 1122 წელს ეს პროცესი დავით აღმაშენებლის მიერ უფლისციხის გათავისუფლებით დაგვირგვინდა და მისი მნიშვნელობაც გაიზარდა. ამ ისტორიას კი მისი უძველესი კლდეში ნაკვეთი კედლები თითქოს გვიყვება კიდეც.

ქვევრები
უფლისციხეში გამართულია ინფრასტრუქტურაა: შეიძლება აიყვანოთ გიდი, აქვე მოქმედებს კაფე და სუვენირების მაღაზია.

მეოთხე გაჩერება – ატენის მონასტერი
კლდის კიდეზე მდებარე ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი ატენის ხეობაში, გორიდან 12 კმ-ში მდებარეობს. მე-7 საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ სტილს იმეორებს. გარშემორტყმულია გალავნით. მის აგებას ქართლის ერისთავ ნერსეს მიაწერენ. ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა თავდაპირველი (სავარაუდოდ მე-5 საუკუნის) ბაზილიკის ნაშთი, რომელიც ატენის სიონის ქვეშაა მოყოლილი.
ატენის სიონიატენი
ტაძარმა შემოგვინახა ულამაზესი მხატვრული ფრესკები, რომლებიც ფეოდალური ხანის, ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს. ტაძარი მთლიანად მე-11 საუკუნეში მოიხატა და რამდენიმე მხატვრის ხელწერაა აღბეჭდილი. მონასტრის უძველესი წარწერების შესწავლით მრავალი ისტორიული ფაქტია დადგენილი. 70-იანი წლებიდან დაიწყო ძეგლის ინტენსიური რესტავრაცია. შეწყვეტილი მღვდელთმსახურება 1989 წელს განახლდა, ხოლო 2002 წლიდან ტაძარში ატენის დედათა მონასტერია დაფუძნებული.

მეხუთე გაჩერება – სტალინის სახლ-მუზეუმი
რელიგიური ძეგლების მონახულების შემდეგ ჯერი სტალინის სახლ-მუზეუმზე მიდგა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა დამოკიდებულება გაქვთ სტალინის მიმართ, მისი სახლ-მუზეუმი არის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
სახლმუზეომი
საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის ი. ბ. სტალინის მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა სტალინი (თუმცა, მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სტალინი ამ სახლში არ დაბადებულა და მისი დაბადების რეალურ ადგილად ახლოს მდებარე ქუჩაზე უკვე აღარარსებულ სახლს ასახელებენ), აგრეთვე საექსპოზიციო შენობა კოშკითა და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში.
სტალინის დაბადების ადგილისტალინის ვაგონიბელადიძველი სახლი
მუზეუმში დაცულია სტალინის პირადი ნივთები, კრემლის კაბინეტის ასლი, ხელნაწერები, საჩუქრები მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სტალინის ნიღაბი (ავტორი მანიზერი), ფერწერული ტილოები და სხვა.

ხუთქიმიანი ვარსკვლავიგანსაკუთრებით შთამბეჭდავია სტალინის მემორიალური სახლის დამცავი ნაგებობის შუშის გადახურვა, რომელზეც ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.

მეექვსე გაჩერება – გორის ციხე
უკვე შებინდდა და დაღლილები გორის ციხისკენ მიმავალ გზას შევუდექით. ციხესთან მდებარე ძველი გორის შენობები რესტავრირებულია და ძველ ევროპულ დასახლებას მოგაგონებთ.
განახლებული ძველი გორი
ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ძვ.წ. პირველი ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრის ირგვლივ მოსახლეობა ცხოვრობდა. „გორის ციხედ“ ეს ადგილი პირველად მე-13 საუკუნის წყაროებში მოიხსეინება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, მისი დაუფლება მთელ შიდა ქართლზე პოლიტიკურ ბატონობას ნიშნავდა. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით, გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წელის მიწისძვრამ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როცა იგი ერეკლე მეორემ საფუძვლიანად შეაკეთა.
გორის ციხის ხედი
გორის ციხეზე ბევრი ლეგენდა დადის: ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, ის, რომ თითქოს XVII საუკუნეში როსტომ მეფემ გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს – ქრისტეფორე კასტელს დაახატვინა გორის ციხე. რეალურად კი კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. კასტელის ნახატის მიხედვით, გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და სხვა. იქვე ნაჩვენებია ერთ და ორსართულიანი სახლებიც.
მებრძოლები
უკვე ღამდებოდა, როდესაც ავტომობილში ჩავჯექით და თბილისისკენ გამოვეშურეთ. მისია შესრულებული იყო და ჩემი ახალი პროფესიაც შედგა. გზაში თვალი გადავავლე განვლილ დღეს და ერთმა აზრმა გამიელვა: ალბათ, მხოლოდ მაშინ დავბრუნდები, როდესაც მორიგი სტუმარი ჩამოვა?!…

დატოვე კომენტარი

კომენტარი