მსოფლიოს 10 ყველაზე ფოტოგრაფირებადი ადგილი

წესი, რომელიც ყოველმა მოგზაურმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ფოტოების გადაღებაა (მეორე წესი: არასოდეს დალიოთ წყალი ონკანიდან).  ფოტოების გარეშე თქვენი მოგზაურობა უბრალოდ არარსებულს დაემზაგვსება.

ალბათ, გაინტერესებთ რომელია, მსოფლიოს მასშტაბით, მოგზაურთა ობიექტივში ყველაზე ხშირად მოხვედრილი ადგილები.  Sightsmap -მა გუგლის ფოტოგაზიარების აპლიკაციის დახმარებით დაადგინა  თუ რომელია მოგზაურთა ობიექტივში ყველაზე ხშირად მოხვედრილი ათი ადგილი.

მე-10 ადგილი: უნგრეთი, ბუდაპეშტი, წმინდა სტეფანეს ბაზილიკაtmg-slideshow_xl
ისევე როგორც სხვა ყევლა ევროპული ქალქი, ბუდაპეშტიც წარმოადგენს რელიგიური შენობების  ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას.  უნგრეთის პირველი მეფის სახელობის წმინა სტეფანეს ბაზილიკა, დუნაეთის ნამდვილ ძვირფასთვლიან გვირგვინს წარმოადგენს, მაგრამ უნგრეთის მასშტაბით მხოლოდ და მხოლოდ  რიგით მესამე ტძარია.

მე-9 ადგილი: არგენტინა, ბუენოს აირესი, კამინიტოtmg-slideshow_xl (1)
კამინიტო (ვიწრო გზა) ბუენოს აირესის ულამაზეს უბანში – ლა ბოკაში მდებარეობს.  ეს ვიწრო ქვაფენილი შემოსაზღვრულია ნათელი, ფერადი პატარა შენობებით, მათ წინ კი მხატვრები საკუთარ ნამუშევრებს ყიდიან. ამ ქუჩის მრავალფეროვნება ტანგოს კულტურასა და ფეხბურთის სიყვარულთანაა დაკავშირებული.  ლუდის დასალევად  და ფეხბურთის საყურებლად კამინიტო სწორედაც რომ იდელაური ადგილია.

მე-8 ადგილი: იტალია, ფლოერნცია, მიქელანჯელოს მოედანიtmg-slideshow_xl (2)
მიქელანჯელოს მოედანი არის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ტურისტების ობიექტივში ყველაზე ხშირად მოხვედრილი ადგილი.   ეს მოედანი ტურსტებს საშუალებას აძლევს შემოინახონ ფული, რომელიც შესაძლოა ღია ბარათში გადაეხადათ და თავად ასახონ ფოტოზე ულამაზესი პანორამა, მათთვის  სასურველი წერტილიდან.

მე-7 ადგილი:  მონაკო, მონტე-კარლო,  Hôtel de Paristmg-slideshow_xl (3)
სასტუმრო  Hôtel de Paris აუცილებლად მიგიზიდავთ თუ კი აზარტული თამაშების მოყვარული ბრძანდებით. მონტე-კარლო მონაკოს ყველაზე პატარა, მაგრამ უმდიდრესი სამთავროა. ადგილმდებარეობაც განსაკუთრებული აქვს, მას ულამაზესი ხმელთაშუა ზღვა ესაზღვრება.  Hôtel de Paris მონაკოს ერთ-ერთი ძვირად ღირებული სასტუმროა, მაგრამ მის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გამოჩენას ჯეიმს ბონდის სერიაში „ოქროს თვალი“ და ასევე ანიმაციურ ფილმში „მადაგასკარი“.

მე-6 ადგილი:  იტალია, ვენეცია, აკადემიის ხიდიtmg-slideshow_xl (4)
მართალია ვენეციის ქუჩებში არც თუ სასიამოვნო სურნელი ტრიალებს და გონდოლების  მოძრაობაც გამაღიზიანებელია, მაგრამ აკადემიის ხიდი (Ponte dell’Accademia) ერთ-ერთია იმ ოთხ ხიდს შორის, რომელიც ვენეციის მთავარ არხს კვეთს და ტურისტებისათვისაც საყვარელი ადგილია ფოტოს გადასაღებად. ეს ადგილი განსაკუთრებით იზიდავს წყვილებს. ისინი ხიდის მოაჯირზე ბოქლომებს კიდებენ – მათი უკვდავი სიყვარულის სიმბოლოდ.

მე-5 ადგილი: თურქეთი, სტამბული, მაიდენის (ქალწულის) კოშკიtmg-slideshow_xl (5)
ბოსფორის სრუტის  სამხრეთ შესასვლელთან – იქ, სადაც ევროპისა და აზიის კონტინენტები ერთმანეთს უერთდება, დაინახავთ პატარა კუნძულს, სწორედ მასზეა აგებული  მაიდენის კოშკი, სწორედ ეს კოშკი ხდის ამ ადგილს განსაკუთრებულს, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, წლით შემოსაზღვრულ უმნიშვნელო მიწის ნაწილს წააგავს.

მე-4 ადგილი: საფრანგეთი, პარიზი, მულენ რუჟიtmg-slideshow_xl (6)
პარიზი  ფოტოგრაფიის  მოყვარულს ბევრ საინტერესო ადგილს სთავაზობს: ეიფელის კოშკი, ელისეს მინდვრები, ტრიუმფალური თაღი, ნოტრ დ ამი, მაგრამ ყველაზე ხშირად ტურისტების ობიექტივში სწორედაც რომ მულენ რუჟი ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ შავ, გიპიურის  წინდებში გამოწყობილი ნიკოლ კიდმანის გამოჩენის შანსი ნულის ტოლია.

მე-3 ადგილი: ესპანეთი, ბარსელონა, გუელის პარკიtmg-slideshow_xl (7)
გუელის პარკი ერთ-ერთი იმ ღირსშესანიშნაობათაგანია, რომლიც ცნობილმა ესპანელმა არქიტექტორმა ანტონი გაუდიმ შექმნა. გუელის პარკი და მისი ულამაზესი შენობები სამხრეთ ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს არქიტექტურულ ერთობას ქმნიან. პარკის გარშემო არის უამრავი კიბე და  ფოტოგრაფისათვის ხელსაყრელი ადგილი სასურველი კადრის აღსაბეჭდად.

მე-2 ადგილი: იტალია, რომი, მონტის სამებაtmg-slideshow_xl (8)
გუგლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომი არის მსოფლიოში რიგით მეორე, ყველაზე ხშირად ფოტოგრაფირებადი ადგილი.  იმ ასეულობით შენობიდან,  რომლებიც დაკავშირებულია კათოლიკურ რწმენასთან, ტურისტები ყველაზე ხშირად ობიექტივში სწორედ მონტის სამებას, რენესანსის პერიოდის ეკლესიას ახვედრებენ, რომელიც ძველი ვენახის ტერიტორიაზეა აგებული.

1-ლი ადგილი: აშშ, ნიუ-იორკი, გუგენჰეიმის მუზეუმიtmg-slideshow_xl (9)
ტურისტების ფოტოებში ყველზე ხშირად მოხვედრილი ადგილი, ტურისტებისთვისვე ნაკლებად საყვარელ ქალაქში – ნიუ-იორკში მდებარეობს და ეს არის არა თავისუფლების ქანდაკება, არამედ გუგენჰეიმის მუზეუმი. როგორც ჩანს, ის ტურისტებს არამარტო საინტერესო კოლექცებით, არამედ განსაკუთრებული არქიტექტურითაც იზიდავს.

სალომე მჭედლიშვილი

 

 

დატოვე კომენტარი

კომენტარი