მუზეუმებისა და გალერეების ტოპ ათეული

სმიტსონის ინსტიტუტი, ვაშინგტონი

სმიტსონის ინსტიტუტისმიტსონი მსოფლიოში უიდედსი კვლევითი ინსტიტუტისა და მუზეუმის კომპლექსია.  იგი მოიცავს 19 მუზეუმსა და გალერეას, ნაციონალურ ზოოლოგიურ პარკსა და სხვადასხვა კვლევით სადგურს.  137 მილიონამდე ნივთი, რომელიც ამერიკის ისტორიას დეტალურად აღწერს, სწორედ ამ კომპლექსშია დაცული, ასე რომ, წინასწარ მოემზადეთ ხანგრძლივი ტურისთვის, რადგანაც ათი წელი მაინც დაგჭირდებათ ექსპონატების მთლიანი რაოდენობის 10 პროცენტის მოსანახულებლად.

ამიტომ აჯობებს წინასწარ ამოირჩიოთ ერთი ან ორი გამოფენა, რომლებსაც დეტალურად გაეცნობით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატები: ლალისფერი ფეხსაცმელები – დოროთი; კაბები, რომლებსაც ქვეყნის პირველი ქალბატონები ატარებდნენ; ამერიკის დროშის ორიგინალი, რომელიც დაცულია ამერიკის ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში; იმედის ბრილიანტი, რომელიც ძვირფასეულობათა დარბაზშია გამოფენილი;  კოსმონავტიკისა და ავიაციის ეროვნულ მუზეუმში ასევე დაცულია ძმები რაიტების 1903 წლის განცხადება, სენტ-ლუისის სპირიტი და აპოლო 11-ის ბრძანების მოდული.

ლუვრი, პარიზი

ლუვრიჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ლუვრი ფრანგ მეფეთა ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. 1989 წელს პეის პირამიდის, როგორც მთავარი შესასვლელის გახსნამ, ბევრი შოკში ჩააგდო, მაგრამ თანამედროვე ხელოვნების ეს ნიმუში კვლავ მუშაობს და ბევრ ტურისტს იზიდავს.  აქ დაცულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს ანტიკურიდან დაწყებული, მე-19 საუკუნის პირველი ნახვერის ჩათვლით ყველა ექსპონატს.  ტურის სუკეთესო ათვლის წერტილი სიულის ფრთაა, სადაც განლაგებულია ფილიპ-ავგუსტის შუასაუკუნეების დროინდელი სიმაგრე, საიდანაც გადაინაცვლებთ ეგვიპტურ ოთახებში.

ლუვრის ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: ვენერა მილოსელი, თრაკეელების გამარჯვების ფრთიანი სკულპტურა და და ვინჩის მონა ლიზა.

აკროპოლისი, ათენი

აკროპოლისიგალერეის თვალწარმტაცი პირველი სართული აკროპოლისის ფეროდბებიდანვე იწყება.  მისი გასაოცარი, გამჭვირვალე შუშის იატაკი საშუალებს იძლევა დააკვირდეთ არქეოლოგიურ სამუშაოებს და ამასთანავე ისტორიაშიც  გამოგზაურებთ.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა მცირე დასახლებები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას იძლევიან ქალაქ ათენის შესახებ.

არქაული გალერეის გაშლილი სივრცე და ექსპონატების განლაგება მნახველს საშუალებას აძლევს ყველა კუთხიდნ შეისწავლოს აქ წარმოდგენილი ექსპონატი.

აკროპოლისის ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: პართენონის ფრიზი, რომლის განზომილებებიც მნახველს საშუალებას აძლევს სრულყოფილად გაეცნოს თითოეულ დეტალს.

სახელმწიფო ერმიტაჟი, პეტერბურგი

ერმიტაჟიშესაძლოა რუსეთი შორსაა ხელოვნების ისეთი ცენტრებისგან, როგორებიცაა რომი, პარიზი, ლონდონი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერმიტაჟი მსოფლიო ხელვონების შთამბეჭდავი კოლექციის კერაა.  ექსპონატები ქვის ხანიდან დაწყებული, მე-20 საუკუნით დასრულებული პერიოდით თარიღდება, რაოდენობა კი სამ მილიონზე მეტია.

თავად შენობა ექვსი ნაგებობისგან შედგება.  ეს ლურჯ-თეთრი, ბაროკოს სტილის ნაგებობა დასრულებულ იქნა 1764 წელს და წარმოადგენდა მეფეთა რეზიდენციას.

მუზეუმი შეიქმნა ეკატერინე ბრწყინვალის ინიციატივით და სწორედ მან ჩამოიტანა 255 ფერწერული ტილო ბერლინიდან.  მუზეუმის ცენტრს წარმოადგენს დასავლურ-ევროპული ხელოვნების ნაწილი, რომელიც 120 ოთახისგან შედგება და აქ წარმოდგენილია შუა საუკუნეებიდან დღემდე პერიოდის ექსპონატები.

რემბრანტი, რუბენსი, ტიეპოლო, ტიციანი, და ვინჩი, პიკასო, გოგენი, სეზანი, ვან გოგი… ეს ყველაფერი სწორედაც რომ ერმიტაჟშია წარმოდგენილი.

ძირითადი ექსპონატებია: განძთა გალერეაში წარმოდგენილი ოქროს ევრაიზიული ნამუშევრები, შავი ზღვისპირეთის ანტიკური პერიოდის ნივთები.  მუზეუმში ასევე  წარმოდეგნილია ნიკოლოზ მეორის პირადი კოლექცია: ფერწერული ნამუშევრები და მისი კორონაციისადმი მიძღვნილი მედლები.

ბრიტანული მუზეუმი, ლონდონი

ბრიტანული მუზეუმიეს არის ბრიტანეთის უდიდესი მუზეუმი, სადაც დაცულია არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ნაციოალური კოლექცია – რვა მილიონზე მეტი ნივთი: დაწყებული პრეისტორიულიდან, ათენის პართენონის პერიოდით დასრულებული; დაწყებული ასირიული სასახლის ოთახებიდან, ულამაზესი ოქროს სამკაულებით დასრულებული.

განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობები: ეგვიპტური გალერეა მსოფლიოში მეორეა აქ წარმოდგენილი ანტიკური ექსპონატებით, მათ შორის, როზეტას ქვის ჩათვლით, რომელიც ქრისტეს შობამდე 196 წლით თარიღდება.

პრადო, მადრიდი

პრადოს მუზეუმიპრადოს მუზეუმის კოლექციის მრავალფეროვნებაზე მუდამ ზრუნავდა ესპანეთის სამეფო ოჯახი.  მართლაც და საუკნეების განმავლობაში ესპანეთის რეგენტები აგროვებდნენ და ამდიდრებდნენ მუზეუმის კოლექციას.  მათი დაკვეთით შესრულებული ხელვონების ნიმუშები დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა.

პრადოს მუზეუმში, გარდა ესპანური ფერწერის ვარსკვლავებისა, როგორებიც არიან   ველასკესი, გოია, რიბერი, სურბარანი, ასევე დაცულია იტალიელ და ფლამანდიელ ფერმწერთა ნამუშევრები.  ხუან დე ვილანუევას დიზაინის მიხედივთ აგებული  პრადოს მუზეუმი 1819 წელს, ფერნანდო VII-ის მიერ გაიხსნა.

განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობები: რუბენსის “სამი გრაცია”.

მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი

მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმიმეტორპოლიტანი დასავლეთ ნახევარსფეროს უდიდესი მუზეუმია.  მისი კოლექცია მოიცავს ანტიკური პერიოდიდან დაწყებულ და ახლანდელი დროით დასრულებულ პერიოდის  – ორ მილიონზე მეტ ნივთს მთელი მოსფლიოდან.

აქ წარმოდგენლია ევროპელ მხატვართა ნამუშევრები: ბოტიჩელი, რემბრანტი, ვერმერი, დეგა, როდენი და მრავალი სხვა.

ეგვიპტური კოლექცია მოიცავს პერნების სამარხს (ჩ.წ 2440) და დენდურის ტაძარს (ჩ.წ 23-10).  მუზეუმის ამერიკულ ნაწილში წარმოდგენილია ამერიკული ხელოვნების ნიმუშები – მათ შორის ფრენკ ლოიდის ოთახი.

განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობები:  ალბრეხტ დიურერის „ადამი და ევა“, რომელიც მუზეუმის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი შთამბეჭდავი ექსპონატია.

ვატიკანის მუზეუმი, ვატიკანი

ვატიკანის მუზეუმივატიკანის  ოცდაორ ნაწილად დაყოფილი შთამბეჭდავი კოლექციის ექსპონატები ერთმანეთზე უკეთესი და თვალწარმტაცია.  ყველაზე პოპულარულია: პიო კლემენტინოს მუზეუმი; რაფაელის მიერ მოხატული ოთახები; პინაკოტეკა (ფერწერულ ნამუშევართა გალერეა), სადაც წარმოდგენილია შუა საუკუნეებისა და რენესანსის პერიოდის საუკეთესო ნამუშევრები; მიქელანჯელოს სიქსტის კაპელა.  ეგვიპტური ნივთების  ხილვა შეგიძლიათ გრეგორიანო ეგიზიოს მუზეუმში, ხოლო გრეგორიანო ეტრუსკოს მუზეუმში – ეტრუსკების შემოწირულობებს გაეცნობით.

განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობები: სიქსტის კაპელა და რაფაელის ოთახები.

უფიზის გალერეა, ფლორენცია

უფიზის გალერეა„დიდებული“ – სიტყვა, რომელიც იტალიის მუზეუმებისა და გალერეების საკუთრებას წარმოადგენს.  ერთ-ერთი მაგალითია უფიზის გალერეა, სადაც დაცულია რენესანსის პერიოდის საუკეთესო ნამუშევრები და არამარტო  აღმავლობის ხანის, არამედ შუა საუკუნეების, ბაროკოსა და მანერიზმის პერიოდის მხტვართა შედევრებიც.

განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობები: ბოტიჩელის “ვენერას დაბადება”.

სახელმწიფო მუზემი, ამსტერდამი

სახელმწიფო მუზეუმი, ამსტერდამინიდერლანდების უდიდესი სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია ხელოვნებისა და ისტორიის  900.000  ნივთს ითვლის.  იგი განსაკუთრებით პოპულარულია მე-17 საუკუნის ჰოლანდიელ მხატვართა ნამუშევრებით (რეისდალი, ფრანც ჰალსი, იან ვერმეერი, რემბრანტ ვან რეინი).  გამოფენა 1800 წელს გაიხნსა.  სახელმწიფო მუზეუმში ასევე დაცულია შუა საუკუნეების პერიოდის ხელვონების ნიმუშები. კოლექციის ნიშვნელოვანი ნაწილი წარმოდგენილია ფილიპის ფრთასა და მუზეუმის სხიპჰოლში.

განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობები: რემბრანტის “ღამის გუშაგი”.

სალომე მჭედლიშვილი

დატოვე კომენტარი

კომენტარი